Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იქნება პუშკინის ქუჩა ორმხრივი მოძრაობის აღდგენის შემდეგ
როგორი იქნება პუშკინის ქუჩა ორმხრივი მოძრაობის აღდგენის შემდეგ

თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე, პუშ­კი­ნის ქუ­ჩა­ზე ერ­თდო­ნი­ა­ნი ორ­მხრი­ვი მოძ­რა­ო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით შვი­დი თვის შემ­დეგ აღ­დგე­ბა, - ამის შე­სა­ხებ დღეს თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში, დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და. და­ვით ნარ­მა­ნი­ამ პუშ­კი­ნის ქუ­ჩა­ზე ორ­მხრი­ვი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა. პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო პუშ­კი­ნის ქუ­ჩის ორ­მხრი­ვი მოძ­რა­ო­ბის აღ­დგე­ნის სლა­ი­დე­ბი, თუ რო­გორ სა­ხეს მი­ი­ღებს სა­ბო­ლო­ოდ ქუჩა. მე­რის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით ათამ­დე ქუ­ჩა­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა გა­ნიტ­ვირ­თე­ბა.

მერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ პრო­ექ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ორი ტენ­დე­რი გა­მო­ცხად­და: კერ­ძოდ, ერთი, სა­უ­კე­თე­სო საპ­რო­ექ­ტო წი­ნა­და­დე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად, რო­მელ­შიც შპს "საქგ­ზა­მეც­ნი­ე­რე­ბამ" გა­ი­მარ­ჯვა და პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 139 000 ლარი იყო. მე­ო­რე ტენ­დე­რი, სა­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. სა­მუ­შაო ტენ­დერს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია "კავ­კა­ზუს როუდ პრო­ჯექ­ტი" გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, რო­მელ­საც, და­ვით ნარ­მა­ნი­ას თქმით, არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი აქვს გამ­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, მათ შო­რის ელ­ბა­ქი­ძის დაღ­მარ­თზე ჩა­მონ­გრე­უ­ლი საგ­ზაო კედ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. მი­სი­ვე თქმით, პუშ­კი­ნის ქუ­ჩა­ზე საყ­რდენ ბო­ძებ­ზე ერ­თდო­ნი­ა­ნი ორ­მხრი­ვი მოძ­რა­ო­ბა მო­ე­წყო­ბა.

პრო­ექ­ტი 3.950 მლნ ლარი დაჯ­დე­ბა და იგი და­ახ­ლო­ე­ბით 7 თვე­ში დას­რულ­დე­ბა. "აღ­დგე­ბა ორ­მხრი­ვი მოძ­რა­ო­ბა, ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ებს ექ­ნე­ბათ სივ­რცე და ასე­ვე ტუ­რის­ტე­ბი და ვი­ზი­ტო­რე­ბი შეძ­ლე­ბენ იქ არ­სე­ბუ­ლი ნან­გრე­ვე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას", - აღ­ნიშ­ნა ნარ­მა­ნი­ამ. მი­სი­ვე თქმით, პრო­ექ­ტმა სამ­ხა­რა­უ­ლის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში ექ­სპერ­ტი­ზა გა­ი­ა­რა, რათა ყო­ველ­გვა­რი რის­კე­ბი­სა­გან და­ცუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. ად­გილ­ზე უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

როგორი იქნება პუშკინის ქუჩა ორმხრივი მოძრაობის აღდგენის შემდეგ

როგორი იქნება პუშკინის ქუჩა ორმხრივი მოძრაობის აღდგენის შემდეგ

თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩაზე ერთდონიანი ორმხრივი მოძრაობა დაახლოებით შვიდი თვის შემდეგ აღდგება, - ამის შესახებ დღეს თბილისის მერიაში, დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა. დავით ნარმანიამ პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო გზის პროექტის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო პუშკინის ქუჩის ორმხრივი მოძრაობის აღდგენის სლაიდები, თუ როგორ სახეს მიიღებს საბოლოოდ ქუჩა. მერის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელებით ათამდე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა განიტვირთება.

მერმა აღნიშნა, რომ პროექტის განსახორციელებლად ორი ტენდერი გამოცხადდა: კერძოდ, ერთი, საუკეთესო საპროექტო წინადადების გამოსავლენად, რომელშიც შპს "საქგზამეცნიერებამ" გაიმარჯვა და პროექტის ღირებულება 139 000 ლარი იყო. მეორე ტენდერი, საშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად. სამუშაო ტენდერს გამარჯვებული კომპანია "კავკაზუს როუდ პროჯექტი" განახორციელებს, რომელსაც, დავით ნარმანიას თქმით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს გამხორციელებული, მათ შორის ელბაქიძის დაღმართზე ჩამონგრეული საგზაო კედლის მშენებლობის სამუშაოები. მისივე თქმით, პუშკინის ქუჩაზე საყრდენ ბოძებზე ერთდონიანი ორმხრივი მოძრაობა მოეწყობა.

პროექტი 3.950 მლნ ლარი დაჯდება და იგი დაახლოებით 7 თვეში დასრულდება. "აღდგება ორმხრივი მოძრაობა, ფეხით მოსიარულეებს ექნებათ სივრცე და ასევე ტურისტები და ვიზიტორები შეძლებენ იქ არსებული ნანგრევების დათვალიერებას", - აღნიშნა ნარმანიამ. მისივე თქმით, პროექტმა სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა გაიარა, რათა ყოველგვარი რისკებისაგან დაცული ყოფილიყო. ადგილზე უკვე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია