პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2015 წლის პოლიტიკური სკანდალები და მნიშვნელოვანი მოვლენები
2015 წლის პოლიტიკური სკანდალები და მნიშვნელოვანი მოვლენები

AMBEBI.GE გან­ვლი­ლი წლის პო­ლი­ტი­კუ­რი სკან­და­ლე­ბი­სა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბის მი­მო­ხილ­ვას გთა­ვა­ზობთ:

2015 წლის პირ­ვე­ლი სკან­და­ლუ­რი მოვ­ლე­ნა 20 იან­ვარს მოხ­და, რო­დე­საც კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ყა­რა­ფი­ლის სა­საფ­ლა­ო­ზე მომ­ხდარ­მა აფეთ­ქე­ბამ მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეძ­რა. აფეთ­ქე­ბას 2006 წელს თბი­ლის­ში, კორ­ტებ­თან პო­ლი­ცი­ის მიერ ჩა­ცხრი­ლუ­ლი ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მამა - იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი შე­ე­წი­რა. ყა­რა­ფი­ლა­ში მე­ზობ­ლის დაკ­რძალ­ვა­ზე ჩა­სუ­ლი იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი შვი­ლის საფ­ლავ­ზეც მი­ვი­და. სწო­რედ ამ დროს მოხ­და აფეთ­ქე­ბა, რო­მელ­მაც მისი სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. გა­მო­ი­ძე­ბამ მკვლე­ლო­ბა მალე გახ­სნა და თე­ბერ­ვლის და­სა­წყის­ში პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი გია სო­სა­ნაშ­ვი­ლი და­ა­პა­ტიმ­რა. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი დიდ­ხანს გაგ­რძელ­და, სა­ბო­ლო­ოდ კი ნო­ემ­ბერ­ში, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გია სო­სა­ნაშ­ვილს 20 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი ბო­ლომ­დე ბუნ­დო­ვა­ნი დარ­ჩა.

თე­ბერ­ვალ­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მთა­ვა­რი თე­მად ვინ­მე ეკა ყურ­ში­ტაშ­ვი­ლი იქცა, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავი ერთი ვი­დე­ო­თი გა­აც­ნო. ჩა­ნა­წე­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" გა­ავ­რცე­ლა. ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ ნას­ვამ ქალ­ბა­ტონს აჩე­რებს პატ­რუ­ლი, ხოლო ქალ­ბა­ტო­ნი მათ სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს, შემ­დეგ ურე­კავს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სანს (და­ვით ცი­ნა­რი­ძეს) და ამ პატ­რუ­ლე­ბის­თვის "ჭკუ­ის სწავ­ლე­ბას" სთხოვს. მა­შინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ეკა ყურ­ში­ტაშ­ვილს არა­ერ­თხელ გა­უ­კე­თე­ბია მსგავ­სი რამ და მა­ღალ­ჩი­ო­სა­ნიც ყო­ველ­თვის მხსნე­ლად ევ­ლი­ნე­ბო­და. კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პატ­რუ­ლის ეკი­პა­ჟე­ბი ერი­დე­ბოდ­ნენ კი­დეც მისი მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბას, რო­მელ­საც უკვე ცნობ­დნენ. სა­ბო­ლო­ოდ, ეს ინ­ცი­დენ­ტი იმით დას­რულ­და, რომ და­ვით ცი­ნა­რი­ძემ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა, ხოლო ყვე­ლას­თვის უც­ნო­ბი ქალ­ბა­ტო­ნი 1 თვით პო­პუ­ლა­რო­ბის პიკ­ზე იყო. 

მარ­ტი ფი­ნან­სუ­რად ძა­ლი­ან მძი­მე თვე გა­მოდ­გა, რად­გან ყვე­ლას­თვის ცხა­დი გახ­და, რომ ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა შე­უ­ჩე­რებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბო­და. პრო­ცეს­მა, რო­მე­ლიც 2014 წლის დე­კემ­ბერ­ში და­ი­წყო, მარ­ტში პიკს მი­აღ­წია. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს ჩა­რე­ვის შე­დე­გად ლარ­მა ოდ­ნავ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა სიმ­ყა­რე, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც გა­უ­ფა­სურ­და თით­ქმის ერთი ლა­რით.

აპ­რი­ლი შე­და­რე­ბით მშვი­დი თვე იყო. ქვეყ­ნის შიგ­ნით მუდ­მი­ვად კინ­კლა­ობ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ოპო­ზი­ცია, თუმ­ცა მათი და­პი­რის­პი­რე­ბა ჩარ­ჩო­ე­ბი­დან არ გა­სუ­ლა. თვის ყვე­ლა­ზე მძი­მე თემა სამ­ხედ­რო­ებს უკავ­შირ­დე­ბა. 30 აპ­რილს სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შექ­მნის 24-ე წელი აღი­ნიშ­ნა. სწო­რედ ამ დღეს რამ­დე­ნი­მე ქარ­თულ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ამ, ფრან­გულ მე­დი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით, გა­ავ­რცე­ლა სკან­და­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ით მყო­ფი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი იქა­ურ ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დობ­დნენ. ზო­გი­ერ­თი ქარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დო­ბა 2013 წლის დე­კემ­ბრი­დან 2014 წლის ივ­ნი­სამ­დე ხდე­ბო­და. ეს სა­ჩო­თი­რო სი­ტუ­ა­ცია ორი­ო­დე დღე­ში გა­ირ­კვა, რო­დე­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია AIDS-FREE WORLD-ის ერთ-ერ­თმა ხელ­მძღვა­ნელ­მა პა­უ­ლა დო­ნო­ვან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის­გან ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი გა­ე­რო-ს ან­გა­რიშ­ში ნახ­სე­ნე­ბი არ ყო­ფი­ლა. ამ დო­კუ­მენ­ტში ქარ­თვე­ლე­ბი ორ­ჯერ არი­ან ნახ­სე­ნე­ბი - პირ­ვე­ლად, რო­დე­საც იქა­უ­რი ბავ­შვი აღ­წერს მო­ძა­ლა­დე ფრანგ სამ­ხედ­როს და ამ­ბობს, რომ პოსტზე ის ქარ­თველ­მა სამ­ხედ­რომ შეც­ვა­ლა და მე­ო­რედ, როცა ამ­ბო­ბენ, რომ - ძა­ლა­დო­ბა მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც ფრან­გი ჯა­რის­კა­ცე­ბი ქარ­თველ სამ­ხედ­რო­ებს ტე­რი­ტო­რი­ას ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებ­დნენ. რო­გორც ჩანს, ძა­ლა­დო­ბა მარ­თლაც ხდე­ბო­და, ოღონდ მო­ძა­ლა­დე­ე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ფრან­გი სამ­ხედ­რო­ე­ბი იყ­ვნენ.

მა­ი­სი ძა­ლი­ან მძი­მე თვე იყო. ტრა­გე­დი­ამ, რო­მე­ლიც ქო­ბუ­ლეთ­ში დატ­რი­ალ­და, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. აღ­მა­შე­ნებ­ლის ქუ­ჩა­ზე, სას­ტუმ­რო "არ­მაზ­ში" გა­ჩე­ნილ­მა ხან­ძარ­მა სამი ბავ­შვის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. რუს­თა­ვის ცეკ­ვის ან­სამ­ბლი "სი­ხა­რუ­ლი 2" ქო­ბუ­ლეთ­ში კონ­ცერ­ტის გა­სა­მარ­თად ჩა­ვი­და. კონ­ცერ­ტის შემ­დეგ ან­სამ­ბლის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი და მისი წევ­რე­ბი, რამ­დე­ნი­მე­ მშო­ბელ­თან ერ­თად, სას­ტუმ­რო "არ­მაზ­ში" და­ბი­ნავ­დნენ.­ 10 მა­ისს, გამ­თე­ნი­ი­სას, პოლი­ციის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა შე­ამ­ჩნი­ეს, რომ სას­ტუმ­რო­დან კვამ­ლი გა­მოდ­იოდა. ისი­ნი შე­ნო­ბა­ში­ შეცვ­ივ­დნენ და ხალ­ხის გაღ­ვი­ძე­ბა სცა­დეს. ცე­ცხლი შე­ნო­ბას მალე მო­ე­დო. ცე­ცხლში გახ­ვე­უ­ლი სას­ტუმ­რო­დან პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და აჭა­რის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა­ 45 ადა­მი­ა­ნი გა­მო­იყ­ვა­ნეს, მათ შო­რის, 31 ბავ­შვი იყო. სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მო­ხერ­ხდა თორ­ნი­კე ხვი­ჩი­ას, დათო ზა­ქა­რა­ძი­სა და რე­ვაზ დე­მეტ­რაშ­ვი­ლის გა­დარ­ჩე­ნა. ხან­ძრის მი­ზე­ზად სას­ტუმ­რო­ში უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის არ­ქო­ნა და­სა­ხელ­და.

წლის ყვე­ლა­ზე მძი­მე დღედ შეგ­ვიძ­ლია 13 ივ­ნი­სი და­ვა­სა­ხე­ლოთ - წყალ­დი­დო­ბა თბი­ლის­ში, მდი­ნა­რე ვე­რეს ხე­ო­ბა­ში. სტი­ქი­ამ 19 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა (და­ღუ­პუ­ლებს შო­რის იყო ზო­ო­პარ­კის სამი თა­ნამ­შრო­მე­ლი და მაშ­ვე­ლე­ბი). სტი­ქი­ამ თით­ქმის მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რა თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კი, წყალ­დი­დო­ბას ემსხვერ­პლა ცხო­ვე­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი, გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა კი ვო­ლი­ე­რებს თავი და­აღ­წია და ქა­ლაქ­ში გა­იქ­ცა. თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში 5 ლომი, 6 ვე­ფხვი, 6 დათ­ვი და 13 მგე­ლი აღ­მოჩ­ნდა, კა­მე­რებ­მა გმირ­თა მო­ე­დან­ზე ბე­ჰე­მო­თი და­ა­ფიქ­სი­რა. სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბა 13 ივ­ნისს გვი­ან ღა­მით და­ი­წყო და 14 ივ­ნი­სის დი­ლამ­დე გაგ­რძელ­და. კა­ლა­პო­ტი­დან გად­მო­ვი­და მდი­ნა­რე მტკვა­რიც, მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე ჩარ­ჩე­ნი­ლი ხალ­ხის ევა­კუ­ა­ცია ექ­სტრე­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რე­ბი სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობ­დნენ. სტი­ქი­ის შე­დე­გად მი­ყე­ნე­ბულ­მა მა­ტე­რი­ა­ლურ­მა ზა­რალ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 50 მი­ლი­ო­ნი ლარი შე­ად­გი­ნა. და­ღუ­პულ­თათ­ვის პა­ტი­ვის მი­სა­გე­ბად, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბით, 15 ივ­ნი­სი გლო­ვის დღედ გა­მო­ცხად­და.

ივ­ლის­ში მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას დაც­ვის უფ­რო­სის, კობა ხარ­ში­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბამ მი­ი­პყრო იმის შე­სა­ხებ, რომ იმ ბი­ნა­ში, სა­დაც ჟვა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, იგი რაულ უსუ­პოვ­თან ერ­თად შიშ­ვე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. ამის შე­სა­ხებ ბრალ­დე­ბულ­მა ხარ­ში­ლა­ძემ სა­სა­მარ­თლო­ში შე­სა­ვა­ლი სი­ტყვის დროს გა­ნა­ცხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ პა­ტი­ე­ბას სთხოვს ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას სულს.

აგ­ვის­ტო­ში ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდადე­პუ­ტა­ტი გი­ორ­გი კარ­ბე­ლაშ­ვი­ლი. კარ­ბე­ლაშ­ვილ­მა პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებს ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ბორ­ჯო­მი-თბი­ლი­სის ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე მოძ­რა­ვი შავი ფე­რის ტო­ი­ო­ტას მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა ავ­ტო­საგ­ზაო წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის გა­ა­ჩე­რეს. ავ­ტო­მან­ქა­ნას პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი გი­ორ­გი კარ­ბე­ლაშ­ვი­ლი მარ­თავ­და, რო­მელ­მაც დო­კუ­მენ­ტა­ცი­ი­სა და ალ­კო­ტეს­ტით სტან­დარ­ტუ­ლი შე­მოწ­მე­ბის მო­თხოვ­ნის პა­სუ­ხად სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟის წევ­რებს სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, რა დრო­საც ის და მისი თან­მხლე­ბი პირი ოსი­ა­ურ­ში, უახ­ლო­ეს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. "მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი შე­მოწ­მე­ბით დად­გინ­და, რომ პარ­ლა­მენ­ტა­რი გი­ორ­გი კარ­ბე­ლაშ­ვი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნას ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თავ­და. კარ­ბე­ლაშ­ვილ­მა მომ­ხდა­რი პრო­ვო­კა­ცი­ად შე­ა­ფა­სა და თქვა, რომ მისი მხრი­დან შე­უ­რა­ცხყო­ფას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დღე­ში მან სა­კუ­თა­რი გან­ცხა­დე­ბა შეც­ვა­ლა და ბო­დი­ში მო­ი­ხა­და.

სექ­ტემ­ბერ­ში სა­პა­ტიმ­რო და­ტო­ვა თბი­ლი­სის ყო­ფილ­მა მერ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ, თუმ­ცა მხო­ლოდ ერთი დღით. თბი­ლის­ში ხუმ­რო­ბენ - უგუ­ლა­ვამ მხო­ლოდ ერთი­ დღით "იგუ­ლა­ვაო". მარ­თლაც, ერთ სა­ღა­მოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად ცნო სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის ის მუხ­ლი, რო­მე­ლიც პი­რის 9 თვე­ზე მეტ­ხანს წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. სა­ნამ სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­მო­ა­ცხა­დებ­და, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს კო­ლე­გი­ის წევრ მე­რაბ ტუ­რა­ვას გარ­შე­მო მოვ­ლე­ნე­ბი დრა­მა­ტუ­ლად ვი­თარ­დე­ბო­და. კერ­ძოდ, მისი თქმით, შე­უძ­ლოდ იყო და დრო სჭირ­დე­ბო­და, რათა სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გას­ცნო­ბო­და. სა­ბო­ლო­ოდ, სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ა­ცხა­და, რა­საც ტუ­რა­ვამ ხელი არ მო­ა­წე­რა. მოკ­ლედ, იმა­ვე სა­ღა­მოს უგუ­ლა­ვა გა­თა­ვი­სუფ­ლდა, თუმ­ცა მე­ო­რე დღეს მას რი­ყი­სა და "თბილ­სერ­ვი­სის" საქ­მე­ზე 4 წლი­თა და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს და ცი­ხე­ში შე­აბ­რუ­ნეს (ამა­ვე საქ­მე­ზე კე­ზე­რაშ­ვი­ლი გა­ა­მარ­თლეს). შუ­ა­ლედ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" სა­სა­მარ­თლოს­თან მი­ტინ­გი გა­მარ­თეს, სა­დაც უგუ­ლა­ვამ გა­ნა­ცხა­და: ისევ ძვე­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მით "აბა­როტს" ავი­ღებთ და გა­ვი­მარ­ჯვებ­თო.

სა­ვა­რა­უ­დოდ, ძა­ლი­ან უნდა გა­უ­ჭირ­დეთ გა­მარ­ჯვე­ბა, რად­გან ოქ­ტომბერში უკ­რა­ი­ნულ­მა ვებგ­ვერდმა Tube.ua-მ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს სა­მეგ­რე­ლო­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი წა­მე­ბის ამ­სახვ­ელი ვი­დე­ო­მა­სა­ლა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­თა­უ­რით "რო­გორ აწა­მე­ბენ რე­ფორ­მა­ტო­რე­ბი ადა­მი­ა­ნებს ჩვე­ნე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით". გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში ასა­ხუ­ლია მა­მა­კაც­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი, რის შემ­დე­გაც და­კა­ვე­ბუ­ლი გა­მომ­ძი­ე­ბელს "აღი­ა­რე­ბით" ჩვე­ნე­ბას­ აძ­ლევს. ვებ-გვერდს არა აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი წყა­რო, რო­მელ­მაც­ ვი­დე­ო­მა­სა­ლა მი­ა­წო­და. მა­სა­ლა ქარ­თულ ვებ-გვერ­დებ­ზეც სწრა­ფად გავ­რცელ­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. ფი­რის გავ­რცე­ლე­ბას "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­სა" და გუნ­დის ყო­ფილ წევ­რებს, "მას­ტე­რა­სა" (კუდ-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი გია დგე­ბუ­ა­ძე)­ და მე­გის ქარ­და­ვას უკავ­ში­რებ­დნენ. სა­ვა­რა­უ­დოდ, ყო­ფილ­მა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა ქვეყ­ნი­დან გა­ტა­ნი­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის ორი­გი­ნა­ლე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის ერთ-ერთ მთა­ვარ ოპო­ნენტს, უკ­რა­ი­ნელ­ ოლი­გარქ კო­ლო­მო­ის­კის მიჰ­ყი­დეს, ქარ­და­ვას და დგე­ბუ­ა­ძის ქმე­დე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე" შუ­რის­ძი­ე­ბად მო­ნათ­ლეს. ბოლო პე­რი­ოდ­ში ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­უ­ლი მე­გის ქარ­და­ვა და "მას­ტე­რა" "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" და­უ­პი­რის­პირ­დნენ - იმის გამო, რომ პარ­ტია მათ სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევ­და, შე­საძ­ლოა, ქარ­და­ვამ და "მას­ტე­რამ" თა­ნა­გუნ­დე­ლებ­ზე შუ­რის­ძი­ე­ბა გა­და­წყვი­ტეს. "მას­ტე­რა" ჰო­ლან­დი­ის ცი­ხე­ში ზის და ქარ­თუ­ლი მხა­რე მის ექ­სტრა­დი­ცი­ას ითხოვს, მე­გის ქარ­და­ვა კი დღემ­დე თა­ვი­სუ­ფა­ლია.

ნო­ემ­ბრის მთა­ვა­რი თემა ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის გარ­შე­მო ატე­ხი­ლი ამ­ბე­ბი იყო, რო­მე­ლიც თით­ქმის მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე გრძელ­დე­ბო­და, თუმ­ცა პიკს ნო­ემ­ბერ­ში მი­აღ­წია. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ირ­გვლივ მოვ­ლე­ნე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყო­ველ­დღი­უ­რად იც­ვლე­ბო­და: სა­მო­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ქი­ბარ ხალ­ვა­შის სარ­ჩე­ლი და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და მას ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის 100%-იანი წილი მი­ა­კუთ­ვნა, თუმ­ცა თა­მაზ ურ­თმე­ლი­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ვერ აღ­სრულ­და - სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ "რუს­თა­ვი 2"-ის სარ­ჩე­ლის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბით და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი აღ­სრუ­ლე­ბის მუხ­ლის მოქ­მე­დე­ბა შე­ა­ჩე­რა და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ ზედა ინ­სტან­ცი­ებ­შიც გა­ე­სა­ჩივ­რე­ბი­ნა­. "რუს­თა­ვი 2"-ის უკვე უფ­ლე­ბა­შე­ჩე­რე­ბუ­ლი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია დავ­ის­ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე გა­ჭიმ­ვა­ზე უკვე ღიად სა­უბ­რობ­და,­ რო­დე­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლად ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ურ­თმე­ლი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას ახა­ლი დრო­ე­ბი­თი მე­ნე­ჯმენ­ტი, და­ვით დვა­ლი და რე­ვაზ სა­ყე­ვა­რიშ­ვი­ლი და­უ­ნიშ­ნა. სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ მო­სა­მარ­თლე თა­მაზ ურ­თმე­ლი­ძის 5 ნო­ემ­ბრის გან­ჩი­ნე­ბა, რო­მე­ლიც "რუს­თა­ვი 2"-ში დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლე­ბის და­ნიშ­ვნას ეხე­ბო­და, სრუ­ლი­ად გა­ა­უქ­მა. ასე­ვე არ დაკ­მა­ყო­ფილ­და და­ვით დვა­ლის მო­თხოვ­ნა დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლე­ბის სი­ი­დან ამო­ღე­ბის შე­სა­ხებ. სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო კო­ლე­გი­ამ ნა­წი­ლობ­რივ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა "რუს­თა­ვი 2"-ის იუ­რის­ტე­ბის მო­თხოვ­ნა ყა­და­ღის გა­უქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

დე­კემ­ბერ­ში ბევ­რი თემა იყო აქ­ტუ­ა­ლუ­რი, თუმ­ცა პრე­მი­ერ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მო­უ­ლოდ­ნელ­მა გან­ცხა­დე­ბამ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შე­ხა­ებ ყვე­ლა­ფე­რი გა­და­წო­ნა. პრე­მი­ე­რის პოს­ტი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა და­ი­კა­ვა. ამ­გვა­რად, 2016 წელს ახა­ლი პრე­მი­ე­რი­თა და ახა­ლი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტით შევ­ხვდე­ბით. ბედ­ნი­ე­რი წელი გვქო­ნო­დეს.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

2015 წლის პოლიტიკური სკანდალები და მნიშვნელოვანი მოვლენები

2015 წლის პოლიტიკური სკანდალები და მნიშვნელოვანი მოვლენები

AMBEBI.GE განვლილი წლის პოლიტიკური სკანდალებისა და მნიშვნელოვანი მოვლენების მიმოხილვას გთავაზობთ:

2015 წლის პირველი სკანდალური მოვლენა 20 იანვარს მოხდა, როდესაც კასპის რაიონის სოფელ ყარაფილის სასაფლაოზე მომხდარმა აფეთქებამ მთელი საზოგადოება შეძრა. აფეთქებას 2006 წელს თბილისში, კორტებთან პოლიციის მიერ ჩაცხრილული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა - იური ვაზაგაშვილი შეეწირა. ყარაფილაში მეზობლის დაკრძალვაზე ჩასული იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზეც მივიდა. სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება, რომელმაც მისი სიცოცხლე შეიწირა. გამოიძებამ მკვლელობა მალე გახსნა და თებერვლის დასაწყისში პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი დააპატიმრა. სასამართლო პროცესი დიდხანს გაგრძელდა, საბოლოოდ კი ნოემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მკვლელობის მოტივი ბოლომდე ბუნდოვანი დარჩა.

თებერვალში საინფორმაციო საშუალებების მთავარი თემად ვინმე ეკა ყურშიტაშვილი იქცა, რომელმაც საზოგადოებას თავი ერთი ვიდეოთი გააცნო. ჩანაწერი "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ ნასვამ ქალბატონს აჩერებს პატრული, ხოლო ქალბატონი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, შემდეგ ურეკავს საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანს (დავით ცინარიძეს) და ამ პატრულებისთვის "ჭკუის სწავლებას" სთხოვს. მაშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეკა ყურშიტაშვილს არაერთხელ გაუკეთებია მსგავსი რამ და მაღალჩიოსანიც ყოველთვის მხსნელად ევლინებოდა. კულუარული ინფორმაციით, პატრულის ეკიპაჟები ერიდებოდნენ კიდეც მისი მანქანის გაჩერებას, რომელსაც უკვე ცნობდნენ. საბოლოოდ, ეს ინციდენტი იმით დასრულდა, რომ დავით ცინარიძემ თანამდებობა დატოვა, ხოლო ყველასთვის უცნობი ქალბატონი 1 თვით პოპულარობის პიკზე იყო. 

მარტი ფინანსურად ძალიან მძიმე თვე გამოდგა, რადგან ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ლარის გაუფასურება შეუჩერებლად გაგრძელდებოდა. პროცესმა, რომელიც 2014 წლის დეკემბერში დაიწყო, მარტში პიკს მიაღწია. ეროვნული ბანკის და ფინანსთა სამინისტროს ჩარევის შედეგად ლარმა ოდნავ შეინარჩუნა სიმყარე, თუმცა საბოლოოდ მაინც გაუფასურდა თითქმის ერთი ლარით.

აპრილი შედარებით მშვიდი თვე იყო. ქვეყნის შიგნით მუდმივად კინკლაობდა ხელისუფლება და ოპოზიცია, თუმცა მათი დაპირისპირება ჩარჩოებიდან არ გასულა. თვის ყველაზე მძიმე თემა სამხედროებს უკავშირდება. 30 აპრილს საქართველოს შეიარაღებული ძალების შექმნის 24-ე წელი აღინიშნა. სწორედ ამ დღეს რამდენიმე ქართულმა ტელევიზიამ, ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით, გაავრცელა სკანდალური ინფორმაცია, თითქოს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიით მყოფი ქართველი სამხედროები იქაურ ბავშვებზე ძალადობდნენ. ზოგიერთი ქართული ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბავშვებზე ძალადობა 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის ივნისამდე ხდებოდა. ეს საჩოთირო სიტუაცია ორიოდე დღეში გაირკვა, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაცია AIDS-FREE WORLD-ის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პაულა დონოვანმა განაცხადა, რომ ქართველი სამხედროებისგან ძალადობის ფაქტები გაერო-ს ანგარიშში ნახსენები არ ყოფილა. ამ დოკუმენტში ქართველები ორჯერ არიან ნახსენები - პირველად, როდესაც იქაური ბავშვი აღწერს მოძალადე ფრანგ სამხედროს და ამბობს, რომ პოსტზე ის ქართველმა სამხედრომ შეცვალა და მეორედ, როცა ამბობენ, რომ - ძალადობა მაშინ მოხდა, როდესაც ფრანგი ჯარისკაცები ქართველ სამხედროებს ტერიტორიას ათვალიერებინებდნენ. როგორც ჩანს, ძალადობა მართლაც ხდებოდა, ოღონდ მოძალადეები, სავარაუდოდ, ფრანგი სამხედროები იყვნენ.

მაისი ძალიან მძიმე თვე იყო. ტრაგედიამ, რომელიც ქობულეთში დატრიალდა, მთელი საქართველო შეძრა. აღმაშენებლის ქუჩაზე, სასტუმრო "არმაზში" გაჩენილმა ხანძარმა სამი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. რუსთავის ცეკვის ანსამბლი "სიხარული 2" ქობულეთში კონცერტის გასამართად ჩავიდა. კონცერტის შემ­დეგ ანსამბლის ხელმძღვანელები და მისი წევრები, რამდენიმე­ მშობელთან ერთად, სასტუმრო "არმაზში" დაბინავდნენ.­ 10 მაისს, გამთენიისას, პოლი­ციის თანამშრომლებმა შეამჩნიეს, რომ სასტუმროდან კვამლი გამოდ­იოდა. ისინი შენობაში­ შეცვ­ივდნენ და ხალხის გაღვიძება სცადეს. ცეცხლი შენობას მალე მოედო. ცეცხლში გახვეული სასტუმროდან პოლიციელებმა და აჭარის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა­ 45 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის, 31 ბავშვი იყო. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა თორნიკე ხვიჩიას, დათო ზაქარაძისა და რევაზ დემეტრაშვილის გადარჩენა. ხანძრის მიზეზად სასტუმროში უსაფრთხოების ნორმების არქონა დასახელდა.

წლის ყველაზე მძიმე დღედ შეგვიძლია 13 ივნისი დავასახელოთ - წყალდიდობა თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში. სტიქიამ 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა (დაღუპულებს შორის იყო ზოოპარკის სამი თანამშრომელი და მაშველები). სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, წყალდიდობას ემსხვერპლა ცხოველების დიდი ნაწილი, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირა. სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა. კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მტკვარიც, მარჯვენა სანაპიროზე ჩარჩენილი ხალხის ევაკუაცია ექსტრემალურ პირობებში განხორციელდა. სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. სტიქიის შედეგად მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა დაახლოებით 50 მილიონი ლარი შეადგინა.  დაღუპულთათვის პატივის მისაგებად, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ივლისში მედიის ყურადღება ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსის, კობა ხარშილაძის განცხადებამ მიიპყრო იმის შესახებ, რომ იმ ბინაში, სადაც ჟვანია გარდაცვლილი აღმოაჩინეს, იგი რაულ უსუპოვთან ერთად შიშველი იმყოფებოდა. ამის შესახებ ბრალდებულმა ხარშილაძემ სასამართლოში შესავალი სიტყვის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ პატიებას სთხოვს ზურაბ ჟვანიას სულს.

აგვისტოში ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი. კარბელაშვილმა პატრულის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბორჯომი-თბილისის ავტომაგისტრალზე მოძრავი შავი ფერის ტოიოტას მარკის ავტომანქანა ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერეს. ავტომანქანას პარლამენტის წევრი გიორგი კარბელაშვილი მართავდა, რომელმაც დოკუმენტაციისა და ალკოტესტით სტანდარტული შემოწმების მოთხოვნის პასუხად საპატრულო ეკიპაჟის წევრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც ის და მისი თანმხლები პირი ოსიაურში, უახლოეს განყოფილებაში გადაიყვანეს. „მოგვიანებით, ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ პარლამენტარი გიორგი კარბელაშვილი ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. კარბელაშვილმა მომხდარი პროვოკაციად შეაფასა და თქვა, რომ მისი მხრიდან შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, თუმცა რამდენიმე დღეში მან საკუთარი განცხადება შეცვალა და ბოდიში მოიხადა.

სექტემბერში საპატიმრო დატოვა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ, თუმცა მხოლოდ ერთი დღით. თბილისში ხუმრობენ - უგულავამ მხოლოდ ერთი­ დღით "იგულავაო". მართლაც, ერთ საღამოს საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომელიც პირის 9 თვეზე მეტხანს წინასწარ პატიმრობას ითვალისწინებდა. სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის წევრ მერაბ ტურავას გარშემო მოვლენები დრამატულად ვითარდებოდა. კერძოდ, მისი თქმით, შეუძლოდ იყო და დრო სჭირდებოდა, რათა საბოლოო გადაწყვეტილებას გასცნობოდა. საბოლოოდ, სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა, რასაც ტურავამ ხელი არ მოაწერა. მოკლედ, იმავე საღამოს უგულავა გათავისუფლდა, თუმცა მეორე დღეს მას რიყისა და "თბილსერვისის" საქმეზე 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და ციხეში შეაბრუნეს (ამავე საქმეზე კეზერაშვილი გაამართლეს). შუალედში "ნაციონალებმა" სასამართლოსთან მიტინგი გამართეს, სადაც უგულავამ განაცხადა: ისევ ძველი საარჩევნო სისტემით "აბაროტს" ავიღებთ და გავიმარჯვებთო.

სავარაუდოდ, ძალიან უნდა გაუჭირდეთ გამარჯვება, რადგან ოქტომბერში უკრაინულმა ვებგვერდმა Tube.ua-მ წინა ხელისუფლების დროს სამეგრელოში აღმოჩენილი წამების ამსახვ­ელი ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სათაურით "როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით". გამოქვეყნებულ ვიდეოში ასახულია მამაკაცზე სექსუალური ძალადობის ფაქტები, რის შემდეგაც დაკავებული გამომძიებელს "აღიარებით" ჩვენებას­ აძლევს. ვებ-გვერდს არა აქვს მითითებული წყარო, რომელმაც­ ვიდეომასალა მიაწოდა. მასალა ქართულ ვებ-გვერდებზეც სწრაფად გავრცელდა და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ფირის გავრცელებას "ნაციონალურ მოძრაობასა" და გუნდის ყოფილ წევრებს, "მასტერასა" (კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გია დგებუაძე)­ და მეგის ქარდავას უკავშირებდნენ. სავარაუდოდ, ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ქვეყნიდან გატანილი ჩანაწერების ორიგინალები უკრაინაში სააკაშვილის ერთ-ერთ მთავარ ოპონენტს, უკრაინელ­ ოლიგარქ კოლომოისკის მიჰყიდეს, ქარდავას და დგებუაძის ქმედება "ნაციონალურ მოძრაობაზე" შურისძიებად მონათლეს. ბოლო პერიოდში ქვეყნიდან გაქცეული მეგის ქარდავა და "მასტერა" "ნაციონალურ მოძრაობას" დაუპირისპირდნენ - იმის გამო, რომ პარტია მათ სათანადო ყურადღებას არ აქცევდა, შესაძლოა, ქარდავამ და "მასტერამ" თანაგუნდელებზე შურისძიება გადაწყვიტეს. "მასტერა" ჰოლანდიის ციხეში ზის და ქართული მხარე მის ექსტრადიციას ითხოვს, მეგის ქარდავა კი დღემდე თავისუფალია.

ნოემბრის მთავარი თემა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემო ატეხილი ამბები იყო, რომელიც თითქმის მთელი წლის მანძილზე გრძელდებოდა, თუმცა პიკს ნოემბერში მიაღწია. ტელეკომპანიის ირგვლივ მოვლენები, ფაქტობრივად, ყოველდღიურად იცვლებოდა: სამოქალაქო სასამართლომ ქიბარ ხალვაშის სარჩელი დააკმაყოფილა და მას ტელეკომპანიის 100%-იანი წილი მიაკუთვნა, თუმცა თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება­ დაუყოვნებლივ ვერ აღსრულდა - საკონსტიტუციო სასამართლომ ”რუსთავი 2”-ის სარჩელის დაკმაყოფილებით დაუყოვნებლივი აღსრულების მუხლის მოქმედება შეაჩერა და ტელეკომპანიას შესაძლებლობა მისცა, სამოქალაქო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება­ ზედა ინსტანციებშიც გაესაჩივრებინა­. ”რუსთავი 2”-ის უკვე უფლებაშეჩერებული დირექტორი ნიკა გვარამია დავ­ის­ არჩევნებამდე გაჭიმვაზე უკვე ღიად საუბრობდა,­ როდესაც მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ ურთმელიძემ ტელეკომპანიას ახალი დროებითი მენეჯმენტი, დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაუნიშნა. სააპელაციო სასამართლომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინება, რომელიც "რუსთავი 2"-ში დროებითი მმართველების დანიშვნას ეხებოდა, სრულიად გააუქმა. ასევე არ დაკმაყოფილდა დავით დვალის მოთხოვნა დროებითი მმართველების სიიდან ამოღების შესახებ. სააპელაციო სასამართლო კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა "რუსთავი 2"-ის იურისტების მოთხოვნა ყადაღის გაუქმებასთან დაკავშირებით.

დეკემბერში ბევრი თემა იყო აქტუალური, თუმცა პრემიერ ღარიბაშვილის მოულოდნელმა განცხადებამ თანამდებობის დატოვების შეხაებ ყველაფერი გადაწონა. პრემიერის პოსტი გიორგი კვირიკაშვილმა დაიკავა. ამგვარად, 2016 წელს ახალი პრემიერითა და ახალი მინისტრთა კაბინეტით შევხვდებით. ბედნიერი წელი გვქონოდეს.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."