პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოტოგრაფი, რომელიც საქართველოს უნიკალურ ხედებს ციდან გათვალიერებინებთ
ფოტოგრაფი, რომელიც საქართველოს უნიკალურ ხედებს ციდან გათვალიერებინებთ

ფო­ტო­რე­პორ­ტი­ორ­მა ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძემ ერთ-ერ­თმა პირ­ველ­მა და­ი­წყო უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტუ­რით ფო­ტო­გა­და­ღე­ბა და უნი­კა­ლუ­რი კად­რე­ბი შექ­მნა. ბოლო პე­რი­ოდ­ში მან მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მო­ი­ა­რა და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სრუ­ლი­ად სხვა რა­კურ­სით, ზედ­ხედ­ში აღ­ბეჭ­და.

"ქვე­ყა­ნა თით­ქმის თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ნა­ნა­ხი მქონ­და, ბევ­რს დავფრი­ნავ­დი და ვი­ღებ­დი კი­დეც, მაგ­რამ ყო­ველ­თვის მინ­დო­და, რომ ის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რა­კურ­სით მე­ნა­ხა. რაც დრო გა­დი­ო­და, სულ უფრო მიმ­ძაფ­რდე­ბო­და ეს სურ­ვი­ლი. მერე და­ვინ­ტე­რეს­დი იმ საქ­მით, რაც ფო­ტოგ­რა­ფი­ა­ში საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს და რაც ბევ­რი რა­მის ხილ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას მომ­ცემ­და, კონ­კრე­ტუ­ლად კი გა­და­მე­ღო ის ად­გი­ლე­ბი, რაც მი­უწ­ვდო­მე­ლია, მი­უ­ვა­ლია და შემ­დგომ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის (ვი­საც ფრე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს) მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ზედა რა­კურ­სით. დიახ, ეს არის ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი, ლა­მა­ზი ად­გი­ლე­ბი, ტბე­ბი და ა.შ. მოკ­ლედ, და­ინ­ტე­რე­სე­ბა ამ ყვე­ლაფ­რის მი­მართ სამი წლის წინ გა­მიჩ­ნდა, - ამ­ბობს ირაკ­ლი და დას­ძენს, - ამი­ტომ, შარ­შან მო­ვი­ა­რე სა­ქარ­თვე­ლო, პრო­ექ­ტი მქონ­და "პა­ლიტ­რა მე­დი­ას­თან" ერ­თად "ცი­დან და­ნა­ხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო", რო­მე­ლიც ცოტა ხან­ში სხვა სა­ხით იხი­ლავს დღის სი­ნათ­ლეს (წიგ­ნად გა­მო­ი­ცე­მა) და მკი­თხველს, მა­ყუ­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, თა­ვის ქვე­ყა­ნას ზე­მო­დან გა­ეც­ნოს. მოვ­ლი­ლი გვაქვს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ო­ნი, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, აფხა­ზე­თის ნა­წი­ლიც კი, ენ­გუ­რის ხი­დი­დან გა­და­ვი­ღე და ის ად­გი­ლე­ბი აი­სა­ხა, რო­მე­ლიც ბევრ ქარ­თველს არც ზედა რა­კურ­სით უნა­ხავს და არც - რე­ა­ლუ­რად.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

- რო­დე­საც შენი ნა­მუ­შევ­რე­ბი ვნა­ხე, ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი ობი­ექ­ტე­ბი, ზედ­ხე­დი­დან ვერც ვი­ცა­ნი და იმა­ში დავ­რწმუნ­დი, რომ ეს საფ­რე­ნი აპა­რა­ტუ­რა დიდ საქ­მეს აკე­თებს.

- ჩემს მან­ქა­ნა­ზე გაკ­რუ­ლია სლო­გა­ნი - "ზე­მო­დან უკე­თე­სია," რაც შენს ნათ­ქვამს უფრო ამ­ყა­რებს.

- ბოლო დროს PALITRANEWS-ის ეთე­რი­თაც გა­მოჩ­ნდა შენი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რო­მელ­საც ტე­ლე­ვი­ზია ტიხ­რე­ბად იყე­ნებს.

- ჩემ­მა ფო­ტოპ­რო­ექ­ტმა სა­ყო­ველ­თაო მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა და შემ­დეგ ტე­ლე­ვი­ზი­აც და­ინ­ტე­რეს­და, რომ ვი­დე­ო­მა­სა­ლის სა­ხით მი­მე­წო­დე­ბი­ნა მათ­თვის ლა­მა­ზი კად­რე­ბი და ხე­დე­ბი. მა­ყუ­რე­ბელს ძა­ლი­ან მოს­წონს, რად­გა­ნაც რო­გორც ვამ­ბობ, სა­ქარ­თვე­ლო სრუ­ლი­ად სხვა რა­კურ­სით და­ი­ნა­ხეს. მისი ლა­მა­ზი ბუ­ნე­ბა და ად­გი­ლე­ბი. ახლა ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან ეძ­ლე­ვათ ამ სუ­ლა­მა­ზის ხილ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა.

- ბო­ლოს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა შენი აპა­რა­ტით გა­და­ღე­ბულ გომ­ბო­რის გზას.

- კი, კადრში ასა­ხუ­ლია პირ­ვე­ლი თოვ­ლის მოს­ვლა უღელ­ტე­ხილ­ზე, ჯერ კი­დევ შე­მორ­ჩე­ნი­ლი მწვა­ნე ბა­ლა­ხი, და­თოვ­ლი­ლი ხე­ე­ბი და ბევ­რი უნი­კა­ლუ­რი კად­რი...

ჩემ­თვის ამ ყვე­ლა­ფერ­ზე მუ­შა­ო­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ "მი­წი­ერ" ფო­ტოგ­რა­ფი­ა­ში ამოვ­წუ­რე ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ცი­დან გა­და­ღე­ბა­ზეც გა­და­ვე­დი. რა თქმა უნდა, "მი­წი­ერ" ფო­ტოგ­რა­ფი­ას ვაგ­რძე­ლებ, უბ­რა­ლოდ, მას და­ე­მა­ტა ვი­დე­ო­გა­და­ღე­ბა. ეს უბ­რა­ლოდ ხედ­ვის შეც­ვლაა, რომ მა­ყუ­რე­ბელს ესა თუ ის რამ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლით ვაჩ­ვე­ნოთ.

- მსგავ­სი ტიხ­რე­ბი "მა­ესტროს" ტე­ლე­ე­თერ­შიც გა­მოჩ­ნდა. ისიც შენი ნა­მუ­შე­ვა­რი ხომ არ არის?

- კი, რო­გორც ჩანს PALITRANEWS-ის ეთერ­შიგაშ­ვე­ბულ­მა ტიხ­რებ­მა დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბა ჰპო­ვა, შემ­დეგ "მა­ესტროს" ტე­ლე­ვი­ზი­ა­მაც მთხო­ვა გა­და­ღე­ბა. ღა­მის თბი­ლი­სი მა­ნამ­დეც მქონ­და გა­და­ღე­ბუ­ლი, თუმ­ცა მათ­თვის თა­ვი­დან მოხ­და გა­და­ღე­ბა.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

ნა­ხეთ ვი­დე­ო­ე­ბი:

სა­მე­ბა ცი­დან - სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ტაძ­რის უნი­კა­ლუ­რი კად­რე­ბი

მცხე­თა ცი­დან - სუნ­თქვის­შემ­კვრე­ლი გა­სე­ირ­ნე­ბა სა­ტახ­ტო ქა­ლაქ­ში

რო­გორ ერ­თდე­ბა შავი და თეთ­რი არაგ­ვი - ცი­დან გა­და­ღე­ბულ სა­ო­ცარ კად­რებს თქვენ პირ­ვე­ლად ნა­ხავთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ფოტოგრაფი, რომელიც საქართველოს უნიკალურ ხედებს ციდან გათვალიერებინებთ

ფოტოგრაფი, რომელიც საქართველოს უნიკალურ ხედებს ციდან გათვალიერებინებთ

ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო უპილოტო საფრენი აპარატურით ფოტოგადაღება და უნიკალური კადრები შექმნა. ბოლო პერიოდში მან მთელი საქართველო მოიარა და ჩვენი ქვეყანა სრულიად სხვა რაკურსით, ზედხედში აღბეჭდა.

"ქვეყანა თითქმის თავიდან ბოლომდე ნანახი მქონდა, ბევრს დავფრინავდი და ვიღებდი კიდეც, მაგრამ ყოველთვის მინდოდა, რომ ის განსხვავებული რაკურსით მენახა. რაც დრო გადიოდა, სულ უფრო მიმძაფრდებოდა ეს სურვილი. მერე დავინტერესდი იმ საქმით, რაც ფოტოგრაფიაში საფრენი აპარატების გამოყენებას გულისხმობს და რაც ბევრი რამის ხილვის საშუალებას მომცემდა, კონკრეტულად კი გადამეღო ის ადგილები, რაც მიუწვდომელია, მიუვალია და შემდგომ ადამიანებისთვის (ვისაც ფრენის საშუალება არ აქვს) მეჩვენებინა ჩვენი ქვეყანა ზედა რაკურსით. დიახ, ეს არის ისტორიული ძეგლები, ლამაზი ადგილები, ტბები და ა.შ. მოკლედ, დაინტერესება ამ ყველაფრის მიმართ სამი წლის წინ გამიჩნდა, - ამბობს ირაკლი და დასძენს, - ამიტომ, შარშან მოვიარე საქართველო, პროექტი მქონდა "პალიტრა მედიასთან" ერთად "ციდან დანახული საქართველო", რომელიც ცოტა ხანში სხვა სახით იხილავს დღის სინათლეს (წიგნად გამოიცემა) და მკითხველს, მაყურებელს საშუალება ექნება, თავის ქვეყანას ზემოდან გაეცნოს. მოვლილი გვაქვს საქართველოს ყველა რეგიონი, თქვენ წარმოიდგინეთ, აფხაზეთის ნაწილიც კი, ენგურის ხიდიდან გადავიღე და ის ადგილები აისახა, რომელიც ბევრ ქართველს არც ზედა რაკურსით უნახავს და არც - რეალურად.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

- როდესაც შენი ნამუშევრები ვნახე, ჩემთვის ცნობილი ობიექტები, ზედხედიდან ვერც ვიცანი და იმაში დავრწმუნდი, რომ ეს საფრენი აპარატურა დიდ საქმეს აკეთებს.

- ჩემს მანქანაზე გაკრულია სლოგანი - "ზემოდან უკეთესია," რაც შენს ნათქვამს უფრო ამყარებს.

- ბოლო დროს PALITRANEWS-ის ეთერითაც გამოჩნდა შენი შესანიშნავი ვიდეომასალა, რომელსაც ტელევიზია ტიხრებად იყენებს.

- ჩემმა ფოტოპროექტმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა და შემდეგ ტელევიზიაც დაინტერესდა, რომ ვიდეომასალის სახით მიმეწოდებინა მათთვის ლამაზი კადრები და ხედები. მაყურებელს ძალიან მოსწონს, რადგანაც როგორც ვამბობ, საქართველო სრულიად სხვა რაკურსით დაინახეს. მისი ლამაზი ბუნება და ადგილები. ახლა ტელეეკრანიდან ეძლევათ ამ სულამაზის ხილვის საშუალება.

- ბოლოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა შენი აპარატით გადაღებულ გომბორის გზას.

- კი, კადრში ასახულია პირველი თოვლის მოსვლა უღელტეხილზე, ჯერ კიდევ შემორჩენილი მწვანე ბალახი, დათოვლილი ხეები და ბევრი უნიკალური კადრი...

ჩემთვის ამ ყველაფერზე მუშაობა ნიშნავს იმას, რომ "მიწიერ" ფოტოგრაფიაში ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები და ციდან გადაღებაზეც გადავედი. რა თქმა უნდა, "მიწიერ" ფოტოგრაფიას ვაგრძელებ, უბრალოდ, მას დაემატა ვიდეოგადაღება. ეს უბრალოდ ხედვის შეცვლაა, რომ მაყურებელს ესა თუ ის რამ განსხვავებული სტილით ვაჩვენოთ.

- მსგავსი ტიხრები "მაესტროს" ტელეეთერშიც გამოჩნდა. ისიც შენი ნამუშევარი ხომ არ არის?

- კი, როგორც ჩანს PALITRANEWS-ის ეთერში გაშვებულმა ტიხრებმა დიდი დაინტერესება ჰპოვა, შემდეგ "მაესტროს" ტელევიზიამაც მთხოვა გადაღება. ღამის თბილისი მანამდეც მქონდა გადაღებული, თუმცა მათთვის თავიდან მოხდა გადაღება.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ნახეთ ვიდეოები:

სამება ციდან - საქართველოს ყველაზე მასშტაბური ტაძრის უნიკალური კადრები

მცხეთა ციდან - სუნთქვისშემკვრელი გასეირნება სატახტო ქალაქში

როგორ ერთდება შავი და თეთრი არაგვი - ციდან გადაღებულ საოცარ კადრებს თქვენ პირველად ნახავთ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია