მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
Faceამბები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთ ადამიანზე ვოცნებოდი" - "ჩემი ცოლის დაქალების" ელისო სერიალში გათხოვებიდან რამდენიმე თვეში რეალურ ცხოვრებაშიც გათხოვდა
"ასეთ ადამიანზე ვოცნებოდი" - "ჩემი ცოლის დაქალების" ელისო სერიალში გათხოვებიდან რამდენიმე თვეში რეალურ ცხოვრებაშიც გათხოვდა

მსა­ხი­ობ გვან­ცა გი­ორ­გო­ბი­ა­ნის პერ­სო­ნა­ჟი, სა­ხე­ლად ელი­სო პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" გა­დამ­ღებ­მა ჯგუფ­მა გა­სულ სე­ზონ­ზე გა­ა­თხო­ვა. ახალ სე­ზონ­ზე ელი­სო სე­რი­ალ­ში აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა, ალ­ბათ სცე­ნარ­მა ასე მო­ი­თხო­ვა... სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ გვან­ცას ეკ­რა­ნუ­ლი გა­ბედ­ნი­ე­რე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში მარ­თლაც რე­ა­ლო­ბად იქცა, - ცოტა ხნის წინ გა­თხო­ვა.

AMBEBI.GEგვან­ცა გი­ორ­გო­ბი­ანს ესა­უბ­რა.

- გი­ლო­ცავთ. სე­რი­ალ­ში შენი გა­თხო­ვე­ბა გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის­თვის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა­სა­ვით აღ­მოჩ­ნდა.

- სცე­ნა­რის ავ­ტორ­მა ქეთი დევ­და­რი­ან­მა "და­ქა­ლებ­ში" კარგ ხელ­ზე გა­მა­თხო­ვა. ჰო, ასე გა­და­წყვი­ტა, რომ მისი ერთ-ერთი პერ­სო­ნა­ჟი - ელი­სო გა­ე­ბედ­ნი­ე­რე­ბი­ნა. არა მარ­ტო ქე­თის, მთელ შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფს ძა­ლი­ან შე­ვუყ­ვარ­დი, რა­საც მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ვგრძნობ­დი კი­დეც. ისი­ნი ჩემი დიდი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი გახ­დნენ და უნ­დო­დათ, რომ რე­ა­ლურ ცხო­რე­ბა­შიც დავ­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი და რაც შე­ეძ­ლოთ, ის გა­ა­კე­თეს, - სე­რი­ალ­ში გა­მა­თხო­ვეს და ხომ ვამ­ბობ, ძა­ლი­ან კარგ ხელ­ზე. იმის მერე მალე შევ­ხვდი ჩემს მე­ო­რე ნახ­ვარს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ლე­ვან ჩა­ჩუ­ას, ახლა უკვე ჩემს მე­უღ­ლეს 4 წელი ვიც­ნობ­დი.

- ვიცი, რომ ძა­ლი­ან ტრა­დი­ცი­უ­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ. ყვე­ლა რი­ტუ­ა­ლის დაც­ვით (ნიშ­ნო­ბა, ჯვრის­წე­რა, ქორ­წი­ლი) გა­თხოვ­დი?

- ნიშ­ნო­ბა 7 იან­ვარს, ქრის­ტე­შო­ბის დღეს გვინ­დო­და დაგ­ვემ­თხვია და ამის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დით. ჩვე­ნი ოჯა­ხიც გეგ­მავ­და, რომ ღირ­სე­უ­ლად დახ­ვედ­რო­და მო­მა­ვა­ლი სი­ძის ოჯახს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აფხა­ზე­თი­დან გახ­ლა­ვართ და ჩვე­ნე­ბუ­რად, ლა­მა­ზად და გან­სხვა­ვე­ბუ­ლად უნდა გვე­მას­პინ­ძლა, რომ ამ დღეს ნამ­დვი­ლი ზემი მოგ­ვე­წყო. მან­მა­დე კი ლე­ვა­ნის და­პა­ტი­ჟე­ბას, ანუ ოფი­ცი­ა­ლურ ვახ­შამს 1-ელ იან­ვარს, ახალ წელს ვგეგ­მავ­დით.

ლე­ვა­ნი ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ნია, დას­ვე­ნე­ბის დღე თით­ქმის არ აქვს...

- სად მუ­შა­ობს?

- ქარ­თულ სად­რის­ტი­ბუ­ციო მარ­კე­ტინ­გულ კომ­პა­ნი­ა­ში, ფი­ნან­სუ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლია.

მერე ისიც და­ემ­თხვა, რომ სა­ა­ვა­ციო უშიშ­რო­ე­ბი­დან წა­მოს­ვლა (წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და. - ავტ.) გა­დავ­წყვი­ტე და ამის შე­სა­ხებ სამ­სა­ხურ­შიც ვთქვი. მი­თხრეს, კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, პო­ლი­ცი­ე­ლი, ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრო­მე­ლი თუ ოჯახს ქმნის, ამის გამო პრე­მი­ის სა­ხით, სა­ჩუ­ქა­რი ერ­გე­ბა. ვი­ნა­ი­დან ამ­დე­ნი წე­ლია, აქ ასე პირ­ნათ­ლად მსა­ხუ­რობ, შენ გა­რე­შე ქვეყ­ნის სა­ზღვარს ვე­რა­ვინ ტო­ვებს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­და­რა­ჯო­ზე ხარ, გაც­ვია პო­ლი­ცი­ე­ლის ფორ­მა და "პა­გო­ნი­ა­ნი" ქალი ხარ... რა­ტომ უნდა და­კარ­გო ეს სა­ჩუ­ქა­რი? მირ­ჩი­ეს, ადე­ქი, ხელი მო­ა­წე­რე და სამ­სა­ხურ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად მოწ­მო­ბა წა­რად­გი­ნეო. ეს წი­ნა­და­დე­ბა მეც მო­მე­წო­ნა. სა­ჩუქ­რე­ბი ხომ ყვე­ლას უყ­ვარს, მე -გან­სა­კუთ­რე­ბით (იცი­ნის).

მოკ­ლედ, აღარ და­ვე­ლო­დე ჯვრის­წე­რი­სა და ქორ­წი­ლის დღეს, თუმ­ცა სურ­ვი­ლი კი მქონ­და, თეთრ კა­ბა­ში მო­მე­წე­რა ხელი და ყვე­ლა ეს ცე­რე­მო­ნია ერთ დღეს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო. ჩემ­მა მე­უღ­ლე­მაც, მა­შინ საქმრომ, პრობ­ლე­მა არ­ნა­ი­რად შე­მიქ­მნა. ავ­დე­ქით და ხელი მო­ვა­წე­რეთ.

- ე.ი. ხე­ლის­მო­წე­რის ცე­რე­მო­ნია ჩუ­მად ჩა­ტარ­და?

- ჩემი მე­უღ­ლე კე­თი­ლი, პა­ტი­ო­სა­ნი, წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნია. მე მას ნამ­დვილ ქარ­თველ რა­ინდს ვუ­წო­დებ, ასეთ ადა­მი­ან­ზე ვოც­ნე­ბო­დი და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ღმერ­თმა სა­ჩუ­ქარდ გა­მო­იგ­ზავ­ნა. კი, მე­უბ­ნე­ბა, ბევ­რს მა­ქე­ბო, მაგ­რამ ფაქ­ტია, არ ეშ­ლე­ბა არა­ფე­რი და ყვე­ლაფ­რი ისე მო­აგ­ვა­რა, რომ უს­ტი­ცი­ის სახ­ლში 17 დე­კემ­ბერს ხე­ლის მო­სა­წე­რად მი­ვე­დით. არ გვქონ­და და­გეგ­მი­ლი, რომ ხე­ლის­მო­წე­რა აუ­ცი­ლე­ბად ბარ­ბა­რო­ბის­თვის დაგ­ვემ­თხვია. უბ­რა­ლოდ, ასე მოხ­და და ბარ­ბა­რო­ბას, ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო დღეს დავ­ქორ­წინ­დით, შემ­თხვე­ვით არა­ფე­რი ხდე­ბა.

- კარ­გია, რომ ქორ­წი­ნე­ბა ასეთ ლა­მაზ დღეს და­ემ­თხვა.

- დიახ, მეჯ­ვა­რე­ე­ბი­თურთ მი­ვე­დით იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში. თუ­მა­ცა ისე მქონ­და, წრმო­მედ­გე­ნი­ლი, რომ ცე­რე­მო­ნი­ის შემ­დეგ სამ­სა­ხურ­ში უნდა წავ­სუ­ლი­უ­ყა­ვი, მაგ­რამ ლე­ვან­მა მი­თხრა, - გვან­ცა, რა დროს სამ­სა­ხუ­რია? ყვე­ლა­ნი რეს­ტო­რან­ში მივ­დი­ვართ, ეს დღე უნდა აღ­ვნიშ­ნო­თო... რეს­ტო­რან­ში შე­მოგ­ვი­ერ­თდა მისი ერ­თა­დერ­თი და, თა­ვი­სი ოჯა­ხით - მე­უღ­ლით და შვი­ლე­ბით. დავ­ლო­ცეთ ერ­თმა­ნე­თი, მო­ვილ­ხი­ნეთ, კარ­გი ვახ­შა­მი გა­მო­ვი­და, სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ღა­მო შედ­გა, მაგ­რამ როცა მო­სა­ღა­მოვ­და, ჩე­მებ­მა და­მი­რე­კეს, - აღარ მო­დი­ხა­რო? კი, უკვე მოვ­დი­ვარ-მეთ­ქი და ლე­ვანს გა­და­ვუ­ლა­პარ­კე, - წა­ვალ, უკვე დროა, ხვალ სამ­სა­ხურ­ში 24 სა­ა­თი მუ­შა­ო­ბა მი­წევს, რა­ზეც ასე­თი პა­სუ­ხი მი­ვი­ღე: - არ­სად არ გიშ­ვებ, უკვე ჩემი კა­ნო­ნი­ე­რი მე­უღ­ლე ხარ და არ მინ­და, ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე 2 თვე-ნა­ხევ­რი ვი­ყო­თო.

- ჯვრის­წე­რას რო­გორც ჩანს, უფრო გვი­ან აპი­რებ­დით.

- კი, დიდი მარ­ხვის წინა შაბთ-კვი­რას იმი­ტომ, რომ ვა­კე­თებთ ჩვენს ბუ­დეს, სახ­ლს, სა­დაც უნდა ვი­ცხოვ­როთ და დიდი ფაცი-ფუცი გვაქვს. მან ეს საქ­მე მე მო­მან­დო და ჩემი გე­მოვ­ნე­ბით კეთ­დე­ბა ბევ­რი რამ, თუმ­ცა ყვე­ლაფ­რი მა­ინც ერ­თობ­ლი­ვად...

ყვე­ლა­ზე სა­სა­ცი­ლო ამ­ბა­ვი მა­შინ იყო, როცა ჩემს მე­უღ­ლეს ვუ­თხა­რი, 7-ში ნიშ­ნო­ბა რომ გვაქვს-მეთ­ქი? შენ რა გინ­და, ჩემი ოფი­ცი­ა­ლუ­რი და კა­ნო­ნი­ე­რი მე­უღ­ლე 7 იან­ვრს დავ­ნიშ­ნოო? მივ­ხვდი, რომ მარ­თლა არა­ლო­გი­კუ­რი იყო ეს ყვე­ლაფ­რი და დარ­ჩე­ნა­ზე უარი არ მით­ქვამს, რად­გან მეც არ მინ­დო­და მის გა­რე­შე არც ერთი დღე და არც ერთი წამი...

- სა­ა­ვი­ა­ციო უშიშ­რო­ე­ბი­დან წა­მოხ­ვე­დი?

- კი და სა­ბო­ლო­ოდ და­ვუბ­რუნ­დი ჩემს საქ­მეს, პრო­ფე­სი­ას, ვარ გახ­მო­ვა­ნე­ბის მსა­ხი­ო­ბი, ვახ­მო­ვა­ნებ სე­რი­ა­ლებს, მხატ­ვრულ ფილ­მებს შო­უ­ებს... 

- სა­ა­ხალ­წლოდ რა სი­ურ­ვი­ლე­ბი გაქვს?

- სუ­ლით და გუ­ლით რო­გორც ჩემს გულ­შე­მატ­კივ­რებს, ისე მთელ სა­ქარ­თვე­ლოს მინ­და, მი­ვუ­ლო­ცო დამ­დე­გი ქრის­ტეს შობა, ახა­ლი წელი, ვუ­სურ­ვო იღ­ბლი­ა­ნი, ბედ­ნი­ე­რი, ხვა­ვი­ა­ნი წე­ლი­წა­დი, სურ­ვი­ლე­ბის, ოც­ნე­ბე­ბის ას­რუ­ლე­ბის წე­ლი­წა­დი ყო­ფი­ლი­ყოს.

ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც პი­რა­დად მო­მი­ლო­ცა გა­ბედ­ნი­ე­რე­ბა და ასეთ­თა რი­ცხვი უამ­რა­ვი აღ­მოჩ­ნდა, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო. ბოლო 10 დღეა, ჩემი ტე­ლე­ფო­ნი არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა. მწე­რენ და მი­ლო­ცა­ვენ "ფე­ის­ბუ­ქი­თაც".

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"ასეთ ადამიანზე ვოცნებოდი" - "ჩემი ცოლის დაქალების" ელისო სერიალში გათხოვებიდან რამდენიმე თვეში რეალურ ცხოვრებაშიც გათხოვდა

"ასეთ ადამიანზე ვოცნებოდი" - "ჩემი ცოლის დაქალების" ელისო სერიალში გათხოვებიდან რამდენიმე თვეში რეალურ ცხოვრებაშიც გათხოვდა

მსახიობ გვანცა გიორგობიანის პერსონაჟი, სახელად ელისო პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" გადამღებმა ჯგუფმა გასულ სეზონზე გაათხოვა. ახალ სეზონზე ელისო სერიალში აღარ გამოჩენილა, ალბათ სცენარმა ასე მოითხოვა... საინტერესო ის არის, რომ გვანცას ეკრანული გაბედნიერება ცხოვრებაში მართლაც რეალობად იქცა, - ცოტა ხნის წინ გათხოვა.

AMBEBI.GE გვანცა გიორგობიანს ესაუბრა.

- გილოცავთ. სერიალში შენი გათხოვება გადამღები ჯგუფისთვის წინასწარმეტყველებასავით აღმოჩნდა.

- სცენარის ავტორმა ქეთი დევდარიანმა "დაქალებში" კარგ ხელზე გამათხოვა. ჰო, ასე გადაწყვიტა, რომ მისი ერთ-ერთი პერსონაჟი - ელისო გაებედნიერებინა. არა მარტო ქეთის, მთელ შემოქმედებით ჯგუფს ძალიან შევუყვარდი, რასაც მათთან ურთიერთობისას ვგრძნობდი კიდეც. ისინი ჩემი დიდი გულშემატკივრები გახდნენ და უნდოდათ, რომ რეალურ ცხორებაშიც დავქორწინებულიყავი და რაც შეეძლოთ, ის გააკეთეს, - სერიალში გამათხოვეს და ხომ ვამბობ, ძალიან კარგ ხელზე. იმის მერე მალე შევხვდი ჩემს მეორე ნახვარს, მიუხედავად იმისა, რომ ლევან ჩაჩუას, ახლა უკვე ჩემს მეუღლეს 4 წელი ვიცნობდი.

- ვიცი, რომ ძალიან ტრადიციული ადამიანი ხარ. ყველა რიტუალის დაცვით (ნიშნობა, ჯვრისწერა, ქორწილი) გათხოვდი?

- ნიშნობა 7 იანვარს, ქრისტეშობის დღეს გვინდოდა დაგვემთხვია და ამისთვის ვემზადებოდით. ჩვენი ოჯახიც გეგმავდა, რომ ღირსეულად დახვედროდა მომავალი სიძის ოჯახს. მოგეხსენებათ, აფხაზეთიდან გახლავართ და ჩვენებურად, ლამაზად და განსხვავებულად უნდა გვემასპინძლა, რომ ამ დღეს ნამდვილი ზემი მოგვეწყო. მანმადე კი ლევანის დაპატიჟებას, ანუ ოფიციალურ ვახშამს 1-ელ იანვარს, ახალ წელს ვგეგმავდით.

ლევანი ძალიან დაკავებული ადამინია, დასვენების დღე თითქმის არ აქვს...

- სად მუშაობს?

- ქართულ სადრისტიბუციო მარკეტინგულ კომპანიაში, ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელია.

მერე ისიც დაემთხვა, რომ საავაციო უშიშროებიდან წამოსვლა (წლების განმავლობაში მუშაობდა. - ავტ.) გადავწყვიტე და ამის შესახებ სამსახურშიც ვთქვი. მითხრეს, კანონის თანახმად, პოლიციელი, ორგანოს თანამშრომელი თუ ოჯახს ქმნის, ამის გამო პრემიის სახით, საჩუქარი ერგება. ვინაიდან ამდენი წელია, აქ ასე პირნათლად მსახურობ, შენ გარეშე ქვეყნის საზღვარს ვერავინ ტოვებს, საქართველოს სადარაჯოზე ხარ, გაცვია პოლიციელის ფორმა და "პაგონიანი" ქალი ხარ... რატომ უნდა დაკარგო ეს საჩუქარი? მირჩიეს, ადექი, ხელი მოაწერე და სამსახურში ოფიციალურად მოწმობა წარადგინეო. ეს წინადადება მეც მომეწონა. საჩუქრები ხომ ყველას უყვარს, მე -განსაკუთრებით (იცინის).

მოკლედ, აღარ დაველოდე ჯვრისწერისა და ქორწილის დღეს, თუმცა სურვილი კი მქონდა, თეთრ კაბაში მომეწერა ხელი და ყველა ეს ცერემონია ერთ დღეს ჩატარებულიყო. ჩემმა მეუღლემაც, მაშინ საქმრომ, პრობლემა არნაირად შემიქმნა. ავდექით და ხელი მოვაწერეთ.

- ე.ი. ხელისმოწერის ცერემონია ჩუმად ჩატარდა?

- ჩემი მეუღლე კეთილი, პატიოსანი, წესიერი ადამიანია. მე მას ნამდვილ ქართველ რაინდს ვუწოდებ, ასეთ ადამიანზე ვოცნებოდი და ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა საჩუქარდ გამოიგზავნა. კი, მეუბნება, ბევრს მაქებო, მაგრამ ფაქტია, არ ეშლება არაფერი და ყველაფრი ისე მოაგვარა, რომ უსტიციის სახლში 17 დეკემბერს ხელის მოსაწერად მივედით. არ გვქონდა დაგეგმილი, რომ ხელისმოწერა აუცილებად ბარბარობისთვის დაგვემთხვია. უბრალოდ, ასე მოხდა და ბარბარობას, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო დღეს დავქორწინდით, შემთხვევით არაფერი ხდება.

- კარგია, რომ ქორწინება ასეთ ლამაზ დღეს დაემთხვა.

- დიახ, მეჯვარეებითურთ მივედით იუსტიციის სახლში. თუმაცა ისე მქონდა, წრმომედგენილი, რომ ცერემონიის შემდეგ სამსახურში უნდა წავსულიუყავი, მაგრამ ლევანმა მითხრა, - გვანცა, რა დროს სამსახურია? ყველანი რესტორანში მივდივართ, ეს დღე უნდა აღვნიშნოთო... რესტორანში შემოგვიერთდა მისი ერთადერთი და, თავისი ოჯახით - მეუღლით და შვილებით. დავლოცეთ ერთმანეთი, მოვილხინეთ, კარგი ვახშამი გამოვიდა, სასიამოვნო საღამო შედგა, მაგრამ როცა მოსაღამოვდა, ჩემებმა დამირეკეს, - აღარ მოდიხარო? კი, უკვე მოვდივარ-მეთქი და ლევანს გადავულაპარკე, - წავალ, უკვე დროა, ხვალ სამსახურში 24 საათი მუშაობა მიწევს, რაზეც ასეთი პასუხი მივიღე: - არსად არ გიშვებ, უკვე ჩემი კანონიერი მეუღლე ხარ და არ მინდა, ერთმანეთის გარეშე 2 თვე-ნახევრი ვიყოთო.

- ჯვრისწერას როგორც ჩანს, უფრო გვიან აპირებდით.

- კი, დიდი მარხვის წინა შაბთ-კვირას იმიტომ, რომ ვაკეთებთ ჩვენს ბუდეს, სახლს, სადაც უნდა ვიცხოვროთ და დიდი ფაცი-ფუცი გვაქვს. მან ეს საქმე მე მომანდო და ჩემი გემოვნებით კეთდება ბევრი რამ, თუმცა ყველაფრი მაინც ერთობლივად...

ყველაზე სასაცილო ამბავი მაშინ იყო, როცა ჩემს მეუღლეს ვუთხარი, 7-ში ნიშნობა რომ გვაქვს-მეთქი? შენ რა გინდა, ჩემი ოფიციალური და კანონიერი მეუღლე 7 იანვრს დავნიშნოო? მივხვდი, რომ მართლა არალოგიკური იყო ეს ყველაფრი და დარჩენაზე უარი არ მითქვამს, რადგან მეც არ მინდოდა მის გარეშე არც ერთი დღე და არც ერთი წამი...

- საავიაციო უშიშროებიდან წამოხვედი?

- კი და საბოლოოდ დავუბრუნდი ჩემს საქმეს, პროფესიას, ვარ გახმოვანების მსახიობი, ვახმოვანებ სერიალებს, მხატვრულ ფილმებს შოუებს... 

- საახალწლოდ რა სიურვილები გაქვს?

- სულით და გულით როგორც ჩემს გულშემატკივრებს, ისე მთელ საქართველოს მინდა, მივულოცო დამდეგი ქრისტეს შობა, ახალი წელი, ვუსურვო იღბლიანი, ბედნიერი, ხვავიანი წელიწადი, სურვილების, ოცნებების ასრულების წელიწადი ყოფილიყოს.

ყველა იმ ადამიანს, ვინც პირადად მომილოცა გაბედნიერება და ასეთთა რიცხვი უამრავი აღმოჩნდა, მადლობა გადავუხადო. ბოლო 10 დღეა, ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა. მწერენ და მილოცავენ "ფეისბუქითაც".

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება