პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოზურგეთის რაიონში გარდაცვლილი 9 წლის ბავშვის ოჯახზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
ოზურგეთის რაიონში გარდაცვლილი 9 წლის ბავშვის ოჯახზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მე­ლე­ქე­დურ­ში 9 წლის ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი გახ­და ცნო­ბი­ლი. მე­სა­მე კლა­სის მოს­წავ­ლე ჩა­მომ­ხრჩვა­ლი სახ­ლის ახ­ლოს იპო­ვეს. მე­ლე­ქე­დუ­რის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ამ­ბო­ბენ, რომ ბავ­შვი მშობ­ლებ­თან, ბე­ბი­ას­თან და და-ძმას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.

"ძა­ლი­ან კე­თი­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ბავ­შვი იყო. ვე­რა­ფერს გე­ტყვით, რა მოხ­და. ყვე­ლა­ნი გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი ვართ" , - გა­ნუ­ცხა­დეს "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სკო­ლა­ში. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოჯა­ხის სამი ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბით სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტო იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რად­გან მშობ­ლე­ბი ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბა­ში იყ­ვნენ შემ­ჩნე­ულ­ნი. რო­გორც სო­ფელ მე­ლე­ქე­დუ­რის მცხოვ­რე­ბი აცხა­დებს, ტრა­გე­დი­ის დღეს, ბავ­შვის დედა ქა­ლაქ ოზურ­გეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ბავ­შვის­თვის ტან­საც­მლის სა­ყიდ­ლად, რად­გან ორ­შა­ბათს ბავ­შვი სას­კო­ლო ზე­ი­მის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. საქ­მე აღ­ძრუ­ლია 115-ე მუხ­ლით, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ოზურგეთის რაიონში გარდაცვლილი 9 წლის ბავშვის ოჯახზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ოზურგეთის რაიონში გარდაცვლილი 9 წლის ბავშვის ოჯახზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში 9 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი. მესამე კლასის მოსწავლე ჩამომხრჩვალი სახლის ახლოს იპოვეს. მელექედურის საჯარო სკოლაში ამბობენ, რომ ბავშვი მშობლებთან, ბებიასთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრობდა.

"ძალიან კეთილი და ყურადღებიანი ბავშვი იყო. ვერაფერს გეტყვით, რა მოხდა. ყველანი გაოცებულები ვართ" , - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" სკოლაში. არსებული ინფორმაციით, ოჯახის სამი ბავშვის მდგომარეობით სოციალური სააგენტო იყო დაინტერესებული, რადგან მშობლები ალკოჰოლის მოხმარებაში იყვნენ შემჩნეულნი. როგორც სოფელ მელექედურის მცხოვრები აცხადებს, ტრაგედიის დღეს, ბავშვის დედა ქალაქ ოზურგეთში იმყოფებოდა ბავშვისთვის ტანსაცმლის საყიდლად, რადგან ორშაბათს ბავშვი სასკოლო ზეიმისთვის ემზადებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. საქმე აღძრულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ