პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბერძნეთში მცხოვრები ქართველებისთვის სამართლებრივი პროცედურების წარმოება გამარტივდა
საბერძნეთში მცხოვრები ქართველებისთვის სამართლებრივი პროცედურების წარმოება გამარტივდა

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ბერ­ძნეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ აპოს­ტი­ლის კონ­ვენ­ცი­ის მოქ­მე­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა მოხ­სნა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, მიმ­დი­ნა­რე წლის 17 დე­კემ­ბერს, ჰა­ა­გის კერ­ძო სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის კონ­ვენ­ცი­ის მუდ­მივ­მოქ­მედ­მა ბი­უ­რომ (HCCH) და­ა­დას­ტუ­რა, რომ აპოს­ტი­ლის კონ­ვენ­ცია სა­ბერ­ძნეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ძა­ლა­ში შე­ვი­და.

"გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ბერ­ძნეთ­ში მცხოვ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის არა­ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სი­ახ­ლეს მო­ი­ცავს. სა­ბერ­ძნეთ­ში არა­ლე­გა­ლუ­რად მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­ბერ­ძნე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში პი­რა­დად გა­მო­ცხა­დე­ბას და შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლას, კერ­ძოდ, მინ­დო­ბი­ლო­ბის და­მოწ­მე­ბას ვერ ახერ­ხებ­დნენ. ბერ­ძნუ­ლი მხა­რის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ხედ­ვით კი, სა­ბერ­ძნეთ­ში ლე­გა­ლუ­რი სტა­ტუ­სის არმ­ქო­ნე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უკვე შეძ­ლე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის მიერ გა­ცე­მუ­ლი და აპოს­ტი­ლით და­მოწ­მე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის წარ­დგე­ნას სა­ბერ­ძნე­თის ოფი­ცი­ა­ლურ უწყე­ბებ­ში.

თი­თო­ე­უ­ლი დო­კუ­მენ­ტის და­მოწ­მე­ბის სა­ფა­სუ­რი 50 ევ­რო­თი შემ­ცირ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან აღარ იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო ლე­გა­ლი­ზა­ცი­ი­სათ­ვის დო­კუ­მენ­ტის წარ­დგე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ბერ­ძნე­თის სა­კონ­სუ­ლო­ში.

დო­კუ­მენ­ტე­ბის აპოს­ტი­ლით და­მოწ­მე­ბი­სათ­ვის საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ ერთი ინ­სტან­ცი­ის გავ­ლა, კერ­ძოდ, დო­კუ­მენ­ტე­ბის ში­ნა­არ­სის მი­ხედ­ვით, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლი­სა და სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ფი­ლი­ა­ლებ­ში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში ან გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ეროვ­ნულ ცენ­ტრში მათი წარ­დგე­ნა", - ნათ­ქვა­მია სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გა­მოგ­ვყე­ვით, რომ არ გა­მო­ტო­ვოთ პო­ლი­ტი­კის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი.

გა­მო­ი­წე­რეთ პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პო­ლი­ტი­კა

საბერძნეთში მცხოვრები ქართველებისთვის სამართლებრივი პროცედურების წარმოება გამარტივდა

საბერძნეთში მცხოვრები ქართველებისთვის სამართლებრივი პროცედურების წარმოება გამარტივდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბერძნეთმა საქართველოს მიმართ აპოსტილის კონვენციის მოქმედებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა მოხსნა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, მიმდინარე წლის 17 დეკემბერს, ჰააგის კერძო საერთაშორისო სამართლის კონვენციის მუდმივმოქმედმა ბიურომ (HCCH) დაადასტურა, რომ აპოსტილის კონვენცია საბერძნეთსა და საქართველოს შორის ძალაში შევიდა.

"გადაწყვეტილება საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს მოიცავს. საბერძნეთში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებებში პირადად გამოცხადებას და შესაბამისი პროცედურების გავლას, კერძოდ, მინდობილობის დამოწმებას ვერ ახერხებდნენ. ბერძნული მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით კი, საბერძნეთში ლეგალური სტატუსის არმქონე საქართველოს მოქალაქეები უკვე შეძლებენ საქართველოს შესაბამისი უწყებების მიერ გაცემული და აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტების წარდგენას საბერძნეთის ოფიციალურ უწყებებში.

თითოეული დოკუმენტის დამოწმების საფასური 50 ევროთი შემცირდება, ვინაიდან აღარ იქნება საჭირო ლეგალიზაციისათვის დოკუმენტის წარდგენა საქართველოში საბერძნეთის საკონსულოში.

დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის საკმარისი იქნება მხოლოდ ერთი ინსტანციის გავლა, კერძოდ, დოკუმენტების შინაარსის მიხედვით, იუსტიციის სახლისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ან განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში მათი წარდგენა", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია