საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უპირისპირდება

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უპირისპირდება

"უნდა წავიდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე" - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია დანიშვნების ის წესი, რომლითაც საბჭო მოსამართლეებს ნიშნავს. მამუკა ახვლედიანის განცხადებით, უჭირს კომუნიკაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან და ვერანაირ განვითარებას ვერ ხედავს არსებული თავმჯდომარისა და საბჭოს პირობებში. მამუკა ახვლედიანი არ გამორიცხავს, რომ საჩივარი მოამზადოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ. მისივე თქმით, ეს უკავშირდება გარკვეულ შეურაცხყოფას, რომელსაც როგორც მისი, ასევე, სხვა მოსამართლეებთან მიმართებაში აქვს ადგილი და რომელზეც "რეაგირებას არ ახდენს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე".

მისივე თქმით, არ აპირებს იოლად წავიდეს სისტემიდან. როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, სისტემის დასაცავად ბოლომდე იბრძოლებს. "არასწორად შერჩეულმა საბჭომ და მოსამართლეების არასწორად დანიშვნებმა არაერთი პრობლემა გააჩინა, რომელიც თუ უახლოეს პერიოდში არ გამოსწორდება, 20-25 წლის განმავლობაში ქვეყანას ექნება დამღა", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, სისხლის სამართლის კოლეგიის არც ერთ მოსამართლეს აღარ სურს მუშაობა სისხლის კოლეგიაში და ყველა ითხოვს სხვაგან გადასვლას. ბევრმა ისიც კი განაცხადა, რომ საერთოდ აღარ სურს მოსამართლეობა.

"ყველგან დაინიშნა მოსამართლეები, სისხლის სამართლის კოლეგიიდან უფლებამოსილების ვადა 8 მოსამართლეს ამოეწურა. მათ ვადა არ გაუგრძელეს ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო და დაინიშნა მხოლოდ 2 მოსამართლე. პირველ რიგში ვითხოვდი სისხლის სამართლის კოლეგიაში მინიმუმ 5 მოსამართლით გაზრდას, რადგან გაუსაძლისი სიტუაცია იყო. ვფიქრობ, რომ მიზანმიმართული დამოკიდებულებით კოლეგია კიდევ უფრო ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდა. ამ დამოკიდებულებების გამო, ბევრს საერთოდ აღარ უნდა მოსამართლეობა, ბევრს კი, სხვა კოლეგიაში უნდა გადასვლა. ისინი ამბობენ, რომ იხილავენ მძიმე საქმეებს და არიან მუდმივი კრიტიკის ობიექტები, შესაბამისად, დანიშვნების თემა როდესაც დგება, ვინც პირველ რიგში არ ინიშნება, ეს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლეები არიან", - აღნიშნა ახვლედიანმა პრესკონფერენციაზე.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო პრესკონფერენციიდან

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ