პარტნიორები:

    "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლებმა პანსიონში მცხოვრებ მოხუცებს საჩუქრები გადასცეს

    "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლებმა პანსიონში მცხოვრებ მოხუცებს საჩუქრები გადასცეს

    კომპანია "თბილისის მიკროავტობუსმა" პანსიონში მცხოვრებ მოხუცებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსიდან" აცნობეს, ბერი გაბრიელის სახელობის მიუსაფარ მოხუცთა პანსიონში მცხოვრებ ოცდაშვიდ ბინადარს კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლებმა საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს და მათი ცხოვრების შესახებ სევდიანი ისტორიები მოისმინეს.

    როგორც მოხუცთა თავშესაფრის დირექტორმა მარინა ბორშუკოვმა აღნიშნა, პანსიონში მცხოვრები მოხუცებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს თუნდაც პატარა უმნიშვნელო ყურადღებასა და სითბოს.

    კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსის" განცხადებით, თავშესაფრის მოხუცებზე ზრუნვას მომავალშიც გააგრძელებენ.

    კომპანია მოუწოდებს საზოგადოებას, ერთად იზრუნონ მზრუნველობამოკლებულ მოხუცებზე, რომელთაც ეს მხარდაჭერა ნამდვილად სჭირდებათ.

    ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

    ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია