კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილების წერილები თოვლის ბაბუას: "ევროპაში მარტო ტყემლით და "კაი ბიჭობით" ნუ შეიყვან ბედკრული ქვეყნის შვილებს"
ცნობილების წერილები თოვლის ბაბუას: "ევროპაში მარტო ტყემლით და "კაი ბიჭობით" ნუ შეიყვან ბედკრული ქვეყნის შვილებს"

თოვ­ლის ბა­ბუ­ი­სა თუ სან­ტა კლა­უ­სი­სად­მი წე­რი­ლის მი­წე­რის ტრა­დი­ცია ყვე­ლა პა­ტა­რას­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია... ვი­ნა­ი­დან ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, მი­უ­ხე­და­ვად ასა­კი­სა თუ სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, მა­ინც დიდი ბავ­შვია და ბავ­შვუ­რად უხა­რია ყო­ვე­ლი ახა­ლი წლის დად­გო­მა, რამ­დე­ნი­მე მათ­განს ამ "მი­თი­უ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის" წე­რი­ლე­ბის მი­წე­რა ვთხო­ვე...

ზოგ­მა უარი მი­თხრა, ვერ დავ­წე­რო, ზოგი თა­ვის ნატ­ვრებ­ში ძა­ლი­ან ლა­კო­ნუ­რი აღ­მოჩ­ნდა. მოკ­ლედ, იყო იუ­მო­რიც, სურ­ვი­ლე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და მათი დაძ­ლე­ვის თხოვ­ნაც ...

ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძე, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მსა­ხი­ო­ბი:

- ყოვ­ლის­შემ­ძლე თოვ­ლის ბა­ბუ­ას­თან ბევ­რი სურ­ვი­ლი და თხოვ­ნა მაქვს: პირ­ველ რიგ­ში, მსოფ­ლი­ო­ში მშვი­დო­ბა მინ­და და ჩვე­ნი ქვეყ­ნის გამ­თლი­ა­ნე­ბა და წინსვლა, ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა... ასე­ვე პი­რა­დად ჩემ­თვის მეტი ფული, "მერ­სე­დე­სის" ახა­ლი G-კლა­სი, სა­ინ­ტე­რე­სო კი­ნო­რო­ლე­ბი, უფრო ბევ­რი ბედ­ნი­ე­რი დღე და ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რომ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, სა­ინ­ტე­რე­სო და ხა­ლი­სი­ა­ნი წელი იყოს 2016 ჩემ­თვის.

ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე, პრო­დი­უ­სე­რი:

-ძვირ­ფა­სო სან­ტა, ნუ გგო­ნია, როცა ჩემს სა­ა­ხალ­წლო თხოვ­ნებს მო­ის­მენ თუ წა­ი­კი­თხავ, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შემ­თხვე­ვაა, არა, თხოვ­ნებ­მა ფორ­მა­ტი შე­იც­ვა­ლა და მო­თხოვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­და... თან, გან­სა­კუთ­რე­ბით შენი შარ­შან­დე­ლი დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის ფონ­ზე, რო­მე­ლიც დროა, გა­მო­ას­წო­რო, რად­გან სა­თა­უ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რეც კი, ყვე­ლა­ფერ­მა უკვე დახ­შუ­ლი სივ­რცის ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო, რომ­ლის გარ­ღვე­ვა­ში დახ­მა­რე­ბა შენი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა და სარ­კო­ზის პრაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გთა­ვა­ზობ 6-პუნ­ქტი­ან შე­თან­ხმე­ბა-მო­თხოვ­ნას:

1. უნდა მოს­პო სა­ცო­ბი. პ.ს. ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს რა პრინ­ცი­პით გა­და­წყვი­ტე ამ­დე­ნი მან­ქა­ნის და­რი­გე­ბა, ან თუ არი­გებ­დი, ქა­ლა­ქის მერს გზებ­ზე დახ­მა­რე­ბო­დი (შენს იმე­და­დღაა დარ­ჩე­ნი­ლი ისე­დაც);

2. უნდა ამო­ავ­სო ჭე­ბად გა­დაქ­ცე­უ­ლი ორ­მო­ე­ბი, რომ­ლებ­საც ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი ვერ ხე­დავს;

3. ყვე­ლა ჩემი მე­გობ­რის, ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და სხვა­თა კე­თი­ლი გან­ზრახ­ვე­ბი მინ­და რომ ამო­ი­კი­თხო და შე­უს­რუ­ლო 100%-იანი სი­ზუს­ტით.

პ.ს. ხო, აქვე ისიც მინ­და, რომ დედა - ოჯა­ხის წევ­რად და­აბ­რუ­ნო;

4. გახ­სნილ ევ­რო­პა­ში მარ­ტო ტყემ­ლით, ჩურ­ჩხე­ლით და "კაი ბი­ჭო­ბით" ნუ შე­იყ­ვან ბედკ­რუ­ლი და მრა­ვალ­ჯერ­ტან­ჯუ­ლი, წილ­ხვედ­რი ქვეყ­ნის შვი­ლებს, რა­ი­მე პრაგ­მა­ტუ­ლი სარ­გე­ბე­ლი და­ა­ნათ­ლე 2016 წელს;

5. ჯა­ნე­ტა და მიშა მეს­ხი კი­დევ ერთხელ გა­უშ­ვი თა­ვი­ანთ კონ­კურ­სებ­ზე: "მის დე­და­მი­წა­სა" და "ოს­კარ­ზე" (ოღონდ, ვინ სად მი­დის, ეგ არ აგე­რი­ოს). მიშა გა­მო­ძი­ნე­ბუ­ლია, ჯა­ნე­ტა კვლავ მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი;

6. 2016 არ­ჩევ­ნე­ბის წე­ლია და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვი­თხოვ, მე, ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე და ქარ­თვე­ლი ერის დიდი ნა­წი­ლი, ჩემი შალ­ვა (ნა­თე­ლაშ­ვი­ლი) მო­ახ­ვედ­რე პარ­ლა­მენ­ტში, რომ მერე თა­ვის მხრივ შალ­ვამ მო­ახ­ვედ­როს დე­პუ­ტა­ტებს და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა­მებრ.

პ.ს. კი­დევ რა­ღა­ცე­ბიც მინ­და, მაგ­რამ ამ 6 პუნ­ქტში ვერ ჩა­ვა­ტიე და მათ­ზე ისღა დამ­რჩე­ნია ვი­ლო­ცო...

ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი:

-ჩემი გლო­ბა­ლუ­რი თხოვ­ნა სან­ტას: გთხოვ, 2016 წელი იყოს მშვი­დო­ბის, ღი­მი­ლის, მი­ტე­ვე­ბის, ბა­რა­ქის, სიყ­ვა­რუ­ლის, სურ­ვი­ლე­ბის ას­რუ­ლე­ბის წელი, ხოლო ჩემი ლო­კა­ლუ­რი სურ­ვი­ლი შენ მი­მართ ასე­თია: მან­ქა­ნას გთხოვ, "ბენტლის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბილს.

ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე, პუბ­ლი­ცის­ტი:

-ჩემო ძვირ­ფა­სო სან­ტა კლა­უს, ანუ ბა­ტო­ნო უშან­გი თოვ­ლის ბა­ბუ­ავ! ყო­ველ ახალ წელს მინ­და, რა­ღაც ყვე­ლა­ზე საკ­რა­ლუ­რი და წმინ­და თხოვ­ნა შენ გა­მო­გიგ­ზავ­ნო. გთხო­ვო ის, რომ ცხოვ­რე­ბა გა­უ­ად­ვი­ლო ამ ტან­ჯვის­თვის მოვ­ლე­ნილ მი­ლი­არ­დო­ბით ადა­მი­ანს.

მაგ­რამ წელს მინ­და, უფრო კონ­კრე­ტუ­ლი თხოვ­ნით შე­მო­ვი­დე შენ­თან.

სან­ტა კლა­უსო, ანუ ბა­ტო­ნო უშან­გი - ძა­ლი­ან გთხოვ, ცო­ტა­თი მა­ინც დე­ეხ­მა­რე ჩვენს ერს, ჩვენს ხალ­ხს იმა­ში, რომ ეს სი­ღა­ტა­კე და­ა­მარ­ცხოს - რომ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის 80-90 პრო­ცენ­ტი არ იყოს ან სრუ­ლი­ად უქო­ნე­ლი, ანაც რო­მე­ლი­ღაც "ოუ­ნე­რის" უპი­რო­ბო მონა, ვი­თომ "თა­ვი­სუ­ფა­ლი ეკო­ნო­მი­კის" სა­ხე­ლით. იქ­ნებ რამე ხელი წაგ­ვაშ­ვე­ლო შენი სა­ო­ცა­რი სუფ-სი­დი­რე­ბით.

იქ­ნებ 2016 წელს დე­ვი­წყოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­სი და გა­ვა­კე­თოთ პა­ტა­რა კო­ო­პე­რა­ტი­ვე­ბი მა­ინც, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი კონ­კუ­რენ­ცი­ის, შუღ­ლის და ძა­ლა­დო­ბის მა­გივ­რად, სულ ცოტა მა­ინც ერ­თმა­ნეთს დე­ეხ­მა­რე­ბი­ან და ხელს გო­უწ­ვდი­ან.

ჰოდა, ჩემი თხოვ­ნაა, სან­ტა კლა­უსო, უშან­გი - იქ­ნებ შე­მოგ­ვაშ­ვე­ლო შენი ღვთის მიერ ნა­ბო­ძე­ბი პა­ტა­რა სუფ­სი­დი­ე­ბი, რომ დე­ვი­წყოთ კარ­გი კო­ო­პე­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა და გა­ვა­კე­თოთ ვაჟა-ფშა­ვე­ლას აშ­რა­მი და ნამ­დვი­ლად ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კის სა­ფუძ­ვე­ლი.

ამ თხოვ­ნას თუ ამის­რუ­ლებ - მო­მა­ვა­ლი თე­ბერ­ვლის პირ­ვე­ლი კვარტლის და­სას­რულს, თი­ბი­სი ბან­კში შენს სა­ხელ­ზე გახ­სნილ ან­გა­რიშ­ზე პი­რო­ბას გაძ­ლევ, რომ გა­დავ­რი­ცხავ 6 ლარს და 75 თეთ­რს, რო­მე­ლიც სან­ტა კლა­უს უშან­გის გან­ვი­თა­რე­ბის სა­პარტნი­ო­რო ფონდს მოხ­მარ­დე­ბა.

ნატო დუმ­ბა­ძე, პრო­დი­უ­სე­რი:

-ჩემო საყ­ვა­რე­ლო თოვ­ლის ბა­ბუა! ძა­ლი­ან გთხოვ, ახალ, 2016 წელს ჯან­მრთე­ლო­ბა მოგ­ვი­ტა­ნე, სი­ხა­რუ­ლი და მშვი­დო­ბა! მეტი რა უნდა მინ­დო­დეს? ჩემი სურ­ვი­ლე­ბი ლა­კო­ნუ­რად გად­მო­გე­ცი...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ცნობილების წერილები თოვლის ბაბუას: "ევროპაში მარტო ტყემლით და "კაი ბიჭობით" ნუ შეიყვან ბედკრული ქვეყნის შვილებს"

ცნობილების წერილები თოვლის ბაბუას: "ევროპაში მარტო ტყემლით და "კაი ბიჭობით" ნუ შეიყვან ბედკრული ქვეყნის შვილებს"

თოვლის ბაბუისა თუ სანტა კლაუსისადმი წერილის მიწერის ტრადიცია ყველა პატარასთვის ძალიან მნიშვნელოვანია... ვინაიდან ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად ასაკისა თუ სოციალური მდგომარეობისა, მაინც დიდი ბავშვია და ბავშვურად უხარია ყოველი ახალი წლის დადგომა, რამდენიმე მათგანს ამ "მითიური ადამიანისთვის" წერილების მიწერა ვთხოვე...

ზოგმა უარი მითხრა, ვერ დავწერო, ზოგი თავის ნატვრებში ძალიან ლაკონური აღმოჩნდა. მოკლედ, იყო იუმორიც, სურვილები სოციალური ფონიდან გამომდინარე და მათი დაძლევის თხოვნაც ...

ბახვა ბრეგვაძე, "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი:

- ყოვლისშემძლე თოვლის ბაბუასთან ბევრი სურვილი და თხოვნა მაქვს: პირველ რიგში, მსოფლიოში მშვიდობა მინდა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და წინსვლა, ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობა... ასევე პირადად ჩემთვის მეტი ფული, "მერსედესის" ახალი G-კლასი, საინტერესო კინოროლები, უფრო ბევრი ბედნიერი დღე და ახალი შესაძლებლობები, რომ მრავალფეროვანი, საინტერესო და ხალისიანი წელი იყოს 2016 ჩემთვის.

ნოე სულაბერიძე, პროდიუსერი:

-ძვირფასო სანტა, ნუ გგონია, როცა ჩემს საახალწლო თხოვნებს მოისმენ თუ წაიკითხავ, ეს ჩვეულებრივი შემთხვევაა, არა, თხოვნებმა ფორმატი შეიცვალა და მოთხოვნებად ჩამოყალიბდა... თან, განსაკუთრებით შენი შარშანდელი დაშვებული შეცდომების ფონზე, რომელიც დროა, გამოასწორო, რადგან სათაურიდან გამომდინარეც კი, ყველაფერმა უკვე დახშული სივრცის ხასიათი მიიღო, რომლის გარღვევაში დახმარება შენი კონსტიტუციური ვალდებულებაა და სარკოზის პრაქტიკიდან გამომდინარე, გთავაზობ 6-პუნქტიან შეთანხმება-მოთხოვნას:

1. უნდა მოსპო საცობი. პ.ს. ძალიან მაინტერესებს რა პრინციპით გადაწყვიტე ამდენი მანქანის დარიგება, ან თუ არიგებდი, ქალაქის მერს გზებზე დახმარებოდი (შენს იმედადღაა დარჩენილი ისედაც);

2. უნდა ამოავსო ჭებად გადაქცეული ორმოები, რომლებსაც ზემოთხსენებული ვერ ხედავს;

3. ყველა ჩემი მეგობრის, ოჯახის წევრებისა და სხვათა კეთილი განზრახვები მინდა რომ ამოიკითხო და შეუსრულო 100%-იანი სიზუსტით.

პ.ს. ხო, აქვე ისიც მინდა, რომ დედა - ოჯახის წევრად დააბრუნო;

4. გახსნილ ევროპაში მარტო ტყემლით, ჩურჩხელით და "კაი ბიჭობით" ნუ შეიყვან ბედკრული და მრავალჯერტანჯული, წილხვედრი ქვეყნის შვილებს, რაიმე პრაგმატული სარგებელი დაანათლე 2016 წელს;

5. ჯანეტა და მიშა მესხი კიდევ ერთხელ გაუშვი თავიანთ კონკურსებზე: "მის დედამიწასა" და "ოსკარზე" (ოღონდ, ვინ სად მიდის, ეგ არ აგერიოს). მიშა გამოძინებულია, ჯანეტა კვლავ მოტივირებული;

6. 2016 არჩევნების წელია და განსაკუთრებულად ვითხოვ, მე, ნოე სულაბერიძე და ქართველი ერის დიდი ნაწილი, ჩემი შალვა (ნათელაშვილი) მოახვედრე პარლამენტში, რომ მერე თავის მხრივ შალვამ მოახვედროს დეპუტატებს დანიშნულებისამებრ.

პ.ს. კიდევ რაღაცებიც მინდა, მაგრამ ამ 6 პუნქტში ვერ ჩავატიე და მათზე ისღა დამრჩენია ვილოცო...

ნინა წკრიალაშვილი, მომღერალი:

-ჩემი გლობალური თხოვნა სანტას: გთხოვ, 2016 წელი იყოს მშვიდობის, ღიმილის, მიტევების, ბარაქის, სიყვარულის, სურვილების ასრულების წელი, ხოლო ჩემი ლოკალური სურვილი შენ მიმართ ასეთია: მანქანას გთხოვ, "ბენტლის" მარკის ავტომობილს.

ირაკლი კაკაბაძე, პუბლიცისტი:

-ჩემო ძვირფასო სანტა კლაუს, ანუ ბატონო უშანგი თოვლის ბაბუავ! ყოველ ახალ წელს მინდა, რაღაც ყველაზე საკრალური და წმინდა თხოვნა შენ გამოგიგზავნო. გთხოვო ის, რომ ცხოვრება გაუადვილო ამ ტანჯვისთვის მოვლენილ მილიარდობით ადამიანს.

მაგრამ წელს მინდა, უფრო კონკრეტული თხოვნით შემოვიდე შენთან.

სანტა კლაუსო, ანუ ბატონო უშანგი - ძალიან გთხოვ, ცოტათი მაინც დეეხმარე ჩვენს ერს, ჩვენს ხალხს იმაში, რომ ეს სიღატაკე დაამარცხოს - რომ ჩვენი მოსახლეობის 80-90 პროცენტი არ იყოს ან სრულიად უქონელი, ანაც რომელიღაც "ოუნერის" უპირობო მონა, ვითომ "თავისუფალი ეკონომიკის" სახელით. იქნებ რამე ხელი წაგვაშველო შენი საოცარი სუფ-სიდირებით.

იქნებ 2016 წელს დევიწყოთ მნიშვნელოვანი პროცესი და გავაკეთოთ პატარა კოოპერატივები მაინც, სადაც ადამიანები კონკურენციის, შუღლის და ძალადობის მაგივრად, სულ ცოტა მაინც ერთმანეთს დეეხმარებიან და ხელს გოუწვდიან.

ჰოდა, ჩემი თხოვნაა, სანტა კლაუსო, უშანგი - იქნებ შემოგვაშველო შენი ღვთის მიერ ნაბოძები პატარა სუფსიდიები, რომ დევიწყოთ კარგი კოოპერატიული მოძრაობა და გავაკეთოთ ვაჟა-ფშაველას აშრამი და ნამდვილად ქართული ეკონომიკის საფუძველი.

ამ თხოვნას თუ ამისრულებ - მომავალი თებერვლის პირველი კვარტლის დასასრულს, თიბისი ბანკში შენს სახელზე გახსნილ ანგარიშზე პირობას გაძლევ, რომ გადავრიცხავ 6 ლარს და 75 თეთრს, რომელიც სანტა კლაუს უშანგის განვითარების საპარტნიორო ფონდს მოხმარდება.

ნატო დუმბაძე, პროდიუსერი:

-ჩემო საყვარელო თოვლის ბაბუა! ძალიან გთხოვ, ახალ, 2016 წელს ჯანმრთელობა მოგვიტანე, სიხარული და მშვიდობა! მეტი რა უნდა მინდოდეს? ჩემი სურვილები ლაკონურად გადმოგეცი...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის მუქარას, მინდა ყველას შევახსენო, რომ იძულებული გაგვხადეს შეგვეჩერებინა პაციენტების მიღება" - ცერცვაძე

ნაირა კანალდია, რომელსაც აფხაზეთის ომის ყველაზე მძიმე ამბავი უკავშირდება, გარდაიცვალა

2020 წლის ბოლოს თბილისიდან ბათუმში 4 საათში ჩახვალთ