გურჯაანში არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტი არ დადასტურდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვან ბიჭს დაზიანებები არ აღენიშნება.
მათივე განმარტებით, გამოძიება გრძელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, გურჯაანში 11 წლის ბიჭი ერთი კვირის წინ გააუპატიურეს. აღნიშნულზე გამოძიება 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს.
გურჯაანში 40 წლის კაცმა 11 წლის ბიჭი გააუპატიურა და სანაცვლოდ ხუთი ლარი მისცა