სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიშა არასოდეს დამიტუქსავს!" - რატომ არ კიდებს მიხეილ სააკაშვილის მამა კაბინეტში შვილის ფოტოს
"მიშა არასოდეს დამიტუქსავს!" - რატომ არ კიდებს მიხეილ სააკაშვილის მამა კაბინეტში შვილის ფოტოს

გა­ზეთ "ვერ­სი­ის" არა-ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ინ­ტერ­ვი­უს სტუ­მა­რია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მამა, სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სრუ­ლი პრო­ფე­სო­რი, "თბი­ლი­სის ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი კუ­რორ­ტის" დი­რექ­ტო­რი ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

- რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, ბა­ტო­ნო ნი­კო­ლოზ, ინ­ტერ­ვიუ მი­გი­ცი­ათ?

- არა, პირ­ვე­ლი თქვენ ხართ.

- ამ ინ­ტერ­ვი­უს მი­შას წა­ა­კი­თხებთ?

- არ ვიცი...

- მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია გაქვთ? ბო­ლოს რო­დის და­ე­კონ­ტაქ­ტეთ?

- და­ბა­დე­ბის დღე მი­ვუ­ლო­ცე...

- არ გე­ნატ­რე­ბათ?

- სის­ხლი და ხორ­ცია და მო­ნატ­რე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია.

- კა­ბი­ნეტ­ში შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის სუ­რა­თე­ბი გი­კი­დი­ათ, მი­შა­სი - არა...

- შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბი სხვა რა­მეა, მაგ­რამ შვი­ლის სუ­რა­თე­ბი და სხვა აქ­სე­სუ­ა­რე­ბი რომ აქვთ ხოლ­მე კა­ბი­ნე­ტებ­ში, სწო­რად არ მი­მაჩ­ნია. ჩემი სიმ­დიდ­რე აი, ეს სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბია!

- ოდე­სა­ში რომ შე­მოგ­თა­ვა­ზონ სამ­სა­ხუ­რი, წახ­ვალთ?

- არა!

- უხერ­ხუ­ლი კი­თხვა უნდა და­გის­ვათ: ად­რეც და ახ­ლაც თქვენს გვარ­ზე დიდი მით­ქმა-მოთ­ქმაა...

- აბ­სო­ლუ­ტუ­რად ხმა­მაღ­ლა ვა­ცხა­დებ: წმინ­და წყლის ქარ­თვე­ლი ვარ!

- აბა, ეს ხმა რა­ტომ გაჩ­ნდა?

- რა ვიცი, რა­ტომ გაჩ­ნდა? შე­იძ­ლე­ბა, თქვენ­ზეც თქვან, რომ არუ­თი­ნო­ვი ან მა­მე­დო­ვი ხართ! მე სა­ა­კაშ­ვი­ლი ვარ! რა­ტომ არ იძა­ხი­ან, რომ სა­ა­კა­ძე­ე­ბი ვართ?

- სა­ა­კოვს ამ­ბო­ბენ...

- კარ­გი, რა?! ეს სი­ტუ­ა­ცია უკვე სა­სა­ცი­ლოა! იმა­საც იძა­ხი­ან, რომ მა­მა­ჩე­მის კა­ბი­ნეტ­ზე, თურ­მე, სა­ა­კო­ვი ეწე­რა, მაგ­რამ 1951 წელს, სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რად სა­ა­კოვს და­ნიშ­ნავ­დნენ? ვიდ­რე დი­რექ­ტო­რად და­ნიშ­ნავ­დნენ, მი­ლი­ონ­ჯერ გა­სინ­ჯუ­ლი იყო. არის ხალ­ხის კა­ტე­გო­რია, რო­მე­ლიც ყვე­ლა დროს ძა­ლი­ან კარ­გად ერ­გე­ბა და გარ­კვე­უ­ლი რა­ღა­ცე­ბი შე­იძ­ლე­ბა, მის­გა­ნაც მო­დის. ხვალ შე­იძ­ლე­ბა, სი­ტუ­ა­ცია ამოყი­რავ­დეს და ისევ სა­ა­კაშ­ვი­ლე­ბი გავ­ხდეთ!

- ბედ­ნი­ე­რი ხართ?

- რა­ტომ არ ვარ? ჯერ ერთი, ჩემს ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობ, შვი­ლე­ბი, 7 შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს, მაქვს სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც მიყ­ვარს და ჩემი პო­ლი­ტი­კა ეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა! სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წას­ვლა რომ მდო­მო­და, პირ­და­პირ გე­ტყვით, ჩემ­გან კარ­გი პო­ლი­ტი­კო­სი გა­მო­ვი­დო­და - ენაც მიჭ­რის, გო­ნე­ბაც, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მო­ბი­ლუ­რი ტვი­ნი და ანა­ლი­ზის უნა­რი მაქვს. შე­მიძ­ლია, წი­ნას­წარ გი­თხრათ, რა მოხ­დე­ბა, მაგ­რამ ახლა, თქვენც არ იფიქ­როთ, რომ კრა­მი­ტი და­მი­ჩოჩ­და...

- ისე, მი­შამ ერთხელ თქვა, გიჟს მე­ძა­ხი­ა­ნო...

- ჩემ­ზეც იძა­ხი­ან, გი­ჟი­აო. იცით, რა? - შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი და­გაბ­რა­ლონ და ქა­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლიც და­გარ­ქვან, მაგ­რამ მერე რა? ქა­ლე­ბის­მოყ­ვა­რუ­ლო­ბა ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­ო­ლო­გი­აა!

- ქა­ლე­ბის­მოყ­ვა­რულს ხაზს რა­ტომ უს­ვამთ?

- იმი­ტომ, რომ მუდ­მი­ვად რა­ღაც სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი ის­მის. მთა­ვა­რია, შენს ოჯახს არ შე­ე­ხო და ოჯა­ხის ერ­თგუ­ლი იყო, თო­რემ ქუ­ჩა­ში შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღა­ცას გა­ხე­დო და გა­უ­ცი­ნო. რა­ღა­ცას რომ "გა­ბა­მენ", ეს პრო­ვინ­ცი­ა­ლიზ­მის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია. ყვე­ლა­ფერს ის ადა­მი­ა­ნე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ, ვი­საც ის აკ­ლი­ათ, რა­საც აპი­ა­რე­ბენ!

- ბა­ტო­ნო ნი­კო­ლოზ, ე. წ. ცი­ხის კად­რე­ბი რომ ნა­ხეთ...

- არ მი­ნა­ხავს და არც ვნა­ხავ!

- შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ამ თე­მა­ზე რას ფიქ­რობთ?

- ამ კად­რე­ბის რე­ა­ლო­ბა არ ვიცი, ასე­თი სა­კი­თხე­ბის ანა­ლი­ზის­გან შორს ვარ და მო­დით, ნუ ვი­ლა­პა­რა­კებთ, თუმ­ცა ნე­ბის­მი­ე­რი ძა­ლა­დო­ბა შემ­ზა­რა­ვი და ადა­მი­ა­ნუ­რი თვალ­თა­ხედ­ვით, და­უშ­ვე­ბე­ლია!

- რო­გორც მა­მამ, მიშა ბო­ლოს რო­დის და­ტუქ­სეთ?

- მგო­ნი, არა­სო­დეს და­მი­ტუქ­სავს!

ვანო პავ­ლი­აშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

"მიშა არასოდეს დამიტუქსავს!" - რატომ არ კიდებს მიხეილ სააკაშვილის მამა კაბინეტში შვილის ფოტოს

"მიშა არასოდეს დამიტუქსავს!" - რატომ არ კიდებს მიხეილ სააკაშვილის მამა კაბინეტში შვილის ფოტოს

გაზეთ "ვერსიის" არა-ჩვეულებრივი ინტერვიუს სტუმარია მიხეილ სააკაშვილის მამა, სამედიცინო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, "თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის" დირექტორი ნიკოლოზ სააკაშვილი.

- რაც ხელისუფლება შეიცვალა, ბატონო ნიკოლოზ, ინტერვიუ მიგიციათ?

- არა, პირველი თქვენ ხართ.

- ამ ინტერვიუს მიშას წააკითხებთ?

- არ ვიცი...

- მასთან კომუნიკაცია გაქვთ? ბოლოს როდის დაეკონტაქტეთ?

- დაბადების დღე მივულოცე...

- არ გენატრებათ?

- სისხლი და ხორცია და მონატრება, ბუნებრივია.

- კაბინეტში შვილიშვილების სურათები გიკიდიათ, მიშასი - არა...

- შვილიშვილების ფოტოები სხვა რამეა, მაგრამ შვილის სურათები და სხვა აქსესუარები რომ აქვთ ხოლმე კაბინეტებში, სწორად არ მიმაჩნია. ჩემი სიმდიდრე აი, ეს სერტიფიკატებია!

- ოდესაში რომ შემოგთავაზონ სამსახური, წახვალთ?

- არა!

- უხერხული კითხვა უნდა დაგისვათ: ადრეც და ახლაც თქვენს გვარზე დიდი მითქმა-მოთქმაა...

- აბსოლუტურად ხმამაღლა ვაცხადებ: წმინდა წყლის ქართველი ვარ!

- აბა, ეს ხმა რატომ გაჩნდა?

- რა ვიცი, რატომ გაჩნდა? შეიძლება, თქვენზეც თქვან, რომ არუთინოვი ან მამედოვი ხართ! მე სააკაშვილი ვარ! რატომ არ იძახიან, რომ სააკაძეები ვართ?

- სააკოვს ამბობენ...

- კარგი, რა?! ეს სიტუაცია უკვე სასაცილოა! იმასაც იძახიან, რომ მამაჩემის კაბინეტზე, თურმე, სააკოვი ეწერა, მაგრამ 1951 წელს, სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორად სააკოვს დანიშნავდნენ? ვიდრე დირექტორად დანიშნავდნენ, მილიონჯერ გასინჯული იყო. არის ხალხის კატეგორია, რომელიც ყველა დროს ძალიან კარგად ერგება და გარკვეული რაღაცები შეიძლება, მისგანაც მოდის. ხვალ შეიძლება, სიტუაცია ამოყირავდეს და ისევ სააკაშვილები გავხდეთ!

- ბედნიერი ხართ?

- რატომ არ ვარ? ჯერ ერთი, ჩემს ქვეყანაში ვცხოვრობ, შვილები, 7 შვილიშვილი მყავს, მაქვს სამსახური, რომელიც მიყვარს და ჩემი პოლიტიკა ეს დაწესებულებაა! სხვა მიმართულებით წასვლა რომ მდომოდა, პირდაპირ გეტყვით, ჩემგან კარგი პოლიტიკოსი გამოვიდოდა - ენაც მიჭრის, გონებაც, არაჩვეულებრივად მობილური ტვინი და ანალიზის უნარი მაქვს. შემიძლია, წინასწარ გითხრათ, რა მოხდება, მაგრამ ახლა, თქვენც არ იფიქროთ, რომ კრამიტი დამიჩოჩდა...

- ისე, მიშამ ერთხელ თქვა, გიჟს მეძახიანო...

- ჩემზეც იძახიან, გიჟიაო. იცით, რა? - შეიძლება, ყველაფერი დაგაბრალონ და ქალების მოყვარულიც დაგარქვან, მაგრამ მერე რა? ქალებისმოყვარულობა ნორმალური ადამიანის ფიზიოლოგიაა!

- ქალებისმოყვარულს ხაზს რატომ უსვამთ?

- იმიტომ, რომ მუდმივად რაღაც სისულელეები ისმის. მთავარია, შენს ოჯახს არ შეეხო და ოჯახის ერთგული იყო, თორემ ქუჩაში შეიძლება, ვიღაცას გახედო და გაუცინო. რაღაცას რომ "გაბამენ", ეს პროვინციალიზმის დამახასიათებელია. ყველაფერს ის ადამიანები ავრცელებენ, ვისაც ის აკლიათ, რასაც აპიარებენ!

- ბატონო ნიკოლოზ, ე. წ. ციხის კადრები რომ ნახეთ...

- არ მინახავს და არც ვნახავ!

- შეიძლება, მაგრამ ამ თემაზე რას ფიქრობთ?

- ამ კადრების რეალობა არ ვიცი, ასეთი საკითხების ანალიზისგან შორს ვარ და მოდით, ნუ ვილაპარაკებთ, თუმცა ნებისმიერი ძალადობა შემზარავი და ადამიანური თვალთახედვით, დაუშვებელია!

- როგორც მამამ, მიშა ბოლოს როდის დატუქსეთ?

- მგონი, არასოდეს დამიტუქსავს!

ვანო პავლიაშვილი

გაზეთი "ვერსია"

"თბილისი ცენტრალი“ სადეზინფექციო სამუშაოების გამო დაიკეტა

"ახლა დაკავებულებმა უნდა ახსნან, რატომ არ გამოიყენეს უფრო მსხვილმასშტაბიანი რუკა" - რას ამბობს საზღვრის დადგენის სკანდალურ საქმეზე კარტოგრაფი

მობილური თამაშების ადგილობრივი ბაზრის განვითარებისთვის, ბილაინი დეველოპერებისთვის ჰაკათონს ატარებს - „შექმენი თამაში და გახდი ბილაინის პარტნიორი“