შემზარავი ფაქტი ოზურგეთში: 7 წლის ბავშვი ჩამომხრჩვალი იპოვეს

შემზარავი ფაქტი ოზურგეთში: 7 წლის ბავშვი ჩამომხრჩვალი იპოვეს

დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში 7 წლის რეზიკო ბ. ჩამომხრჩვალი იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ოჯახის ნათესავები პოლიციის ვერსიას უარყოფენ და აცხადებენ, რომ სავარაუდოდ ბავშვმა თვითმკვლელობა გაუფრთხილებლობით, სხვების შეშინების მიზნით შემთხვევით ჩაიდინა.

ცნობილია, რომ ოჯახში გარკვეული პრობლემები არსებობდა და რეზიკოს დედას უმცროს ორ ბავშვზე დედობის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა.

ეს ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოშიც დაგვიდასტურეს. ახლობლები და ნათესავები იმ ვერსიასაც გამორიცხავენ, რომ ბავშვმა შესაძლოა ოჯახური პრობლემების გამო მოიკლა თავი.

მარიამ ბ. (ოჯახის ახლო ნათესავი): " რეზიკო ჯანმრთელი და სიცოცხლით სავსე ბავშვი იყო. მხოლოდ 7 წლის იყო და გამორიცხულია, რომ ოჯახური პრობლემების გამო თავი მოეკლა. ძალიან პატარა იყო იმისთვის, რომ ეს გაეაზრებინა და მსგავსი არაფერიც არ ეტყობოდა. აქამდე თვითმკვლელობის მცდელობაც ან რაიმე მსგავსი არ ჰქონია, ხომ გითხარით ერთი ჩვეულებრივი და ჯანმრთელი ბავშვი იყო. ალბათ ბავშვების ან სხვების შეშინება უნდოდა, ან თამაშის მიზნით გააკეთა და თავი შემთხვევით მოიკლა. ".

ნათესავების და მეზობლების მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უბედურ შემთხვევამდე პატარა თავის მეზობელ თანატოლებთან ერთად სახლის წინ თამაშობდა. უბედური შემთხვევის დროს სახლში მხოლოდ ბებია იმყოფებოდა, რომელსაც ბავშვის გაუჩინარებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ბავშვის დედა ქალაქ ოზურგეთში იმყოფებოდა და სახლში დაბრუნებისას რეზიკოს ძებნა სწორედ მას დაუწყია.

ლაშა ც. (მეზობელი) : " ქალაქიდან დაბრუნების შემდეგ რეზიკოს ძებნა დედამისმა დაიწყო და სახლის უკან ფარდულში ჩამომხრჩვალი ნახა. თავი "რემენით" ჩამოუხრჩვია. უკვე გარდაცვლილი იყო. სახე გალურჯებულ-გაშავებული ჰქონდა. ჩვეულებრივი პატარა ბავშვი იყო, ჭკვიანი და ჯანმრთელი. არ ვიცით თავი რატომ მოიკლა. ყველანი დამწუხრებული ვართ ამ ამბით და მეტი არაფერი ვიცით".

წყარო: gurianews.com

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ