პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაღებში საჩუქრებმა "საახალწლო ღონისძიებებისა და გზებზე გადატვირთულობის" გამო დაიგვიანა
ბაღებში საჩუქრებმა "საახალწლო ღონისძიებებისა და გზებზე გადატვირთულობის" გამო დაიგვიანა

თბი­ლი­სის სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს შეს­ყიდ­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ლექ­სო თო­დუა ადას­ტუ­რებს, რომ თბი­ლი­სის რამ­დე­ნი­მე ბაღ­ში სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რე­ბის მი­ტა­ნა დაგ­ვი­ა­ნე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ლექ­სო თო­დუ­ამ გა­ნუ­ცხა­და, ტენ­დე­რის თა­ნახ­მად, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია შპს "ქრი­სუ­კას" სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის­თვის სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რე­ბის მი­წო­დე­ბა 28 დე­კემ­ბრამ­დე უნდა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა. მი­სი­ვე თქმით, რამ­დე­ნი­მე ბაღ­ში მი­წო­დე­ბა დაგ­ვი­ნე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზე­ზად თო­დუ­ამ სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და გზებ­ზე გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბა და­ა­სა­ხე­ლა.

თო­დუ­ას გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის მი­მართ კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ჯა­რი­მო სან­ქცი­ე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, თუმ­ცა, თუ რა სა­ხის იქ­ნე­ბა ეს სან­ქცი­ე­ბი, სა­უბ­რი­სას თო­დუ­ამ ვერ და­ა­კონ­კრე­ტა. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ეს სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღე­ბი­დან ან­გა­რი­შე­ბის მი­წო­დე­ბის შემ­დეგ გა­ირ­კვე­ვა. "ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა მიმ­წო­დე­ბელ კომ­პა­ნი­ას­თან ბაგა-ბა­ღებ­მა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­ა­ფორ­მეს და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, თუნ­დაც ერთი დღის დაგ­ვი­ნე­ბის გამო, მიმ­წო­დე­ბელს სა­ჯა­რი­მო სან­ქცი­ე­ბი და­ე­კის­რე­ბა", - დას­ძი­ნა თო­დუ­ამ. მი­სი­ვე თქმით, სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუ­რე­ბის შე­სა­ძე­ნად გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენ­დერ­ში სამი პრე­ტენ­დენ­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. სა­ტენ­დერო პი­რო­ბის თა­ნახ­მად, ერთი სა­სა­ჩუქ­რე კა­ლა­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 4,5 ლარი იყო. გა­მარ­ჯვე­ბულ­მა კომ­პა­ნი­ამ სა­ა­გენ­ტოს 4,32 თეთ­რი შეს­თა­ვა­ზა. თო­დუ­ას გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლი­სის 160 ბაგა-ბაღ­ში სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რე­ბი უკვე და­რიგ­და. იგი 56 153 ბავ­შვს გა­და­ე­ცა. მთლი­ა­ნო­ბა­ში სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რე­ბის­თვის 242 524 ლარი და­ი­ხარ­ჯა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ბაღებში საჩუქრებმა "საახალწლო ღონისძიებებისა და გზებზე გადატვირთულობის" გამო დაიგვიანა

ბაღებში საჩუქრებმა "საახალწლო ღონისძიებებისა და გზებზე გადატვირთულობის" გამო დაიგვიანა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შესყიდვების სამსახურის უფროსი ლექსო თოდუა ადასტურებს, რომ თბილისის რამდენიმე ბაღში საახალწლო საჩუქრების მიტანა დაგვიანებით განხორციელდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ლექსო თოდუამ განუცხადა, ტენდერის თანახმად, გამარჯვებული კომპანია შპს "ქრისუკას" საბავშვო ბაღებისთვის საახალწლო საჩუქრების მიწოდება 28 დეკემბრამდე უნდა განეხორციელებინა. მისივე თქმით, რამდენიმე ბაღში მიწოდება დაგვინებით განხორციელდა. აღნიშნულის მიზეზად თოდუამ საახალწლო ღონისძიებები და გზებზე გადატვირთულობა დაასახელა.

თოდუას განცხადებით, აღნიშნულის გამო ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები განხორციელდება, თუმცა, თუ რა სახის იქნება ეს სანქციები, საუბრისას თოდუამ ვერ დააკონკრეტა. როგორც მან აღნიშნა, ეს საბავშვო ბაგა-ბაღებიდან ანგარიშების მიწოდების შემდეგ გაირკვევა. "ხელშეკრულება მიმწოდებელ კომპანიასთან ბაგა-ბაღებმა ინდივიდუალურად გააფორმეს და ხელშეკრულების პირობების მიხედვით, თუნდაც ერთი დღის დაგვინების გამო, მიმწოდებელს საჯარიმო სანქციები დაეკისრება", - დასძინა თოდუამ. მისივე თქმით, საახალწლო საჩურების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში სამი პრეტენდენტი მონაწილეობდა. სატენდერო პირობის თანახმად, ერთი სასაჩუქრე კალათის ღირებულება 4,5 ლარი იყო. გამარჯვებულმა კომპანიამ სააგენტოს 4,32 თეთრი შესთავაზა. თოდუას განცხადებით, თბილისის 160 ბაგა-ბაღში საახალწლო საჩუქრები უკვე დარიგდა. იგი 56 153 ბავშვს გადაეცა. მთლიანობაში საახალწლო საჩუქრებისთვის 242 524 ლარი დაიხარჯა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია