საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარგველაშვილი: "ხომ არ გავაკეთო რაიმე აპლიკაცია აიფონისთვის?"
მარგველაშვილი: "ხომ არ გავაკეთო რაიმე აპლიკაცია აიფონისთვის?"

ჩემი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ბი­უ­ჯე­ტის ნა­ხე­ვა­რი დავ­ხარ­ჯე იმა­ზე, რომ კონ­სტი­ტუ­ცია წიგ­ნე­ბად და­მე­ბეჭ­და და და­მე­რი­გე­ბი­ნა, მაგ­რამ მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ამ წიგნს არ კი­თხუ­ლო­ბენ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა "იმე­დის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რი­თაც მის მიერ სხვა­დას­ხვა სა­კი­თხზე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებ­სა თუ ქმე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოთ­ქმულ კრი­ტი­კულ შე­ფა­სე­ბებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც ქვეყ­ნის პირ­ველ­მა პირ­მა აღ­ნიშ­ნა, ბოლო პე­რი­ოდ­ში ხე­დავს მისი, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის გა­ჩუ­მე­ბის ტენ­დენ­ცი­ას.

"ვხე­დავთ ტენ­დენ­ცი­ას, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად მოხ­დეს პრე­ზი­დენ­ტის გა­ჩუ­მე­ბა. ხან არის კონ­სტი­ტუ­ცი­ის მო­ტა­ნის, ხან "ძალ­თა გა­მი­ჯვნის მო­ტა­ნის" მცდე­ლო­ბა. სულ არის სა­უ­ბა­რი, რომ პრე­ზი­დენ­ტი, მა­გა­ლი­თად, ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დენს სა­სა­მარ­თლო­ზე... გუ­ში­ნაც მო­ვის­მი­ნე გან­ცხა­დე­ბა, რომ თურ­მე ხმის ამო­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და, რად­გან ეს სა­სა­მარ­თლო­ზე ზე­წო­ლა იქ­ნე­ბო­და. ჩემი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ბი­უ­ჯე­ტის ნა­ხე­ვა­რი წა­ვი­ღე იმა­ზე, რომ კონ­სტი­ტუ­ცია წიგ­ნე­ბად და­მე­ბეჭ­და და და­მე­რი­გე­ბი­ნა, მაგ­რამ ამ წიგნს არ კი­თხუ­ლო­ბენ - კარ­გი გა­მო­ცე­მაა და ჯო­ბია წა­ი­კი­თხონ. რას ნიშ­ნავს მო­სა­მარ­თლე­ზე ზე­წო­ლა, ან რას ნიშ­ნავს სა­სა­მარ­თლო­ზე ზე­წო­ლა, ძა­ლი­ან ნათ­ლად წე­რია ამ წიგნ­ში", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ხაზი გა­უს­ვა, რომ პრე­ზი­დენტს სწო­რედ კონ­სტი­ტუ­ცი­ით აქვს უფ­ლე­ბა კონ­კრე­ტულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია გა­მო­ხა­ტოს.

"შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, ის წიგ­ნი იმის­თვის დავ­ბეჭ­დე, რომ ამო­ე­ფა­რონ მას თა­ვის სი­ჩუ­მე­ში და შე­ე­ცა­დონ რომ მეც გა­ჩუ­მე­ბუ­ლი ვიყო – თურ­მე პრე­ზი­დენტს არ აქვს უფ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­როს, თეთრზე თეთ­რი თქვას და შავ­ზე შავი, პრე­ზი­დენტს არ ჰქო­ნია თურ­მე უფ­ლე­ბა თა­ვი­სი პო­ზი­ცია გა­მო­ხა­ტოს, არა­ვის არ ჰქო­ნია თურ­მე ამის უფ­ლე­ბა. რა კომ­ფორ­ტუ­ლი წიგ­ნი ყო­ფი­ლა ეს კონ­სტი­ტუ­ცია? - თურ­მე გვაძ­ლევს იმის უფ­ლე­ბას, რომ ვი­ყოთ პირ­ში წყალ­ჩა­გუ­ბე­ბუ­ლე­ბი და ის, რაც ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, თურ­მე არ უნდა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ. თურ­მე ამ წიგნ­ში წე­რია, რომ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მოწ­ვე­ვა ქვე­ყა­ნას და­ძა­ბავს, თურ­მე ამ წიგნ­ში წე­რია, რომ კონ­კრე­ტულ, უკვე მომ­ხდარ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ზე კო­მენ­ტა­რი არ უნდა გა­ა­კე­თო. რო­გო­რი კომ­ფორ­ტუ­ლი წიგ­ნი ყო­ფი­ლა კონ­სტი­ტუ­ცია? არა­და კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში წე­რია სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო: კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში წე­რია, რომ პრე­ზი­დენ­ტი ვალ­დე­ბუ­ლია მო­იწ­ვი­ოს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო, კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში წე­რია, რომ პრე­ზი­დენ­ტი ვალ­დე­ბუ­ლია რა­ღაც სა­კი­თხებ­ზე ჰქონ­დეს პო­ზი­ცია.

იცით რა ვი­ფიქ­რე? ხომ არ გა­ვა­კე­თო აპ­ლი­კა­ცია მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბის­თვის, რომ იქ­ნებ იქე­დან უფრო ად­ვი­ლად მო­ძებ­ნონ", - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

მარგველაშვილი: "ხომ არ გავაკეთო რაიმე აპლიკაცია აიფონისთვის?"

მარგველაშვილი: "ხომ არ გავაკეთო რაიმე აპლიკაცია აიფონისთვის?"

ჩემი ადმინისტრაციის ბიუჯეტის ნახევარი დავხარჯე იმაზე, რომ კონსტიტუცია წიგნებად დამებეჭდა და დამერიგებინა, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ წიგნს არ კითხულობენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "იმედის" ეთერში განაცხადა, რითაც მის მიერ სხვადასხვა საკითხზე გაკეთებულ განცხადებებსა თუ ქმედებებთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებს გამოეხმაურა.

როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში ხედავს მისი, როგორც პრეზიდენტის გაჩუმების ტენდენციას.

"ვხედავთ ტენდენციას, რომ რაღაცნაირად მოხდეს პრეზიდენტის გაჩუმება. ხან არის კონსტიტუციის მოტანის, ხან "ძალთა გამიჯვნის მოტანის" მცდელობა. სულ არის საუბარი, რომ პრეზიდენტი, მაგალითად, ზემოქმედებას ახდენს სასამართლოზე... გუშინაც მოვისმინე განცხადება, რომ თურმე ხმის ამოღება არ შეიძლებოდა, რადგან ეს სასამართლოზე ზეწოლა იქნებოდა. ჩემი ადმინისტრაციის ბიუჯეტის ნახევარი წავიღე იმაზე, რომ კონსტიტუცია წიგნებად დამებეჭდა და დამერიგებინა, მაგრამ ამ წიგნს არ კითხულობენ - კარგი გამოცემაა და ჯობია წაიკითხონ. რას ნიშნავს მოსამართლეზე ზეწოლა, ან რას ნიშნავს სასამართლოზე ზეწოლა, ძალიან ნათლად წერია ამ წიგნში", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტს სწორედ კონსტიტუციით აქვს უფლება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატოს.

"შთაბეჭდილება მრჩება, ის წიგნი იმისთვის დავბეჭდე, რომ ამოეფარონ მას თავის სიჩუმეში და შეეცადონ რომ მეც გაჩუმებული ვიყო – თურმე პრეზიდენტს არ აქვს უფლება პოლიტიკური პოზიცია დააფიქსიროს, თეთრზე თეთრი თქვას და შავზე შავი, პრეზიდენტს არ ჰქონია თურმე უფლება თავისი პოზიცია გამოხატოს, არავის არ ჰქონია თურმე ამის უფლება. რა კომფორტული წიგნი ყოფილა ეს კონსტიტუცია? - თურმე გვაძლევს იმის უფლებას, რომ ვიყოთ პირში წყალჩაგუბებულები და ის, რაც ჩვენი ვალდებულებაა, თურმე არ უნდა განვახორციელოთ. თურმე ამ წიგნში წერია, რომ უშიშროების საბჭოს მოწვევა ქვეყანას დაძაბავს, თურმე ამ წიგნში წერია, რომ კონკრეტულ, უკვე მომხდარ პოლიტიკურ პროცესზე კომენტარი არ უნდა გააკეთო. როგორი კომფორტული წიგნი ყოფილა კონსტიტუცია? არადა კონსტიტუციაში წერია სრულიად საპირისპირო: კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი ვალდებულია მოიწვიოს უშიშროების საბჭო, კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი ვალდებულია რაღაც საკითხებზე ჰქონდეს პოზიცია.

იცით რა ვიფიქრე? ხომ არ გავაკეთო აპლიკაცია მობილური ტელეფონებისთვის, რომ იქნებ იქედან უფრო ადვილად მოძებნონ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."