პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაქვს ამბიცია, რომ 2016 წლის გაზაფხულიდან ჯარი მთლიანად ქართულ კვებაზე გადავიყვანო - თინა ხიდაშელი
მაქვს ამბიცია, რომ 2016 წლის გაზაფხულიდან ჯარი მთლიანად ქართულ კვებაზე გადავიყვანო - თინა ხიდაშელი

2016 წლის გა­ზა­ფხუ­ლი­დან ჯარი თით­ქმის სრუ­ლად ქარ­თულ კვე­ბა­ზე გა­და­ვა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა თინა ხი­და­შელ­მა პარ­ლა­მენ­ტში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც დე­პუ­ტა­ტე­ბი მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტებს უს­მე­ნენ.

მისი თქმით, ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის წა­ხა­ლი­სე­ბა მთავ­რო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა.

"ამ ამო­ცა­ნის ფარ­გლებ­ში ჩვენ გა­მო­ვე­დით ინი­ცი­ა­ტი­ვით, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ქარ­თულ კვე­ბა­ზე გა­და­ვიყ­ვა­ნოთ ჯარი. პირ­ვე­ლი ეტა­პი დას­რუ­ლე­ბუ­ლია და ორი­ო­დე დღის წინ გვქონ­და პრე­ზენ­ტა­ცია, სა­დაც გა­ვა­ცა­ნით გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­წარ­მე­ე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჯა­რი­სო შე­ნა­ერ­თე­ბი მთლი­ა­ნად ქარ­თუ­ლი ხორ­ცით კვე­ბა­ზეა გა­და­სუ­ლი. 25 დე­კემ­ბერს დას­რულ­და ტენ­დე­რი მთელ და­ნარ­ჩენ სის­ტე­მა­ზე და 1-ელი იან­ვრი­დან მთლი­ა­ნი ჯარი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ხორ­ცით. იან­ვარ­ში გა­მო­ვა­ცხა­დებთ ქათ­მის პრო­დუქტზე ტენ­დერ­საც. ვმუ­შა­ობთ ინ­ტენ­სი­უ­რად მომ­წო­დებ­ლებ­თან ხი­ლის და ბოსტნე­უ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მე მაქვს ამ­ბი­ცია, რომ გა­ზა­ფხუ­ლის და­სა­წყის­ში, მთლი­ა­ნად, გარ­და იმ ძა­ლი­ან მცი­რე ჩა­მო­ნა­თა­ვა­ლი­სა, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იწარ­მო­ე­ბა, ქარ­თულ კვე­ბა­ზე გა­და­ვიყ­ვა­ნოთ ჯარი. ეს და­ახ­ლო­ე­ბით 40 მი­ლი­ო­ნი ლა­რია, რო­მე­ლიც დარ­ჩე­ბა ქარ­თულ ბა­ზარ­ზე, ქარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბას და სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნას მოხ­მარ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

თავ­დაც­ვის უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის გან­მარ­ტე­ბით, 2016 წლი­დან ასე­ვე მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ი­კე­რე­ბა ჯა­რის­კა­ცე­ბის ფორ­მე­ბიც.

"მე­ო­რე ასე­თი ინი­ცი­ა­ტი­ვა არის სამ­ხედ­რო ფორ­მა, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ი­წყე­ბა 2016 წლი­დან. ქარ­თუ­ლი ჯა­რის­თვის ფორ­მე­ბი, მისი ყვე­ლა ნა­წი­ლი, მისი ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტი ყვე­ლა­ნა­ი­რი მოხ­მა­რე­ბის­თვის და გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის მთლი­ა­ნად გვინ­და, რომ იკე­რე­ბო­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ძა­ლი­ან კარ­გი შეხ­ვედ­რე­ბი მქონ­და სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის წინა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან. და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძეს ჯერ არ შევ­ხვედ­რილ­ვარ და იმე­დია, მოკ­ლე ხან­ში ამას მო­ვა­ხერ­ხებთ. სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა გვაქვს ამ პრო­ექ­ტში და იმე­დი მაქვს ეს მი­მარ­თუ­ლე­ბაც სწრა­ფად ამოქ­მედ­დე­ბა. ეს კი­დევ და­მა­ტე­ბით ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი ლა­რია, რო­მე­ლიც დარ­ჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და მოხ­მარ­დე­ბა ქარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბას და სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნას", - აღ­ნიშ­ნა ხი­და­შელ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გა­მოგ­ვყე­ვით, რომ არ გა­მო­ტო­ვოთ პო­ლი­ტი­კის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი.

გა­მო­ი­წე­რეთ პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პო­ლი­ტი­კა

მაქვს ამბიცია, რომ 2016 წლის გაზაფხულიდან ჯარი მთლიანად ქართულ კვებაზე გადავიყვანო - თინა ხიდაშელი

მაქვს ამბიცია, რომ 2016 წლის გაზაფხულიდან ჯარი მთლიანად ქართულ კვებაზე გადავიყვანო - თინა ხიდაშელი

2016 წლის გაზაფხულიდან ჯარი თითქმის სრულად ქართულ კვებაზე გადავა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატები მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

მისი თქმით, ქართული პროდუქციის წახალისება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

"ამ ამოცანის ფარგლებში ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ მაქსიმალურად ქართულ კვებაზე გადავიყვანოთ ჯარი. პირველი ეტაპი დასრულებულია და ორიოდე დღის წინ გვქონდა პრეზენტაცია, სადაც გავაცანით გამარჯვებული ქართველი მეწარმეები საზოგადოებას. აღმოსავლეთ საქართველოს საჯარისო შენაერთები მთლიანად ქართული ხორცით კვებაზეა გადასული. 25 დეკემბერს დასრულდა ტენდერი მთელ დანარჩენ სისტემაზე და 1-ელი იანვრიდან მთლიანი ჯარი უზრუნველყოფილი იქნება ქართული ხორცით. იანვარში გამოვაცხადებთ ქათმის პროდუქტზე ტენდერსაც. ვმუშაობთ ინტენსიურად მომწოდებლებთან ხილის და ბოსტნეულის მიმართულებით. მე მაქვს ამბიცია, რომ გაზაფხულის დასაწყისში, მთლიანად, გარდა იმ ძალიან მცირე ჩამონათავალისა, რაც საქართველოში არ იწარმოება, ქართულ კვებაზე გადავიყვანოთ ჯარი. ეს დაახლოებით 40 მილიონი ლარია, რომელიც დარჩება ქართულ ბაზარზე, ქართული ბიზნესის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას მოხმარდება", - განაცხადა ხიდაშელმა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, 2016 წლიდან ასევე მთლიანად საქართველოში შეიკერება ჯარისკაცების ფორმებიც.

"მეორე ასეთი ინიციატივა არის სამხედრო ფორმა, რომლის განხორციელება დაიწყება 2016 წლიდან. ქართული ჯარისთვის ფორმები, მისი ყველა ნაწილი, მისი ყველა კომპონენტი ყველანაირი მოხმარებისთვის და გამოყენებისთვის მთლიანად გვინდა, რომ იკერებოდეს საქართველოში. ძალიან კარგი შეხვედრები მქონდა საპარტნიორო ფონდის წინა ხელმძღვანელობასთან. დავით საგანელიძეს ჯერ არ შევხვედრილვარ და იმედია, მოკლე ხანში ამას მოვახერხებთ. საპარტნიორო ფონდის სრული მხარდაჭერა გვაქვს ამ პროექტში და იმედი მაქვს ეს მიმართულებაც სწრაფად ამოქმედდება. ეს კიდევ დამატებით ათეულობით მილიონი ლარია, რომელიც დარჩება საქართველოში და მოხმარდება ქართული ბიზნესის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას", - აღნიშნა ხიდაშელმა.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."