კომედიური მსახიობი სტივ ჰარვი, რომელიც ცოტა ხნის წინ საერთაშორისო კონკურსის, "მის სამყაროს" ცერემონიაზე გამარჯვებულების დაჯილდოებისას შეცდა ტიტულის მფლობელის გამოცხადებაში, მომხდარ სკანდალთან თვითირონიით გამკლავებას ცდილობს.
25 დეკემბერს, როდესაც კათოლიკური სამყარო შობას აღნიშნავდა, ჰარვიმ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაპოსტა ფოტო წარწერით: "ყველას გილოცავთ აღდგომას". აუზის ფონზე გადაღებული ჰარვის ფოტო თითქმის ხუთმა მილიონმა ადამიანმა მოიწონა.
შეგახსენებთ, 20 დეკემბერს ლას-ვეგასში "მის სამყარო 2015" გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც ფილიპინების წარმომადგენელი პინა ალონსო ვურტცბახი გახდა. თუმცა შოუს წამყვანის, სტივ ჰარვის შეცდომის გამო, გვირგვინი 21 წლის კოლუმბიის წარმომადგენელს არიანდე გუტიერეს არევალოს გადასცეს. მას შემდეგ, რაც კოლუმბიელს თავზე გვირგვინი დაადგეს, ჰარვიმ განაცხადა, რომ არასწორად ამოიკითხა ბარათზე გამარჯვებულის სახელი.
მომზადებულია correspondent.net-ს მიხედვით