საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის არსებობს!" - სანტას მისტიკური მოგზაურობა თბილისში და წინასაახალწლო საღამო პატარებისთვის
"ის არსებობს!" - სანტას მისტიკური მოგზაურობა თბილისში და წინასაახალწლო საღამო პატარებისთვის

დე­კემ­ბრის ბო­ლო­დან თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში უც­ნა­უ­რი წარ­წე­რა და ნიშ­ნე­ბი გაჩ­ნდა. ვა­კე­ში, "ვენ­დის" ამე­რი­კულ რეს­ტო­რან­თან ირ­მი­სა და მარ­ხი­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა მი­უ­თი­თებ­და, რომ ის სან­ტას ტრან­სპორ­ტის პარ­კი­რე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი ად­გი­ლია. თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე სა­მან­ქა­ნო გზას­თან გან­თავ­სე­ბუ­ლი თივა და მის გვერ­დით საგ­ზაო ნი­შან­ზე ირ­მე­ბი და სან­ტა გვა­უ­წყებ­და, რომ აქ სან­ტას ირ­მე­ბი ის­ვე­ნე­ბენ და მი­ირ­თმე­ვენ თი­ვას, რომ ენერ­გი­უ­ლად იმოგ­ზა­უ­რონ ქა­ლაქ­ში. ამა­ვე ქუ­ჩა­ზე, "ვი­სო­ლის" ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­თან ახ­ლოს, მძღო­ლებ­მა ირ­მე­ბის თეთ­რი ნა­ფე­ხუ­რე­ბიც შე­ნიშ­ნეს. მან­ქა­ნე­ბის სამ­რე­ცხა­ოს­თან სან­ტას მარ­ხი­ლის გა­სუფ­თა­ვე­ბას სთა­ვა­ზობ­დნენ და თან­ხის ნაც­ვლად მის­გან სა­ჩუქ­რებს მო­ე­ლოდ­ნენ. ანა­ლო­გი­ურ სერ­ვისს სთა­ვა­ზობ­დნენ სან­ტას ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზეც. ირ­მე­ბის ნა­ფე­ხუ­რე­ბი და საგ­ზაო ნიშ­ნე­ბი, რომ­ლებ­ზეც სან­ტა და ირ­მე­ბია გა­მო­სა­ხუ­ლი თბი­ლი­სის სხვა ქუ­ჩებ­შიც გა­მოჩ­ნდა.

ასა­თი­ა­ნის ქუ­ჩას­თან ახ­ლოს კი ერთ-ერთი კორ­პუ­სის თავ­ზე დიდი ბა­ნე­რი გა­მო­ი­სა­ხა წარ­წე­რით: "ის არ­სე­ბობს". მო­ქა­ლა­ქე­ებს წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­დათ, რო­დის გაჩ­ნდა აღ­ნიშ­ნუ­ლი ნიშ­ნე­ბი ქა­ლაქ­ში...

სან­ტას მის­ტი­კუ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო ჯა­დოს­ნუ­რი სა­ღა­მოს აღ­ნიშ­ვნით გაგ­რძელ­და. სან­ტამ ბავ­შვე­ბი კი­ნო­თე­ატრ "ამი­რან­ში" მი­იწ­ვია სა­ხე­ლო­ბი­თი ჯა­დოს­ნუ­რი მო­საწ­ვე­ვე­ბით, რო­მელ­საც თან წე­რი­ლი ახ­ლდა: "ჩემო ძვირ­ფა­სო, მი­ხა­რია, რომ წელს ისე კარ­გად იქ­ცე­ო­დი, რომ და­იმ­სა­ხუ­რე მოხ­ვდე ჯა­დოს­ნურ სა­ა­ხალ­წლო სა­ღა­მო­ზე, სა­დაც უამ­რა­ვი სი­ურპრი­ზი, სა­ჩუ­ქა­რი და სა­ხა­ლი­სო გა­სარ­თო­ბი გე­ლო­დე­ბა. ეს ჯა­დოს­ნუ­რი ბი­ლე­თი შე­ნია, არ და­კარ­გო, ის კარს გა­გიხ­სნის ჩვენს სამ­ყა­რო­ში შე­მო­სას­ვლე­ლად შენ და შენ­თან ერ­თად ერთ უფ­როს მე­გო­ბარს, დე­დი­კოს ან მა­მი­კოს. გელი მო­უთ­მენ­ლად, რო­გორც შენ მელი ყო­ველ ახალ წელს. გზა თუ აგებ­ნა გა­მო­ყე­ვი ირ­მე­ბის კვალს ან სა­ა­ხალ­წლო მუ­სი­კის ხმას. ის ჩვე­ნამ­დე მო­გიყ­ვანს. შენი სან­ტა".

წე­რი­ლი "ნა­ნუ­კას შოუმ" და ჟურ­ნალ­მა OK-მაც მი­ი­ღეს, სა­დაც სან­ტა მო­უც­ლე­ლო­ბის გამო ტე­ლე­წამ­ყვანს და ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ცი­ას სთხოვ­და, ბავ­შვე­ბის­თვის ეკი­თხათ, სჯე­რათ თუ არა მისი არ­სე­ბო­ბის და სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში უამ­რა­ვი ვი­დეო გაჩ­ნდა ბავ­შვე­ბის მო­ნა­თხრო­ბით, რო­გორ სჯე­რათ მათ სან­ტას არ­სე­ბო­ბა და რას მო­ე­ლოდ­ნენ მის­გან ჰეშ­თე­გით "#ის არ­სე­ბობს".

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ის არსებობს!" - სანტას მისტიკური მოგზაურობა თბილისში და წინასაახალწლო საღამო პატარებისთვის

"ის არსებობს!" - სანტას მისტიკური მოგზაურობა თბილისში და წინასაახალწლო საღამო პატარებისთვის

დეკემბრის ბოლოდან თბილისის ქუჩებში უცნაური წარწერა და ნიშნები გაჩნდა. ვაკეში, "ვენდის" ამერიკულ რესტორანთან ირმისა და მარხილის გამოსახულება მიუთითებდა, რომ ის სანტას ტრანსპორტის პარკირებისთვის გამოყოფილი ადგილია. თამარაშვილის ქუჩაზე სამანქანო გზასთან განთავსებული თივა და მის გვერდით საგზაო ნიშანზე ირმები და სანტა გვაუწყებდა, რომ აქ სანტას ირმები ისვენებენ და მიირთმევენ თივას, რომ ენერგიულად იმოგზაურონ ქალაქში. ამავე ქუჩაზე, "ვისოლის" ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს, მძღოლებმა ირმების თეთრი ნაფეხურებიც შენიშნეს. მანქანების სამრეცხაოსთან სანტას მარხილის გასუფთავებას სთავაზობდნენ და თანხის ნაცვლად მისგან საჩუქრებს მოელოდნენ. ანალოგიურ სერვისს სთავაზობდნენ სანტას ვაჟა-ფშაველას გამზირზეც. ირმების ნაფეხურები და საგზაო ნიშნები, რომლებზეც სანტა და ირმებია გამოსახული თბილისის სხვა ქუჩებშიც გამოჩნდა.

ასათიანის ქუჩასთან ახლოს კი ერთ-ერთი კორპუსის თავზე დიდი ბანერი გამოისახა წარწერით: "ის არსებობს". მოქალაქეებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, როდის გაჩნდა აღნიშნული ნიშნები ქალაქში...

სანტას მისტიკური მოგზაურობა წინასაახალწლო ჯადოსნური საღამოს აღნიშვნით გაგრძელდა. სანტამ ბავშვები კინოთეატრ "ამირანში" მიიწვია სახელობითი ჯადოსნური მოსაწვევებით, რომელსაც თან წერილი ახლდა: "ჩემო ძვირფასო, მიხარია, რომ წელს ისე კარგად იქცეოდი, რომ დაიმსახურე მოხვდე ჯადოსნურ საახალწლო საღამოზე, სადაც უამრავი სიურპრიზი, საჩუქარი და სახალისო გასართობი გელოდება. ეს ჯადოსნური ბილეთი შენია, არ დაკარგო, ის კარს გაგიხსნის ჩვენს სამყაროში შემოსასვლელად შენ და შენთან ერთად ერთ უფროს მეგობარს, დედიკოს ან მამიკოს. გელი მოუთმენლად, როგორც შენ მელი ყოველ ახალ წელს. გზა თუ აგებნა გამოყევი ირმების კვალს ან საახალწლო მუსიკის ხმას. ის ჩვენამდე მოგიყვანს. შენი სანტა".

წერილი "ნანუკას შოუმ" და ჟურნალმა OK-მაც მიიღეს, სადაც სანტა მოუცლელობის გამო ტელეწამყვანს და ჟურნალის რედაქციას სთხოვდა, ბავშვებისთვის ეკითხათ, სჯერათ თუ არა მისი არსებობის და სოციალურ მედიაში უამრავი ვიდეო გაჩნდა ბავშვების მონათხრობით, როგორ სჯერათ მათ სანტას არსებობა და რას მოელოდნენ მისგან ჰეშთეგით "#ის არსებობს".

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი