პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო ვარსკვლავები ფონდ "ნატვრის ხესთან" ერთად ქართველი ბავშვების დასახმარებლად ერთიანდებიან
მსოფლიო ვარსკვლავები ფონდ "ნატვრის ხესთან" ერთად ქართველი ბავშვების დასახმარებლად ერთიანდებიან

მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მეცო-სოპ­რა­ნოს, ნინო სურ­გუ­ლა­ძის ფონ­დი "ნატ­ვრის ხე" 9 იან­ვარს, თბი­ლი­სის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში კონ­ცერტს გა­მარ­თავს. ეს იქ­ნე­ბა ფონ­დის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მე­ო­თხე მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ბავ­შვე­ბის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა და მათი ცხოვ­რე­ბის რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლაა. კონ­ცერტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ ფონ­დის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ნინო სურ­გუ­ლა­ძემ AMBEBI.GE-სთან ისა­უბ­რა.

- ჩვენ, ყვე­ლა ერ­თად, პირ­ვე­ლი სამი ღო­ნის­ძი­ე­ბით 21 ბავ­შვს და­ვეხ­მა­რეთ, მათი სი­ცო­ცხლე გა­და­ვარ­ჩი­ნეთ და მათი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შევ­ცვა­ლეთ. მე­ო­თხე კონ­ცერ­ტი 9 იან­ვარს თბი­ლი­სის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რი "სო­კა­რია". ვგეგ­მავთ ახა­ლი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი დარ­ბაზ­ში მო­სულ მა­ყუ­რე­ბელს, სი­უ­ჟე­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ვაც­ნოთ. ჩვენ კონ­კრე­ტულ ბავ­შვებს და­ვეხ­მა­რე­ბით ამ გრან­დი­ო­ზუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბით. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვე­ბი მი­ი­ღე­ბენ, ჩემი მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც უან­გა­როდ ჩა­მოვ­ლენ.

- რა ჟან­რის მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი შეს­რულ­დე­ბა კონ­ცერ­ტზე და, კონ­კრე­ტუ­ლად, ვინ არი­ან არ­ტის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქე­ბი­დან ჩა­მო­დი­ან?

- მე გათ­ვლა მაქვს არამ­ხო­ლოდ კლა­სი­კის მოყ­ვა­რულ მა­ყუ­რე­ბელ­ზე, არა­მედ უფრო ფარ­თო მსმე­ნელ­ზე. ამი­ტომ ეს არ იქ­ნე­ბა მხო­ლოდ კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის სა­ღა­მო, იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ჰი­ტე­ბი ოპე­რე­ტე­ბი­დან, ასე­ვე ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რე­ბი. და­ახ­ლო­ე­ბით, 170 არ­ტის­ტი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ვგუ­ლის­ხმობ თბი­ლი­სის ოპე­რის სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრსა და აფხა­ზე­თის კა­პე­ლას, ასე­ვე ჩა­მო­სულ სტუმ­რებს, ბენ­დს, რა თქმა უნდა, მეც, ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ, მი­ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა სტუმ­რებს: ჩა­მო­დის მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი იტა­ლი­ე­ლი მომ­ღე­რა­ლი, ტე­ნო­რი და პოპ ოპე­რის მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვი ალე­სან­დრო სა­ფი­ნა. მან თა­ვი­სი მი­ლი­ო­ნო­ბით დის­კი ("ლუნა ტუ") გა­ყი­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში, მხო­ლოდ ბა­თუმ­შია ნამ­ყო­ფი, თბი­ლის­ში არას­დროს ყო­ფი­ლა. ის თა­ვის ცნო­ბილ სიმ­ღე­რებს შე­ას­რუ­ლებს, იქ­ნე­ბა დუ­ე­ტე­ბიც. ასე­ვე ჩა­მო­დის ენ­ჯელ ბლუ (Angel Blue), რო­მე­ლიც არის ამე­რი­კე­ლი მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვი, ის არის "მის ჰო­ლი­ვუ­დი 2005" და ამას­თან ერ­თად, არის დიდი მომ­ღე­რა­ლი, მას­ზე დიდი მო­თხოვ­ნაა მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან სა­ო­პე­რო სცე­ნებ­ზე, ასე­ვე ჩა­მო­დის ანა რუჩ­ნე­რი (Ana Rucner), რო­მე­ლიც ბოს­ნია ჰერ­ცო­გო­ვი­ნას წა­რად­გენს მო­მა­ვალ წელს "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე". ის უკვე ნამ­ყო­ფია ჩემს ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, კი­დევ ჩა­მო­ვა და ცნო­ბილ მე­ლო­დი­ებს შე­ას­რუ­ლებს ფილ­მე­ბი­დან. ის არის ცნო­ბი­ლი ჩე­ლის­ტი და და­უკ­რავს ელექტრო­ჩე­ლო­ზე. ასე­ვე იქ­ნე­ბა ოლი­ვერ პული (Oliver Pool), პი­ა­ნის­ტი ბრი­ტა­ნე­თი­დან, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან შე­აყ­ვა­რა ქარ­თვე­ლებს თავი ჩვე­ნი და სხვა კონ­ცერ­ტე­ბით. ის არის ჩემი მე­გო­ბა­რი ლონ­დო­ნი­დან. ასე­ვე, კარ­ლო პონ­ტი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის წამ­ყვა­ნი დი­რი­ჟო­რი, ის არის სოფი ლო­რე­ნი­სა და კარ­ლო პონ­ტის ვაჟი.

- მი­ი­ღე­ბენ თუ არა კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­ზღვარ­გა­რეთ მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტე­ბი?

- ამ­ჯე­რად აქ­ცენ­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­მად­გენ­ლო­ბა­ზე გა­ვა­კე­თე, თუმ­ცა, სა­მო­მავ­ლოდ ასე­თი ტი­პის კონ­ცერტს ვგეგ­მავ.

- თქვენ რას შე­ას­რუ­ლებთ თქვე­ნი მსმე­ნე­ლის­თვის კონ­ცერ­ტზე?

- მე ჯერ ვერ ვი­ტყვი, რას შე­ვას­რუ­ლებ კონ­ცერ­ტზე, ეს სი­ურპრი­ზია, მაგ­რამ სა­ღა­მო მარ­თლა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. ეს იქ­ნე­ბა ერთ-ერთი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი კონ­ცერ­ტი. ჩვენ გვჯე­რა, რომ შევ­ძლებთ იმ მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბას, რა­საც მიზ­ნად ვი­სა­ხავთ. ამ კონ­ცერ­ტის პირ­ვე­ლა­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა არის ის, რომ ჩვენ ვეხ­მა­რე­ბით ბავ­შვებს. მაგ­რამ მას სხვა დატ­ვირ­თვაც აქვს: ჩვენ ვერ­თი­ან­დე­ბით ამე­რი­კელ, ბრი­ტა­ნელ, ხორ­ვა­ტი­ელ, იტა­ლი­ელ და სხვა ვარ­სკვლა­ვებ­თან ერ­თად, ვცდი­ლობთ ერ­თად ვიდ­გეთ სცე­ნა­ზე და ეს ყვე­ლა­ფე­რი, ასე­ვე ქარ­თველ მსმე­ნელ­თან, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან თუ იმ სპონ­სო­რებ­თან და მხარ­დამ­ჭე­რებ­თან ერ­თად გა­ვა­კე­თოთ, ვინც შე­მოგ­ვი­ერ­თდა და შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბა ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე.

- რა­ტომ სა­ჭი­რო­ე­ბენ ეს ბავ­შვე­ბი დახ­მა­რე­ბას, რა პრობ­ლე­მე­ბი აქვთ მათ და რა ნო­მერ­ზე უნდა დარ­ე­კოს დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში გა­მარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტის მსვლე­ლო­ბის დროს მსურ­ველ­მა?

- ისე­ნი არი­ან მძი­მე სე­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი, რომ­ლებ­საც გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ. მსურ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ დარ­ე­კონ ნო­მერ­ზე: 0901900999. ზა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ერთი ლა­რია ყვე­ლა მო­ბი­ლუ­რი ქსე­ლი­დან. ეს თან­ხა, თით­ქმის და­უ­ბეგ­რა­ვად, მოხ­მარ­დე­ბა ბავ­შვე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას სამ­შობ­ლო­ში თუ სა­ზღვარ­გა­რეთ.

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

მსოფლიო ვარსკვლავები ფონდ "ნატვრის ხესთან" ერთად ქართველი ბავშვების დასახმარებლად ერთიანდებიან

მსოფლიო ვარსკვლავები ფონდ "ნატვრის ხესთან" ერთად ქართველი ბავშვების დასახმარებლად ერთიანდებიან

მსოფლიოში ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძის ფონდი "ნატვრის ხე" 9 იანვარს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტს გამართავს. ეს იქნება ფონდის მიერ ჩატარებული მეოთხე მასშტაბური ღონისძიება, რომლის მთავარი მიზანი ბავშვების სიცოცხლის გადარჩენა და მათი ცხოვრების რადიკალურად შეცვლაა. კონცერტთან დაკავშირებული დეტალების შესახებ ფონდის დამფუძნებელმა ნინო სურგულაძემ AMBEBI.GE-სთან ისაუბრა.

- ჩვენ, ყველა ერთად, პირველი სამი ღონისძიებით 21 ბავშვს დავეხმარეთ, მათი სიცოცხლე გადავარჩინეთ და მათი ცხოვრება რადიკალურად შევცვალეთ. მეოთხე კონცერტი 9 იანვარს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. გენერალური სპონსორი "სოკარია". ვგეგმავთ ახალი ბენეფიციარები დარბაზში მოსულ მაყურებელს, სიუჟეტების საშუალებით გავაცნოთ. ჩვენ კონკრეტულ ბავშვებს დავეხმარებით ამ გრანდიოზული ღონისძიებით. ღონისძიებაში მონაწილეობას მსოფლიო ვარსკვლავები მიიღებენ, ჩემი მეგობრები, რომლებიც უანგაროდ ჩამოვლენ.

- რა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებები შესრულდება კონცერტზე და, კონკრეტულად, ვინ არიან არტისტები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოდიან?

- მე გათვლა მაქვს არამხოლოდ კლასიკის მოყვარულ მაყურებელზე, არამედ უფრო ფართო მსმენელზე. ამიტომ ეს არ იქნება მხოლოდ კლასიკური მუსიკის საღამო, იქნება ძალიან ცნობილი ჰიტები ოპერეტებიდან, ასევე ცნობილი სიმღერები. დაახლოებით, 170 არტისტი მიიღებს მონაწილეობას. ვგულისხმობ თბილისის ოპერის სიმფონიურ ორკესტრსა და აფხაზეთის კაპელას, ასევე ჩამოსულ სტუმრებს, ბენდს, რა თქმა უნდა, მეც, ჩვეულებისამებრ, მივიღებ მონაწილეობას. რაც შეეხება სტუმრებს: ჩამოდის მსოფლიოში ცნობილი იტალიელი მომღერალი, ტენორი და პოპ ოპერის მსოფლიო ვარსკვლავი ალესანდრო საფინა. მან თავისი მილიონობით დისკი ("ლუნა ტუ") გაყიდა. საქართველოში, მხოლოდ ბათუმშია ნამყოფი, თბილისში არასდროს ყოფილა. ის თავის ცნობილ სიმღერებს შეასრულებს, იქნება დუეტებიც. ასევე ჩამოდის ენჯელ ბლუ (Angel Blue), რომელიც არის ამერიკელი მსოფლიო ვარსკვლავი, ის არის "მის ჰოლივუდი 2005" და ამასთან ერთად, არის დიდი მომღერალი, მასზე დიდი მოთხოვნაა მსოფლიოს წამყვან საოპერო სცენებზე, ასევე ჩამოდის ანა რუჩნერი (Ana Rucner), რომელიც ბოსნია ჰერცოგოვინას წარადგენს მომავალ წელს "ევროვიზიაზე". ის უკვე ნამყოფია ჩემს ღონისძიებაზე, კიდევ ჩამოვა და ცნობილ მელოდიებს შეასრულებს ფილმებიდან. ის არის ცნობილი ჩელისტი და დაუკრავს ელექტროჩელოზე. ასევე იქნება ოლივერ პული (Oliver Pool), პიანისტი ბრიტანეთიდან, რომელმაც ძალიან შეაყვარა ქართველებს თავი ჩვენი და სხვა კონცერტებით. ის არის ჩემი მეგობარი ლონდონიდან. ასევე, კარლო პონტი, რომელიც იქნება ამ ღონისძიების წამყვანი დირიჟორი, ის არის სოფი ლორენისა და კარლო პონტის ვაჟი.

- მიიღებენ თუ არა კონცერტში მონაწილეობას საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი არტისტები?

- ამჯერად აქცენტი საერთაშორისო შემადგენლობაზე გავაკეთე, თუმცა, სამომავლოდ ასეთი ტიპის კონცერტს ვგეგმავ.

- თქვენ რას შეასრულებთ თქვენი მსმენელისთვის კონცერტზე?

- მე ჯერ ვერ ვიტყვი, რას შევასრულებ კონცერტზე, ეს სიურპრიზია, მაგრამ საღამო მართლა ძალიან საინტერესო იქნება. ეს იქნება ერთ-ერთი დასამახსოვრებელი კონცერტი. ჩვენ გვჯერა, რომ შევძლებთ იმ მისიის შესრულებას, რასაც მიზნად ვისახავთ. ამ კონცერტის პირველადი მნიშვნელობა არის ის, რომ ჩვენ ვეხმარებით ბავშვებს. მაგრამ მას სხვა დატვირთვაც აქვს: ჩვენ ვერთიანდებით ამერიკელ, ბრიტანელ, ხორვატიელ, იტალიელ და სხვა ვარსკვლავებთან ერთად, ვცდილობთ ერთად ვიდგეთ სცენაზე და ეს ყველაფერი, ასევე ქართველ მსმენელთან, საქართველოს მოქალაქეებთან თუ იმ სპონსორებთან და მხარდამჭერებთან ერთად გავაკეთოთ, ვინც შემოგვიერთდა და შემოგვიერთდება ამ ღონისძიებაზე.

- რატომ საჭიროებენ ეს ბავშვები დახმარებას, რა პრობლემები აქვთ მათ და რა ნომერზე უნდა დარეკოს დიდ საკონცერტო დარბაზში გამართული კონცერტის მსვლელობის დროს მსურველმა?

- ისენი არიან მძიმე სენით დაავადებული ბავშვები, რომლებსაც გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ. მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 0901900999. ზარის ღირებულება ერთი ლარია ყველა მობილური ქსელიდან. ეს თანხა, თითქმის დაუბეგრავად, მოხმარდება ბავშვების მკურნალობას სამშობლოში თუ საზღვარგარეთ.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია