სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება FB-ზე მას შემდეგ, რაც ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს
რა ხდება FB-ზე მას შემდეგ, რაც ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს

ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლედ აირ­ჩი­ეს, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რემ ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, რო­მე­ლიც სხდო­მას ეს­წრე­ბო­და.

მისი თქმით, მუ­რუ­სი­ძემ 11-დან 10 ხმა მი­ი­ღო. ნაც­ვლიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ორი წევ­რი კენ­ჭისყრას არ ეს­წრე­ბო­და, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ კი არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­ი­ღო.

მო­სა­მარ­თლედ და­ნიშ­ვნის­თვის იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევრთა რა­ო­დე­ნო­ბის 2/3 ხმაა სა­ჭი­რო. ამ დრო­ის­თვის, საბ­ჭო­ში 14 წევ­რია.

მუ­რუ­სი­ძის არ­ჩე­ვას "ფე­ის­ბუქ­ში" აქ­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა:

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი:

გირ­გვლი­ა­ნის საქ­მის მო­სა­მარ­თლე მუ­სუ­რი­ძე, რომ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთა­ვა­რი და­საყ­რდე­ნია, რას ნიშ­ნავს? ანუ მა­შინ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო? სა­მარ­თლი­ა­ნი?

ინგა გრი­გო­ლია:

წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სან­დრო გირ­გვლი­ანს გა­დაყ­ვა... ეს იყო ამ­ბა­ვი, რო­მელ­მაც ხერ­ხე­მალ­ში გა­და­ტე­ხა სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა... ხოდა, არ მეს­მის, რა აუ­ცი­ლებ­ლო­ბა იყო მა­ინ­ცდა­მა­ინც ამ საქ­მის მო­სა­მარ­თლის, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის აღ­ზე­ვე­ბა დღეს... არ მეს­მის და ვე­რა­სო­დეს გა­ვი­გებ.. ვისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა დღეს მუ­რუ­სი­ძის და­ნიშ­ვნა ამ ქვე­ყა­ნა­ში... ვისი??!!!!!!!!!!! წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ამ­ბა­ვი მოხ­და.

დი­ა­ნა ტრა­პა­ი­ძე:

მუ­რუ­სი­ძეს ხმა მის­ცეს თა­მარ ალა­ნი­ამ, მე­რაბ გა­ბი­ნაშ­ვილ­მა, შოთა გე­წა­ძემ, ევა გო­ცი­რი­ძემ, ილო­ნა თო­დუ­ამ, ვახ­ტანგ თორ­დი­ამ, ზაზა მე­იშ­ვილ­მა, პა­ა­ტა სი­ლა­გა­ძემ, კა­ხა­ბერ სოფ­რო­მა­ძემ და ლე­ვან თევ­ზა­ძემ

მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლი:

სა­მარ­ცხვი­ნო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვყავს! მუ­რუ­სი­ძეს გა­დაყ­ვე­ბი­ან ესე­ნი!

ლალი მო­როშ­კი­ნა:

ისევ მო­კა­ლით გირ­გვლი­ა­ნი???

ელე­ნე ხოშ­ტა­რია:

დღეს მუ­რუ­სი­ძის უვა­დოდ და­ნიშ­ვნით კი­დევ ერთხელ და­დას­ტურ­და, რომ ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა უბე­დუ­რე­ბით სპე­კუ­ლან­ტობ­და და სი­ტყვა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა ჩაგ­ვი­დეს

ირაკ­ლი ტაბ­ლი­აშ­ვი­ლი:

მუ­რუ­სი­ძი­ანთკა­რი უნდა გერ­ქვას შენ - სა­სა­მარ­თლოვ!

ნინო და­ნე­ლია:

მეს­მის რა მძი­მე­დღე­ში არი­ან ოც­ნე­ბის პა­ტი­ო­სა­ნი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა ბი­ძი­ნას სა­არ­ჩევ­ნო ტრი­უ­კი აღ­მოჩ­ნდა. წე­სი­ე­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა კი კი­დევ დიდ­ხანს არ იქ­ნე­ბა ნა­გა­ვი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ხელ­ში

ია ან­თა­ძე:

სა­ინ­ტე­რე­სოა, ის 34 მო­სა­მარ­თლე რა ნიშ­ნით უნდა და­ი­წუ­ნოს მუ­რუ­სი­ძის ამ­რჩევ­მა საბ­ჭომ? რა­ღაც დიდი ფარ­სა­გი ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში. არ იქ­ნე­ბა სა­მარ­თა­ლი, არ იქ­ნე­ბა მშვი­დო­ბა.

ანი მი­რო­ტა­ძე:

ძა­ლი­ან სა­მარ­ცხვი­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა!!!!!! ლე­ვან მუ­რუ­სი­ძეს ხმა მის­ცეს: თა­მარ ალა­ნი­ამ, მე­რაბ გა­ბი­ნაშ­ვილ­მა, შოთა გე­წა­ძემ, ევა გო­ცი­რი­ძემ, ილო­ნა თო­დუ­ამ, ვახ­ტანგ თორ­დი­ამ, ზაზა მე­იშ­ვილ­მა, პა­ა­ტა სი­ლა­გა­ძემ, კა­ხა­ბერ სოფ­რო­მა­ძემ და ლე­ვან თევ­ზა­ძემ.

ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე:

ვი­წყებთ დიდ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ კამ­პა­ნი­ას: შე­ა­გი­ნე უსა­მარ­თლო­ბას, შე­ა­გი­ნე ძა­ლა­დო­ბას და შე­ა­გი­ნე მუ­რუ­სი­ძეს! ყვე­ლა შეგ­ნე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქის ვა­ლია, რომ ამ უსა­მარ­თლო­ბას არ შე­ე­გუ­ოს და გა­მო­ა­ცხა­დოს სა­მო­ქა­ლა­ქო და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა ამ მკვლე­ლი სა­სა­მარ­თლოს მი­მართ!

დიახ - მე ვთქვი და ახ­ლაც ვი­მე­ო­რებ - მე არ და­ვე­მორ­ჩი­ლე­ბი მუ­რუ­სი­ძის­ნა­ი­რი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის მიერ და­ცულ კა­ნო­ნებს. რა­საც მკვლე­ლი იცავს - მე იმას ვარ­ღვევ! გა­დავ­დი­ვართ სა­მო­ქა­ლა­ქო და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა­ზე - არა მკვლე­ლე­ბის სა­სა­მარ­თლოს!

დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს ვი­საც გული სტკი­ვა ამ სა­ში­ნელ უსა­მარ­თლო­ბა­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

რა ხდება FB-ზე მას შემდეგ, რაც ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს

რა ხდება FB-ზე მას შემდეგ, რაც ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს

ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა, რომელიც სხდომას ესწრებოდა.

მისი თქმით, მურუსიძემ 11-დან 10 ხმა მიიღო. ნაცვლიშვილის განმარტებით, ორი წევრი კენჭისყრას არ ესწრებოდა, ლევან მურუსიძემ კი არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო.

მოსამართლედ დანიშვნისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობის 2/3 ხმაა საჭირო. ამ დროისთვის, საბჭოში 14 წევრია.

მურუსიძის არჩევას "ფეისბუქში" აქტიური გამოხმაურება მოჰყვა:

ნანუკა ჟორჟოლიანი:

გირგვლიანის საქმის მოსამართლე მუსურიძე, რომ დღევანდელი ხელისუფლების მთავარი დასაყრდენია, რას ნიშნავს? ანუ მაშინ სწორი გადაწყვეტილება მიიღო? სამართლიანი?

ინგა გრიგოლია:

წინა ხელისუფლება სანდრო გირგვლიანს გადაყვა... ეს იყო ამბავი, რომელმაც ხერხემალში გადატეხა სააკაშვილის ხელისუფლება... ხოდა, არ მესმის, რა აუცილებლობა იყო მაინცდამაინც ამ საქმის მოსამართლის, ლევან მურუსიძის აღზევება დღეს... არ მესმის და ვერასოდეს გავიგებ.. ვისი გადაწყვეტილებაა დღეს მურუსიძის დანიშვნა ამ ქვეყანაში... ვისი??!!!!!!!!!!! წარმოუდგენელი ამბავი მოხდა.

დიანა ტრაპაიძე:

მურუსიძეს ხმა მისცეს თამარ ალანიამ, მერაბ გაბინაშვილმა, შოთა გეწაძემ, ევა გოცირიძემ, ილონა თოდუამ, ვახტანგ თორდიამ, ზაზა მეიშვილმა, პაატა სილაგაძემ, კახაბერ სოფრომაძემ და ლევან თევზაძემ

მერაბ მეტრეველი:

სამარცხვინო ხელისუფლება გვყავს! მურუსიძეს გადაყვებიან ესენი!

ლალი მოროშკინა:

ისევ მოკალით გირგვლიანი???

ელენე ხოშტარია:

დღეს მურუსიძის უვადოდ დანიშვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართული ოცნება უბედურებით სპეკულანტობდა და სიტყვა სამართლიანობა ჩაგვიდეს

ირაკლი ტაბლიაშვილი:

მურუსიძიანთკარი უნდა გერქვას შენ - სასამართლოვ!

ნინო დანელია:

მესმის რა მძიმედღეში არიან ოცნების პატიოსანი მხარდამჭერები. სამართლიანობის აღდგენა ბიძინას საარჩევნო ტრიუკი აღმოჩნდა. წესიერი მართლმსაჯულება კი კიდევ დიდხანს არ იქნება ნაგავი პოლიტიკოსების ხელში

ია ანთაძე:

საინტერესოა, ის 34 მოსამართლე რა ნიშნით უნდა დაიწუნოს მურუსიძის ამრჩევმა საბჭომ? რაღაც დიდი ფარსაგი ხდება ქვეყანაში. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა.

ანი მიროტაძე:

ძალიან სამარცხვინო გადაწყვეტილება!!!!!! ლევან მურუსიძეს ხმა მისცეს: თამარ ალანიამ, მერაბ გაბინაშვილმა, შოთა გეწაძემ, ევა გოცირიძემ, ილონა თოდუამ, ვახტანგ თორდიამ, ზაზა მეიშვილმა, პაატა სილაგაძემ, კახაბერ სოფრომაძემ და ლევან თევზაძემ.

ირაკლი კაკაბაძე:

ვიწყებთ დიდ საზოგადოებრივ კამპანიას: შეაგინე უსამართლობას, შეაგინე ძალადობას და შეაგინე მურუსიძეს! ყველა შეგნებული მოქალაქის ვალია, რომ ამ უსამართლობას არ შეეგუოს და გამოაცხადოს სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ამ მკვლელი სასამართლოს მიმართ!

დიახ - მე ვთქვი და ახლაც ვიმეორებ - მე არ დავემორჩილები მურუსიძისნაირი მოსამართლეების მიერ დაცულ კანონებს. რასაც მკვლელი იცავს - მე იმას ვარღვევ! გადავდივართ სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე - არა მკვლელების სასამართლოს!

დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვისაც გული სტკივა ამ საშინელ უსამართლობაზე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს