პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან მურუსიძე პრეზიდენტს სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლაში ადანაშაულებს
ლევან მურუსიძე პრეზიდენტს სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლაში ადანაშაულებს

იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მდი­ვა­ნი, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე პრე­ზი­დენტს სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე ზე­წო­ლა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ამის შე­სა­ხებ მუ­რუ­სი­ძემ დღეს გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც კონ­სტი­ტუ­ცია მი­ი­ტა­ნა და პრე­ზი­დენ­ტის დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბას უპა­სუ­ხა.

"მე, რო­გორც იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მდი­ვან­მა, მინ­და გან­ვა­ცხა­დო, რომ ხელ­ში მი­ჭი­რავს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია, რო­მე­ლიც მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ მო­სა­მარ­თლე­ებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა და ამ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში სა­უ­ბა­რი არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ნა­წი­ლე­ბის პრინ­ციპ­ზე. ჩემი სურ­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და, ეს რე­ა­ლუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო ცხოვ­რე­ბა­ში და არ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო ქა­ღალ­დზე. რო­დე­საც კენ­ჭისყ­რე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის, პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლა და შე­ფა­სე­ბა კენ­ჭისყ­რის შე­დე­გე­ბის, მი­მაჩ­ნია, რომ ეს არის ზე­წო­ლა სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე და მე მინ­და კი­დევ ერთ გა­რე­მო­ე­ბას გა­ვუს­ვა ხაზი. რო­დე­საც 2013 წელს მე ამირ­ჩი­ეს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მდივ­ნად, მა­ში­ნაც მქონ­და გან­ხი­ლუ­ლი გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე, მა­ში­ნაც პრე­ზი­დენტს ასე­ვე ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა, თუმ­ცა არც მას და არც სხვას არ გახ­სე­ნე­ბია აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე და არა­ვის გა­მო­უ­ხა­ტავს მძაფ­რი პრო­ტეს­ტი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე არ­ჩე­უ­ლი იყო იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მდივ­ნად.

ჩემი მო­წო­დე­ბა არის, რომ სა­სა­მარ­თლო არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვად იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და შე­ა­ბა­მი­სად, ამას ყვე­ლამ უნდა სცეს პა­ტი­ვი. კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის პრინ­ცი­პი შეს­რულ­დეს არა მხო­ლოდ ქა­რალ­დზე, არა­მედ რე­ა­ლუ­რად, ცხოვ­რე­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და მუ­რუ­სი­ძემ და იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ყვე­ლა წევ­რს, მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"მად­ლო­ბა იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს ყვე­ლა იმ წევ­რს, ვინც არ­ნა­ხულ ზე­წო­ლას გა­უძ­ლო და რე­ა­ლუ­რად მი­ი­ღო ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მი­აჩ­ნდათ და რო­მელ­ზეც ფიქ­რობ­დნენ, რომ ეს იყო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე", - გა­ნა­ცხა­და მუ­რუ­სი­ძემ.

პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის არ­ჩე­ვას მი­უ­ღე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უწო­და.

"ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­მართ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­უ­ღებ­ლო­ბა ამ დღე­ებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ნათ­ლად გა­მოჩ­ნდა. ეს მი­უ­ღებ­ლო­ბა ყა­ლიბ­დე­ბო­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მომ­დი­ნა­რე იმ საქ­მე­ე­ბი­დან, რომ­ლებ­მაც არა მარ­ტო გა­ა­ერ­თი­ა­ნა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, არა­მედ გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი იყო სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს­თვის", - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გა­მოგ­ვყე­ვით, რომ არ გა­მო­ტო­ვოთ პო­ლი­ტი­კის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი.

გა­მო­ი­წე­რეთ პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პო­ლი­ტი­კა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ლევან მურუსიძე პრეზიდენტს სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლაში ადანაშაულებს

ლევან მურუსიძე პრეზიდენტს სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლაში ადანაშაულებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე პრეზიდენტს სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მურუსიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც კონსტიტუცია მიიტანა და პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას უპასუხა.

"მე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, მინდა განვაცხადო, რომ ხელში მიჭირავს საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც მინდა აღვნიშნო, რომ მოსამართლეებს საქართველოს პრეზიდენტმა გამოგვიგზავნა და ამ კონსტიტუციაში საუბარი არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე. ჩემი სურვილი იქნებოდა, ეს რეალურად განხორციელებულიყო ცხოვრებაში და არ დარჩენილიყო ქაღალდზე. როდესაც კენჭისყრები დასრულებული არ არის, პრეზიდენტის გამოსვლა და შეფასება კენჭისყრის შედეგების, მიმაჩნია, რომ ეს არის ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე და მე მინდა კიდევ ერთ გარემოებას გავუსვა ხაზი. როდესაც 2013 წელს მე ამირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად, მაშინაც მქონდა განხილული გირგვლიანის საქმე, მაშინაც პრეზიდენტს ასევე ძალზე მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა, თუმცა არც მას და არც სხვას არ გახსენებია აღნიშნული საქმე და არავის გამოუხატავს მძაფრი პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ლევან მურუსიძე არჩეული იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად.

ჩემი მოწოდება არის, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი ხელისუფლება, რომელიც თავად იღებს გადაწყვეტილებას და შეაბამისად, ამას ყველამ უნდა სცეს პატივი. კონსტიტუციაში გათვალისწინებული ხელისუფლების განაწილების პრინციპი შესრულდეს არა მხოლოდ ქარალდზე, არამედ რეალურად, ცხოვრებაში", - განაცხადა მურუსიძემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრს, მადლობა გადაუხადა.

"მადლობა იუსტიციის საბჭოს ყველა იმ წევრს, ვინც არნახულ ზეწოლას გაუძლო და რეალურად მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიაჩნდათ და რომელზეც ფიქრობდნენ, რომ ეს იყო გადაწყვეტილება სასამართლო ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა მურუსიძემ.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლევან მურუსიძის არჩევას მიუღებელი გადაწყვეტილება უწოდა.

"ასეთი გადაწყვეტილების მიმართ ქართული საზოგადოების მიუღებლობა ამ დღეებში განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა. ეს მიუღებლობა ყალიბდებოდა წლების განმავლობაში გამომდინარე იმ საქმეებიდან, რომლებმაც არა მარტო გააერთიანა ქართული საზოგადოება, არამედ გამაოგნებელი იყო სტრასბურგის სასამართლოსთვის", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."