პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საახალწლო სუფრა 250-300 ლარი ჯდება - ფასები თბილისის ბაზრებიდან და სუპერმარკეტებიდან
საახალწლო სუფრა 250-300 ლარი ჯდება - ფასები თბილისის ბაზრებიდან და სუპერმარკეტებიდან

ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე 3 დღეა დარ­ჩე­ნი­ლი. დღე­სას­წა­უ­ლის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად უკვე საკ­მა­ოდ ხალ­ხმრავ­ლო­ბაა თბი­ლი­სის სა­სურ­სა­თო ბაზ­რებ­ში.

რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო ფა­სე­ბი ბაზ­რებ­ში და მსხვილ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, თუმ­ცა შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი არ არის. "მთე­ლი კვი­რა" სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის ტრა­დი­ცი­ულ პრო­დუქ­ტებ­ზე ფა­სე­ბის და­სად­გე­ნად თბი­ლი­სის ბაზ­რებ­სა და მსხვილ სუ­პერ­მარ­კე­ტებს ეწ­ვია. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, თბი­ლის­ში ოჯახს ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის გა­წყო­ბა 250-დან 350 ლა­რამ­დე და­უჯ­დე­ბა. აქვე გე­ტყვით, რომ ეს შე­დე­გე­ბი შა­ბა­თის, 26 დე­კემ­ბრის ფა­სებს ეყ­რდნო­ბა. რო­გორც მო­ვაჭ­რე­ე­ბი, ასე­ვე რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ ახა­ლი წლის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად ფა­სე­ბი ყვე­ლა პრო­დუქტზე, მარ­თა­ლია, უმ­ნიშ­ვნე­ლოდ, მაგ­რამ მა­ინც გა­იზ­რდე­ბა.

გოჭი

გო­ჭის ფასი თბი­ლი­სის ბაზ­რებ­ში 85-120 ლა­რის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს. სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში კი გო­ჭე­ბი გა­სა­ყი­დად ჯერ არ გა­მო­უ­ტა­ნი­ათ, თუმ­ცა აცხა­დე­ბენ, რომ ორ­შა­ბა­თი­დან აუ­ცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბათ. ამას­თან, ზო­გან გო­ჭე­ბი აგ­რა­რუ­ლი ბაზ­რე­ბის მსგავ­სად, ცა­ლო­ბით გა­ი­ყი­დე­ბა, ზო­გან კი - წო­ნით. მა­გა­ლი­თად, რო­გორც სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსელ "ფრეს­კო­ში" გვი­თხრეს, გო­ჭის შე­მო­ტა­ნას სა­ა­ხალ­წლო დღე­ებ­ში აპი­რე­ბენ და სა­შუ­ა­ლო ზო­მის გოჭი - 60 ლარი ეღი­რე­ბა, ხოლო სუ­პერ­მარ­კეტ "გუდ­ვილ­ში" გო­ჭის ხორ­ცი 1 კგ 17 ლა­რად იქ­ნე­ბა. ახა­ლი წლის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად გო­ჭის ფა­სის ზრდას ელი­ან ბა­ზარ­ში.

ინ­და­უ­რი

ინ­და­უ­რის ფასი "დე­ზერ­ტი­რე­ბის" ბა­ზარ­ში 60-70 ლა­რია. სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის სხვა­დას­ხვა ქსელ­ში კი 1 კგ ინ­და­უ­რის ფასი 15-დან 20 ლა­რამ­დე იქ­ნე­ბა. თბი­ლი­სის სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში აცხა­დე­ბენ, რომ ინ­და­უ­რი ამ­ჟა­მად არ აქვთ, თუმ­ცა სა­ა­ხალ­წლო დღე­ებ­ში მათ პრო­დუქ­ცი­ას აუ­ცი­ლებ­ლად და­ე­მა­ტე­ბა. ახა­ლი წლის დღე­ებ­ში არც "დე­ზერ­ტი­რე­ბის" ბა­ზარ­ში და არც აღ­ნიშ­ნულ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში ინ­და­ურ­ზე ფა­სის მკვეთ­რი მა­ტე­ბა არ იგეგ­მე­ბა გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა BPN.GE-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საახალწლო სუფრა 250-300 ლარი ჯდება - ფასები თბილისის ბაზრებიდან და სუპერმარკეტებიდან

საახალწლო სუფრა 250-300 ლარი ჯდება - ფასები თბილისის ბაზრებიდან და სუპერმარკეტებიდან

ახალი წლის დადგომამდე 3 დღეა დარჩენილი. დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად უკვე საკმაოდ ხალხმრავლობაა თბილისის სასურსათო ბაზრებში.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, წინასაახალწლო ფასები ბაზრებში და მსხვილ სუპერმარკეტებში განსხვავებულია, თუმცა შარშანდელთან შედარებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის. "მთელი კვირა" საახალწლო სუფრის ტრადიციულ პროდუქტებზე ფასების დასადგენად თბილისის ბაზრებსა და მსხვილ სუპერმარკეტებს ეწვია. ჩატარებული კვლევის მიხედვით, თბილისში ოჯახს ტრადიციული საახალწლო სუფრის გაწყობა 250-დან 350 ლარამდე დაუჯდება. აქვე გეტყვით, რომ ეს შედეგები შაბათის, 26 დეკემბრის ფასებს ეყრდნობა. როგორც მოვაჭრეები, ასევე რიგითი მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ფასები ყველა პროდუქტზე, მართალია, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაიზრდება.

გოჭი

გოჭის ფასი თბილისის ბაზრებში 85-120 ლარის ფარგლებში მერყეობს. სუპერმარკეტების უმრავლესობაში კი გოჭები გასაყიდად ჯერ არ გამოუტანიათ, თუმცა აცხადებენ, რომ ორშაბათიდან აუცილებლად ექნებათ. ამასთან, ზოგან გოჭები აგრარული ბაზრების მსგავსად, ცალობით გაიყიდება, ზოგან კი - წონით. მაგალითად, როგორც სუპერმარკეტების ქსელ "ფრესკოში" გვითხრეს, გოჭის შემოტანას საახალწლო დღეებში აპირებენ და საშუალო ზომის გოჭი - 60 ლარი ეღირება, ხოლო სუპერმარკეტ "გუდვილში" გოჭის ხორცი 1 კგ 17 ლარად იქნება. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად გოჭის ფასის ზრდას ელიან ბაზარში.

ინდაური

ინდაურის ფასი "დეზერტირების" ბაზარში 60-70 ლარია. სუპერმარკეტების სხვადასხვა ქსელში კი 1 კგ ინდაურის ფასი 15-დან 20 ლარამდე იქნება. თბილისის სუპერმარკეტებში აცხადებენ, რომ ინდაური ამჟამად არ აქვთ, თუმცა საახალწლო დღეებში მათ პროდუქციას აუცილებლად დაემატება. ახალი წლის დღეებში არც "დეზერტირების" ბაზარში და არც აღნიშნულ სუპერმარკეტებში ინდაურზე ფასის მკვეთრი მატება არ იგეგმება განაგრძეთ კითხვა BPN.GE-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია