ახალი წლის მოახლოებასთან ერთად გერმანიაში უსაფრთხოების ზომებს აძლიერებენ. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ავსტრიის სადაზვერვო სამსახურმა ევროპულ ქვეყნებს გადაუგზავნა ინფორმაცია, საახალწლო პერიოდში ტერაქტების მაღალი რისკის შესახებ.
როგორც პოლიციის პროფკავშირის ლიდერმა რაინერ ვენდტმა გამოცემა "ბილდთან" საუბარში განაცხადა, საფრთხეების დონის გაანალიზება 24-საათიან რეჟიმში ბერლინში, ერთობლივ ანტიტერორისტულ ცენტრში ხორციელდება.
მისი ინფორმაციით, ქუჩებში პატრულირება გაძლიერდა, საჯარო თავშეყრის ადგილებში კი სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული სამართალდამცველების რაოდენობა გაიზარდა.
გერმანიის ხელისუფლების განცხადებით, შესაბამისი ორგანოები სიტუაციას აკონტროლებენ და პანიკის საფუძველი არ არსებობს.