მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი კვირიკაშვილი - "ე.წ. ინტერნეტ-კაზინოების მიმართ მკაცრი რეგულაციები უნდა დაწესდეს"
გიორგი კვირიკაშვილი - "ე.წ. ინტერნეტ-კაზინოების მიმართ მკაცრი რეგულაციები უნდა დაწესდეს"

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის აზ­რით, ე.წ. ინ­ტერ­ნეტ-კა­ზი­ნო­ე­ბის მი­მართ ძა­ლი­ან მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი უნდა და­წეს­დეს. ამის შე­სა­ხებ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის რიგ­გა­რე­შე სე­სი­ის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბი­სა და სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მის­თვის ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

"აზარ­ტულ თა­მა­შებს რაც შე­ე­ხე­ბა, თქვენ ახ­სე­ნეთ ინ­ტერ­ნეტ-კა­ზი­ნო­ე­ბი. მე სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­ვის­წავ­ლი ამ სა­კითხს. ჩვე­ნი წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, საკ­მა­ოდ და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია ეს ბიზ­ნე­სი, თუ არ იქნა ძა­ლი­ან მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი. მე უბ­რა­ლოდ მინ­და გა­ვერ­კვე, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ ტი­პის ბიზ­ნეს­ში მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა. თუ ჩვენ მი­ვე­დით იმ დას­კვნამ­დე, რომ ასე­თი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, შე­საძ­ლოა, სხვა ტი­პის ზო­მე­ბიც მი­ვი­ღოთ. ამ ეტაპ­ზე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­ვის­წავ­ლით ამ სა­კითხს და შე­ვეც­დე­ბით, რომ ის ზი­ა­ნი, რო­მე­ლიც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის მო­აქვს ამ ბიზ­ნესს, თა­ვი­დან იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ზი­კურ კა­ზი­ნო­ებს, კვი­რი­კაშ­ვი­ლის თქმით, თუ არის რა­ი­მე ტი­პის და­მა­ტე­ბი­თი რე­გუ­ლა­ცია სა­ჭი­რო, მთავ­რო­ბა ამას შე­ის­წავ­ლის, თუმ­ცა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტის თქმით, ამ ბიზ­ნესს არა­ფე­რი უნდა და­ე­მუქ­როს, რად­გან ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­მო­სავ­ლის წყა­როა სას­ტუმ­რო და ტუ­რიზ­მის ინ­დუსტრი­ის­თვის შე­მო­სავ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვან წყა­როს წარ­მო­ად­გენს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

გიორგი კვირიკაშვილი - "ე.წ. ინტერნეტ-კაზინოების მიმართ მკაცრი რეგულაციები უნდა დაწესდეს"

გიორგი კვირიკაშვილი - "ე.წ. ინტერნეტ-კაზინოების მიმართ მკაცრი რეგულაციები უნდა დაწესდეს"

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილის აზრით, ე.წ. ინტერნეტ-კაზინოების მიმართ ძალიან მკაცრი რეგულაციები უნდა დაწესდეს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

"აზარტულ თამაშებს რაც შეეხება, თქვენ ახსენეთ ინტერნეტ-კაზინოები. მე საფუძვლიანად შევისწავლი ამ საკითხს. ჩვენი წინასწარი მონაცემებით, საკმაოდ დამაზიანებელია ეს ბიზნესი, თუ არ იქნა ძალიან მკაცრი რეგულაციები. მე უბრალოდ მინდა გავერკვე, როგორ შეიძლება ამ ტიპის ბიზნესში მკაცრი რეგულაციების აღსრულება. თუ ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ასეთი რეგულაციების აღსრულება ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, შესაძლოა, სხვა ტიპის ზომებიც მივიღოთ. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საფუძვლიანად შევისწავლით ამ საკითხს და შევეცდებით, რომ ის ზიანი, რომელიც მოქალაქეებისთვის მოაქვს ამ ბიზნესს, თავიდან იქნას აცილებული", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება ფიზიკურ კაზინოებს, კვირიკაშვილის თქმით, თუ არის რაიმე ტიპის დამატებითი რეგულაცია საჭირო, მთავრობა ამას შეისწავლის, თუმცა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, ამ ბიზნესს არაფერი უნდა დაემუქროს, რადგან ის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა სასტუმრო და ტურიზმის ინდუსტრიისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."