პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალ წელს ვხვდები..." - წერილი გალაკტიონის 1932 წლის დღიურიდან
"ახალ წელს ვხვდები..." - წერილი გალაკტიონის 1932 წლის დღიურიდან

"ისე­ვე ავა­და ვარ და ახალ წელს ვხვდე­ბი ჯიბე-გა­ფხე­კი­ლი… დავ­დი­ვარ უფეხ­საც­მე­ლოდ; ერ­თად ერთი მიღ­წე­ვა ეს პალ­ტოა, რო­მე­ლიც რო­გორც იქნა ვი­შოვ­ნე…

რაც ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლია, ისევ მაწ­ვა­ლებ­და თვით­მკვლე­ლო­ბის ფიქ­რი, რო­მე­ლიც მე­გო­ნა, რომ სა­მუ­და­მოდ ჩა­მო­ვი­შო­რე. სა­ა­თი და­ყე­ნე­ბუ­ლია სწო­რედ თორ­მეტ­ზე და მისი რეკ­ვა შე­მა­ტყო­ბი­ნებს ახა­ლი წლის დად­გო­მას. ღირს კი რა­ი­მეს გახ­სე­ნე­ბა მი­მა­ვა­ლი წლის ამ­ბე­ბი­დან?..

მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზი­ზღრად ვსაზ­რდო­ობ­დი და ალ­ბად იმის ბრა­ლია, რომ ყვე­ლაფ­რის ხა­ლი­სი მე­კარ­გე­ბა. ათას­ჯერ გამ­ძარ­ცვეს. ერთხელ პალ­ტო წა­მარ­თვეს, მე­ო­რე­ჯერ პი­ჯა­კი დო­კუ­მენ­ტე­ბით (ოო, ეს სა­ში­ნე­ლე­ბა იყო), მე­სა­მე­ჯერ ფეხ­საც­მე­ლე­ბი და კა­ლო­შე­ბი, მე­ო­თხე­ჯერ ქუდი (სულ სამი ქუდი დავ­კარ­გე ამ­ნა­ი­რად)…

სხვა­დას­ხვა დროს დავ­კარ­გე ორი ახალ­თა­ხა­ლი შარ­ფი, კრი­ზი­სის დროს გავ­ყი­დე უკა­ნას­კნე­ლი შარ­ვა­ლი…

დე­და­ჩემ­მა სოფ­ლი­დან წყევ­ლით გა­მო­მის­ტუმ­რა.

აბე­სა­ლო­მი აქ ჩა­მო­ვი­და, ცა­რი­ე­ლი "ლაი-ლაი" გა­მარ­თა და ისევ წა­ვი­და.

ოლია სწო­რედ მა­შინ გაჰ­ქ­რე­ბა, რო­დე­საც ავა­და ვარ და წყა­ლის მომ­წო­დე­ბე­ლი კაცი არ არის. ამას­წი­ნად მთე­ლი ერთი კვი­რა ვი­ყა­ვი ავად, ვი­წე­ქი სა­წოლ­ში მში­ე­რი და კაცი ჩემ­თან არა­ვინ მო­სუ­ლა; მში­ე­რი, ავად­მყო­ფი, უპალ­ტო­ო­ბის გამო სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი 24 დე­კემ­ბრი­დან 28 დე­კემ­ბრამ­დე მარ­ტოდ მარ­ტო ვი­ყა­ვი, კაცი არ იყო ჩემი ამ­ბის მკი­თხვე­ლი.

ჩემ­თან ბი­ნა­ში სწო­რედ ხუთი წე­ლი­წა­დია არც ერთი მე­გო­ბა­რი არ მო­სუ­ლა, ნუ თუ ეს არ არის უბე­დუ­რე­ბა? კაცი რომ მოჰ­კვდე სა­კუ­თარ ოთახ­ში, ამას გა­ი­გე­ბენ მხო­ლოდ 15 დღის შემ­დეგ, რო­დე­საც გახ­რწნის სუნი გა­ან­გრევს კა­რებს და ეზომ­დე გა­ა­ტანს"…

გა­ლა­კტი­ო­ნის დღი­უ­რი­დან:

1932 წელი. 31 დე­კემ­ბე­რი

წყა­რო: burusi.wordpress.com

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"ახალ წელს ვხვდები..." - წერილი გალაკტიონის 1932 წლის დღიურიდან

"ახალ წელს ვხვდები..." - წერილი გალაკტიონის 1932 წლის დღიურიდან

"ისევე ავადა ვარ და ახალ წელს ვხვდები ჯიბე-გაფხეკილი… დავდივარ უფეხსაცმელოდ; ერთად ერთი მიღწევა ეს პალტოა, რომელიც როგორც იქნა ვიშოვნე…

რაც ყველაზე საშინელია, ისევ მაწვალებდა თვითმკვლელობის ფიქრი, რომელიც მეგონა, რომ სამუდამოდ ჩამოვიშორე. საათი დაყენებულია სწორედ თორმეტზე და მისი რეკვა შემატყობინებს ახალი წლის დადგომას. ღირს კი რაიმეს გახსენება მიმავალი წლის ამბებიდან?..

მთელი წლის განმავლობაში საზიზღრად ვსაზრდოობდი და ალბად იმის ბრალია, რომ ყველაფრის ხალისი მეკარგება. ათასჯერ გამძარცვეს. ერთხელ პალტო წამართვეს, მეორეჯერ პიჯაკი დოკუმენტებით (ოო, ეს საშინელება იყო), მესამეჯერ ფეხსაცმელები და კალოშები, მეოთხეჯერ ქუდი (სულ სამი ქუდი დავკარგე ამნაირად)…

სხვადასხვა დროს დავკარგე ორი ახალთახალი შარფი, კრიზისის დროს გავყიდე უკანასკნელი შარვალი…

დედაჩემმა სოფლიდან წყევლით გამომისტუმრა.

აბესალომი აქ ჩამოვიდა, ცარიელი "ლაი-ლაი" გამართა და ისევ წავიდა.

ოლია სწორედ მაშინ გაჰქრება, როდესაც ავადა ვარ და წყალის მომწოდებელი კაცი არ არის. ამასწინად მთელი ერთი კვირა ვიყავი ავად, ვიწექი საწოლში მშიერი და კაცი ჩემთან არავინ მოსულა; მშიერი, ავადმყოფი, უპალტოობის გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი 24 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე მარტოდ მარტო ვიყავი, კაცი არ იყო ჩემი ამბის მკითხველი.

ჩემთან ბინაში სწორედ ხუთი წელიწადია არც ერთი მეგობარი არ მოსულა, ნუ თუ ეს არ არის უბედურება? კაცი რომ მოჰკვდე საკუთარ ოთახში, ამას გაიგებენ მხოლოდ 15 დღის შემდეგ, როდესაც გახრწნის სუნი გაანგრევს კარებს და ეზომდე გაატანს"…

გალაკტიონის დღიურიდან:

1932 წელი. 31 დეკემბერი

წყარო: burusi.wordpress.com

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია