რიჩარდ ბრენსონი, ბიზნეს იმპერია Virgin-ის მფლობელი, ბიზნესს ღიმილით აკეთებს. მარგარეტ ტეტჩერი ხშირად იხსენებდა, თუ როგორ მოახერხა რიჩარდმა ერთ-ერთი სამთავრობო მიღების მთავარი ფიგურა გამხდარიყო - ფოტოგრაფებმა დედოფალს ზურგი აქციეს და ბრენსონის ფეხების გადაღებას შეუდგნენ. საქმე ის გახლდათ, რომ ბრენსონი უინძორების სასახლეში სხვადასხვა ფეხსაცმლით გამოცხადდა. Virgin-ის მფლობელს ჰოლივუდურ ფილმებში იღებენ, დადის წვეულებებზე, მეგობრობს ჰოლივუდის ვარსკვლავებთან, სტუმრებს კრემიან ნამცხვრებს ესვრის და აუზში აგდებს.
ერთი შეხედვით შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ეს მდიდარი ადამიანის ჩვეულებრივი ახირებებია. თუმცა ბრენსონი არაფერს აკეთებს უმიზეზოდ. ყველა ამ ”ახირებას” დამატებითი პოპულარობა მოაქვს ბრენდისთვის Virgin. ყოველი ნაბიჯის უკან ამა თუ იმ სიტუაციის შესაბამისი ზუსტი გათვლა დგას.
მაგალითად, სპილოს ისტორია: სპილოზე ამხედრებული ბრენსონი პარლამენტის წინ დასეირნობდა. რისთვის დასჭირდა ეს? - ინდოეთში ავიარეისების გახსნის უფლებისთვის. და ბრენსონმა ამას მიაღწია!