პარტნიორები:

    "მიშა მალე მამა გახდება" - მარია გაიდარი "ოდესის პატარა გუბერნატორს" ელოდება?

    "მიშა მალე მამა გახდება" - მარია გაიდარი "ოდესის პატარა გუბერნატორს" ელოდება?

    ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილე მარია გაიდარი მალე დედა გახდება. ამის შესახებ მან გადაცემა "მამაკაცი და ქალის" წამყვანებს უამბო. ინფორმაცია კი მედიაში რადიო Вести Україна-ს ჟურნალისტმა მატვეი განაპოლსკიმ გაავრცელა.

    "მარია არ მალავს, რომ ორსულობის მეხუთე თვეშია და რომ აპრილში "ოდესის პატარა გუბერნატორს" ელოდება, რომლის მამაც მიხეილ სააკაშვილია. მარია გაიდარის თქმით: "მიშასგან მშვენიერი მამა დადგება და ის ძალიან ბედნიერია ჩვენი ბავშვის გამო, რომლის სქესსაც არ გეტყვით".

    კითხვაზე, აპირებენ თუ არა ოფიციალურ საქორწინო რეგისტრაციას მიხეილ სააკაშვილი და მარია გაიდარი, მარიამ განაცხადა: "ჯერჯერობით ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას."

    რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იგორ გაიდარის შვილი მარია გაიდარი თავის თანაშემწედ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ზაფხულში დანიშნა. 32 წლის მარიას უკრაინის მოქალაქეობა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მიენიჭა.

    მომზადებულია hollivizor.ru-ს მიხედვით

    მადრიდის "რეალის" სტადიონი, "სანტიაგო ბერნაბეუ" სამედიცინო ცენტრად გადაკეთდება

    აშშ კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა - "ნიუ-იორკი მომავალი იტალიაა"

    რატომ კვდება კორონავირუსით უფრო მეტი კაცი, ვიდრე ქალი?