სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების საიუბილეო სადღესასწაულო ლიტურგიაზე პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი მივიდნენ. მათ ტაძარში სანთლები დაანთეს. ირაკლი ღარიბაშვილი ტაძარში მეუღლესთან ერთად მივიდა. ტაძარში ასევე იმყოფება ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარეობს. ტაძარში მალე ბარძიმებს გამოაბრძანებენ და მრევლს ზიარების შესაძლებლობა მიეცემა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და წმინდა მღვდელთმთავარ სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეს მიულოცავს, რომელიც საბერძნეთის მფარველად ითვლება. პატრიარქი საკურთხევლიდან გამობრძანდა და ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, გიორგი კვირიკაშვილს და მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლებს მიესალმა.