პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გაუუცხოვდა მარგველაშვილი "ოცნებას" - კითხვა, რომელმაც პრეზიდენტი გააცხარა
რატომ გაუუცხოვდა მარგველაშვილი "ოცნებას" - კითხვა, რომელმაც პრეზიდენტი გააცხარა

მე გა­ვუ­უ­ცხოვ­დი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ღი­რე­ბუ­ლე­ბებს? მე გა­ვუ­უ­ცხოვ­დი ჩემს წარ­სულს? - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში იმ შე­კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე სიმ­ყა­რის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად სპე­ცი­ა­ლუ­რად მოხ­და თუ არა ის, რომ პრე­ზი­დენ­ტი გუნ­დი­დან დის­ტან­ცირ­და.

"სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვაა. მე ვდის­ტან­ცირ­დი? - იკი­თხა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, მისი მი­სა­მარ­თით ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ კეთ­დე­ბო­და გარ­კვე­უ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ კო­მენ­ტი­რე­ბას არ აპი­რებს იმა­ზე, ეს სა­უ­ბა­რი სი­მარ­თლეა თუ ტყუ­ი­ლი.

"ორ ადა­მი­ანს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა, ორ ადა­მი­ანს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბად უნდა დარ­ჩეს წე­სით, მაგ­რამ მე არ მგო­ნია, რომ ვდის­ტან­ცირ­დი", - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, ერთი რამე ძა­ლი­ან ძნე­ლად და­სა­კარ­გია და ეს არის ის პრინ­ცი­პე­ბი, რო­მელ­ზეც დგა­ხარ.

"მე ვდგა­ვარ ოპო­ზი­ცი­ა­ში?! არის პრე­ზი­დენ­ტი, არის მმარ­თვე­ლი გუნ­დი, მაგ­რამ არის ერთი რამე ძა­ლი­ან ძნე­ლად და­სა­კარ­გი - ეს არის ის პრინ­ცი­პე­ბი, რო­მელ­ზეც იდე­ქი. თუ არის რა­ი­მე ტი­პის და­ძა­ბუ­ლი დი­ა­ლო­გი და მსჯე­ლო­ბა ჩემ­სა და მმარ­თველ გუნდს შო­რის რო­მე­ლი­მე სა­კი­თხში, რა ხდე­ბა ხოლ­მე ძი­რი­თად­ში - მე ვამ­ბობ, რომ ხალ­ხო, ჩვენ ერ­თად ვამ­ბობ­დით ამას. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში მე ამას ვამ­ბობ­დი 2003 წლი­დან ვი­ღა­ცას­თან ერ­თად, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში შემ­დეგ ვი­ღა­ცა შე­მოგ­ვი­ერ­თდა 2010-ში, მერე 2012-ში, მაგ­რამ არა მარ­ტო ვამ­ბობ­დით, ეს დავ­წე­რეთ", - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, ის არ­სად წა­სუ­ლა იმ პუნ­ქტე­ბი­დან, რო­მელ­ზეც ყვე­ლა­ნი იყ­ვნენ თა­ნახ­მა.

"მე გა­ვუ­უ­ცხოვ­დი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ღი­რე­ბუ­ლე­ბებს? მე გა­ვუ­უ­ცხოვ­დი ჩემს წარ­სულს? რო­მელ­ზე შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­უ­ბა­რი. მე გა­ვუ­ცხოვ­დი ჩემს წარ­სულ­თან, გუ­შინ­დელ პრო­ცეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში? მე გა­ვუ­ცხოვ­დი ჩემს წარ­სულ­თან, რო­დე­საც ვეტო და­ვა­დე მოს­მე­ნე­ბის კა­ნონს, რომ დავ­რბო­დით მთე­ლი ქა­ლა­ქი ქუ­ჩა­ში, ჩვენ გვის­მე­ნე­ნო. მე გა­ვუ­უ­ცხოვ­დი ჩემს ამომ­რჩე­ველს, რო­მელ­საც 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ეს მი­უ­ღე­ბე­ლია. რა გა­ვა­კე­თო დღეს, ვისი ერ­თგუ­ლი დავ­რჩე - ჩემი სი­ტყვე­ბის თუ იმ დო­კუ­მენ­ტის, რო­მე­ლიც ერ­თად შევ­ქმე­ნით სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის სა­ხით. მე აქ ვხე­დავ ძა­ლი­ან მარ­ტივ სი­ტუ­ა­ცი­ას, მე არ წავ­სულ­ვარ იმ პუნ­ქტე­ბი­დან, რო­მელ­ზეც ყვე­ლა­ნი ვი­ყა­ვით თა­ნახ­მა. თუ ვინ­მეს ეს დის­კომ­ფორ­ტს ანი­ჭებს და ძი­რი­თა­დად ამა­ზე სა­უბ­რო­ბენ, რა­ტომ აქ­ტი­უ­რობს პრე­ზი­დენ­ტი, რა­ტომ მო­იწ­ვია უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო, რა­ტომ გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი", - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

ამ კონ­ტექ­სტში მან გა­იხ­სე­ნა "ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნი, რო­მელ­საც ვეტო და­ა­დო. მისი თქმით, ერ­თად ამ­ბობ­დნენ, რომ ბიზ­ნე­სი უნდა იყოს შე­უ­ვა­ლი.

"ჩემ­თვის რო­გო­რი კომ­ფორ­ტუ­ლი იქ­ნე­ბო­და, რო­დე­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის" მტე­რი ვარ და მტე­რი ვი­ყა­ვი 2003 წლი­დან და ეს არა­ვის­თვის უცხო არ იყო. მე ხომ არ ვი­ყა­ვი და­მა­ლუ­ლი მტე­რი, მე ვი­ყა­ვი ღია. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის" მი­უ­ღე­ბე­ლი ვარ და ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ კამ­პა­ნი­ას აწარ­მო­ებს და სხვა­თა შო­რის, ამ დროს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვი­საც" მი­უ­ღე­ბე­ლი ვარ, რო­გო­რი კომ­ფორ­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცია მი­პო­ვია თურ­მე იმის­თვის, რომ გა­მემ­ყა­რე­ბი­ნა ჩემი სკა­მი. მთე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი გა­ერ­თი­ან­და ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ. ეს რა­ნა­ი­რად არის კომ­ფორ­ტუ­ლი პო­ზი­ცია, ან მყა­რი პო­ზი­ცია რა­ნა­ი­რად არის? არა­ნა­ი­რად. მე არც მა­ნამ­დე ვყო­ფილ­ვარ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში და არც ახლა არ ვარ, მაგ­რამ არის რა­ღაც რა­საც ჰქვია პრინ­ცი­პე­ბი", - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რატომ გაუუცხოვდა მარგველაშვილი "ოცნებას" - კითხვა, რომელმაც პრეზიდენტი გააცხარა

რატომ გაუუცხოვდა მარგველაშვილი "ოცნებას" - კითხვა, რომელმაც პრეზიდენტი გააცხარა

მე გავუუცხოვდი "ქართული ოცნების" ღირებულებებს? მე გავუუცხოვდი ჩემს წარსულს? - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში იმ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, თანამდებობაზე სიმყარის შესანარჩუნებლად სპეციალურად მოხდა თუ არა ის, რომ პრეზიდენტი გუნდიდან დისტანცირდა.

"საინტერესო კითხვაა. მე ვდისტანცირდი? - იკითხა მარგველაშვილმა.

კითხვაზე, მისი მისამართით ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ კეთდებოდა გარკვეული განცხადებები, მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ კომენტირებას არ აპირებს იმაზე, ეს საუბარი სიმართლეა თუ ტყუილი.

"ორ ადამიანს შორის ურთიერთობა, ორ ადამიანს შორის ურთიერთობად უნდა დარჩეს წესით, მაგრამ მე არ მგონია, რომ ვდისტანცირდი", - განაცხადა მარგველაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ერთი რამე ძალიან ძნელად დასაკარგია და ეს არის ის პრინციპები, რომელზეც დგახარ.

"მე ვდგავარ ოპოზიციაში?! არის პრეზიდენტი, არის მმართველი გუნდი, მაგრამ არის ერთი რამე ძალიან ძნელად დასაკარგი - ეს არის ის პრინციპები, რომელზეც იდექი. თუ არის რაიმე ტიპის დაძაბული დიალოგი და მსჯელობა ჩემსა და მმართველ გუნდს შორის რომელიმე საკითხში, რა ხდება ხოლმე ძირითადში - მე ვამბობ, რომ ხალხო, ჩვენ ერთად ვამბობდით ამას. ზოგ შემთხვევაში მე ამას ვამბობდი 2003 წლიდან ვიღაცასთან ერთად, ზოგ შემთხვევაში შემდეგ ვიღაცა შემოგვიერთდა 2010-ში, მერე 2012-ში, მაგრამ არა მარტო ვამბობდით, ეს დავწერეთ", - განაცხადა მარგველაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის არსად წასულა იმ პუნქტებიდან, რომელზეც ყველანი იყვნენ თანახმა.

"მე გავუუცხოვდი "ქართული ოცნების" ღირებულებებს? მე გავუუცხოვდი ჩემს წარსულს? რომელზე შეიძლება იყოს საუბარი. მე გავუცხოვდი ჩემს წარსულთან, გუშინდელ პროცესთან მიმართებაში? მე გავუცხოვდი ჩემს წარსულთან, როდესაც ვეტო დავადე მოსმენების კანონს, რომ დავრბოდით მთელი ქალაქი ქუჩაში, ჩვენ გვისმენენო. მე გავუუცხოვდი ჩემს ამომრჩეველს, რომელსაც 10 წლის განმავლობაში ვეუბნებოდი, რომ ეს მიუღებელია. რა გავაკეთო დღეს, ვისი ერთგული დავრჩე - ჩემი სიტყვების თუ იმ დოკუმენტის, რომელიც ერთად შევქმენით საარჩევნო კამპანიის სახით. მე აქ ვხედავ ძალიან მარტივ სიტუაციას, მე არ წავსულვარ იმ პუნქტებიდან, რომელზეც ყველანი ვიყავით თანახმა. თუ ვინმეს ეს დისკომფორტს ანიჭებს და ძირითადად ამაზე საუბრობენ, რატომ აქტიურობს პრეზიდენტი, რატომ მოიწვია უშიშროების საბჭო, რატომ გააკეთა კომენტარი", - განაცხადა მარგველაშვილმა.

ამ კონტექსტში მან გაიხსენა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონი, რომელსაც ვეტო დაადო. მისი თქმით, ერთად ამბობდნენ, რომ ბიზნესი უნდა იყოს შეუვალი.

"ჩემთვის როგორი კომფორტული იქნებოდა, როდესაც "ნაციონალური მოძრაობისთვის" მტერი ვარ და მტერი ვიყავი 2003 წლიდან და ეს არავისთვის უცხო არ იყო. მე ხომ არ ვიყავი დამალული მტერი, მე ვიყავი ღია. "ნაციონალური მოძრაობისთვის" მიუღებელი ვარ და ჩემ წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს და სხვათა შორის, ამ დროს "ქართული ოცნებისთვისაც" მიუღებელი ვარ, როგორი კომფორტული პოლიტიკური პოზიცია მიპოვია თურმე იმისთვის, რომ გამემყარებინა ჩემი სკამი. მთელი პოლიტიკური სპექტრი გაერთიანდა ჩემს წინააღმდეგ. ეს რანაირად არის კომფორტული პოზიცია, ან მყარი პოზიცია რანაირად არის? არანაირად. მე არც მანამდე ვყოფილვარ დაპირისპირებაში და არც ახლა არ ვარ, მაგრამ არის რაღაც რასაც ჰქვია პრინციპები", - განაცხადა მარგველაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."