წინა საახალწლოდ, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და ნიკოლოზ რაჭველი მსმენელს 2015 წლის ყველაზე გახმაურებული პროექტის განახლებულ ვერსიას წარუდგენენ. თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე 29 და 30 დეკემბერს, საღამოს 20:00 საათზე, მხოლოდ საახალწლო განწყობის შესაქმნელად კინომუსიკის შედევრები დაბრუნდება! მსოფლიოში აღიარებულ ქართველ მეცო-სოპრანოსთან - ანიტა რაჭველიშვილთან ერთად. მსოფლიო კინომუსიკის შედევრებს 18 000 ადამიანი დაესწრო და სეზონის ყველაზე პოპულარულ პროექტად იქცა. მსმენელს საშუალება ექნება მოისმინოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მიერ შესრულებული ის ნაწარმოებები, რომლებმაც 2015 წლის საკონცერტო სეზონის მანძილზე მსმენელის განსაკუთრებული მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
კინომუსიკის შედევრების პარალელურად ეკრანზე მაყურებელი იხილავს ფრაგმენტებს მრავალი ჯილდოს მფლობელი ფილმებიდან და ლეგენდარულ კინო-მოღვაწეებს: ჩარლი ჩაპლინს, მარჩელო მასტროიანს, სოფი ლორენს, ანუკ ემეს და სხვა. მაყურებელთა ყურადღებას ასევე მიიპყრობს ამონარიდები ცნობილი ქართული ფილმებიდან და დიდი ქართველი არტისტების პორტრეტები. შესრულდება რამდენიმე მუსიკალური ნომერი, მათ შორის გია ყანჩელის "ის აქ არის" ფილმიდან "შერეკილები". საღამოს მსვლელობისას ნიკოლოზ რაჭველი მოგვითხრობს მსოფლიოში სახელგანთქმული კინო მოღვაწეებისა და დიდი ავტორების შესახებ.
მონაწილეობენ:
საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და ნიკოლოზ რაჭველი
სპეციალური სტუმარი - ანიტა რაჭველიშვილი
სოლისტები:
ნატალია ქუთათელაძე
გიორგი ცაგარელი
გიორგი შამანაური
რეზო კიკნაძე
მუსიკალური ხელმძღვანელი და ორიგინალური საორკესტრო ვერსიების ავტორი - ნიკოლოზ რაჭველი
სცენარის ავტორი და პროდიუსერი - თეო ჯორბენაძე
სცენოგრაფია - ვანო ჭელიძე
ვიდეო ინსტალაცია - ლევან კუხაშვილი
გრაფიკული დიზაინი - გიგა კობიძე
განათების მხატვარი - ია ნადირაშვილი
ხმის რეჟისორები: კახა ხოშტარია, ედგარ სებისკვერაძე
რედაქტორები: ირმა ჩუბინიძე და ნინო დადვანი
ტექნიკური რეჟისორი - გიორგი აფხაზავა
გენერალური მენეჯერი - ნინო ნახუცრიშვილი