გურჯაანში არასრულწლოვანი გააუპატიურეს. როგორ ადგილობრივი სააგენტო speqtri.ge იტყობინება, 11 წლის ბიჭზე 40 წლამდე ასაკის მამაკაცმა სექსუალური სახის ძალადობა განახორციელა, სანაცვლოდ კი ბავშვს ხუთი ლარი მისცა. ეჭვმიტანილი სულიერად დაავადებულია და რამდენიმე წლის წინ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობდა".
აღნიშნული ფაქტი AMBEBI.GE-მ შსს-ში გადაამოწმა. არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, პოლიციაში შესულია ინფორმაცია არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურების ფაქტზე. საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს.
გამოძიების ფარგლებში დაგეგმილია ექსპერტიზის ჩატარება. დაკავებული ამ დროისთვის არავინ არის.