პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ასე იდგა ზოია 4 თვის განმავლობაში - სამარიელი ღვთისმოსავი ქალის დაუჯერებელი ამბავი
ასე იდგა ზოია 4 თვის განმავლობაში - სამარიელი ღვთისმოსავი ქალის დაუჯერებელი ამბავი

ეს ამ­ბა­ვი სა­მა­რა­ში მცხოვ­რებ ერთი ღვთის­მო­სა­ვი ქა­ლის ოჯახს გა­დახ­და თავს 1956 წელს. აქ მო­თხრო­ბი­ლი სას­წა­უ­ლი ჩკა­ლო­ვის 84-ში მოხ­და. ახა­ლი წლის ღა­მეს, 31 დე­კემ­ბერს ახა­ლი სტი­ლით, მის­მა ქა­ლიშ­ვილ­მა, სა­ხე­ლად ზო­ი­ამ, თა­ვი­სი შვი­დი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა და ახალ­გაზ­რდა ყმაწ­ვი­ლე­ბი და­პა­ტი­ჟა წვე­უ­ლე­ბა­ზე, სა­დაც დროს­ტა­რე­ბას­თან ერ­თად სა­ცეკ­ვაო გარ­თო­ბე­ბიც ჰქონ­დათ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. რა­კი­ღა შო­ბის მარ­ხვა იდგა, დე­დამ თხო­ვა ზო­ი­ას, ხმა­უ­რი­ა­ნი ლხი­ნი არ გა­და­ე­ხა­და, მაგ­რამ ქა­ლიშ­ვილ­მა და­ი­ჟი­ნა და თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნა. სა­ღა­მოს დედა ეკ­ლე­სი­ა­ში წა­ვი­და ლოც­ვა­ზე. სტუმ­რე­ბი თით­იქ­მის უკ­ლებ­ლივ მო­ვიდ­ნენ, მაგ­რამ ზო­ი­ას საქმრო, სა­ხე­ლად კო­ლია, არ ჩან­და. ახალ­გაზ­რდებ­მა მას აღარ და­უ­წყეს ლო­დი­ნი და და­ი­წყეს სა­ცეკ­ვაო სამ­ზა­დი­სი. გოგო-ბი­ჭე­ბი და­წყვილ­დნენ, ზოია კი კენ­ტად დარ­ჩა. ამით გა­ნა­წყე­ნე­ბულ­მა, მან კედ­ლი­დან ჩა­მოხ­სნა წმინ­და ნი­კო­ლოზ სას­წა­ულთმოქ­მე­დის ხატი და გა­ნა­ცხა­და: "რაკი ჩემი ნი­კო­ლო­ზი არ მო­ვი­და, ამ ნი­კო­ლოზს ჩავ­კი­დებ ხელს და მას­თან ვი­ცეკ­ვებ!" გო­გო­ნებ­მა თხო­ვეს, არ ჩა­ე­დი­ნა ამ­გვა­რი მკრე­ხე­ლო­ბა. მან კი უპა­სუ­ხა: "თუ ღმერ­თი არ­სე­ბობს, იგი დამ­სჯის!" ჩარ­თეს სა­ცეკ­ვაო მე­ლო­დი­ე­ბი და ჯერ ხე­ი­რი­ა­ნად არც კი აჰ­ყო­ლოდ­ნენ ცეკ­ვის ტაქტს, რომ ოთახ­ში ანაზ­დად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი გრი­ა­ლი გა­ის­მა, შუ­ა­გუ­ლი­დან ქარ­ბო­რია ავარ­და და მთე­ლი ოთა­ხი ელ­ვი­სე­ბურ­მა კაშ­კა­შა შუქ­მა გა­ა­ნა­თა. მხი­რუ­ლე­ბა უე­ცარ­მა ელ­დამ შეც­ვა­ლა. ში­ში­სა­გან თავ­ზარ­და­ცე­მულ­ნი, ყვე­ლა­ნი გა­ვარ­დნენ ოთა­ხი­დან. მხო­ლოდ ზოია ვერ და­იძ­რა ად­გი­ლი­დან. იგი ოთახ­ში დარ­ჩა, ია­ტაკს მი­ყი­ნუ­ლი, მარ­მა­რი­ლო­სა­ვით ცივი და გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი, გულ­ში ჩაკ­რუ­ლი წმი­და ნი­კო­ლო­ზის ხა­ტით. გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მი­სუ­ლი ექი­მე­ბის ვე­რა­ნა­ირ­მა მცდე­ლო­ბამ ვერ მო­იყ­ვა­ნა ქა­ლიშ­ვი­ლი გონს. ყვე­ლა ნემ­სი, რო­მელ­თა გა­კე­თე­ბა­საც ექი­მე­ბი ცდი­ლობ­დნენ, ტყდე­ბო­და და იღუ­ნე­ბო­და ზო­ი­ას მარ­მა­რი­ლოს სხე­ულ­ზე. უნ­დო­დათ მისი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა, მაგ­რამ ძვრა ვერ უყ­ვეს - ფე­ხე­ბით თით­ქოს შეზ­რდო­და ია­ტაკს, მხო­ლოდ გული უცემ­და, რაც იმა­ზე მე­ტყვე­ლებ­და, რომ ზოია ფი­ზი­კუ­რად ცო­ცხა­ლი იყო, მაგ­რამ ამ დრო­ი­დან მას უკვე აღარც სმა შე­ეძ­ლო და აღარს ჭამა. რო­დე­საც დედა ეკ­ლე­სი­ი­დან დაბ­რუნ­და და თა­ვი­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ამ­გვარ ყო­ფა­ში იხი­ლა, გო­ნე­ბა და­კარ­გა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­იყ­ვა­ნეს, სა­ი­და­ნაც რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­მო­წე­რეს. უფ­ლის გულ­მო­წყა­ლე­ბი­სად­მი მის­მა რწმე­ნამ და ღმერ­თი­სად­მი აღ­ვლე­ნილ­მა მხურ­ვა­ლე ლოც­ვებ­მა, შვი­ლი­სათ­ვის ტან­ჯვა­თა შემ­სუ­ბუ­ქე­ბის თხოვ­ნით, მის ქა­ლიშ­ვილს აღუდ­გი­ნა სა­სი­ცო­ცხლო ძალა. იგი ცრემ­ლე­ბით თხოვ­და ღმერ­თს პა­ტი­ე­ბას და დახ­მა­რე­ბას. პირ­ველ დღე­ებ­ში სახ­ლი ფუტკრე­ბის სკას წა­ა­გავ­და - უამ­რა­ვი ხალ­ხი ირე­ო­და მის გარ­შე­მო; სა­ი­დან აღარ მო­დი­ოდ­ნენ მორ­წმუ­ნე­ნი, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ნი, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი. მაგ­რამ მალე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნო­ე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბით, შე­ნო­ბა­ში შეღ­წე­ვის ყო­ველ­გვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბა აღ­კვე­თილ იქნა გა­რე­შე მნახ­ვე­ლე­ბი­სათ­ვის. და­წეს­და მო­რი­გე­ო­ბა და ყო­ველ 8 სა­ათ­ში ერთხელ იც­ვლე­ბო­და ორი მი­ლი­ცი­ე­ლი. ამ მო­რი­გე­თა­გან (რო­მელ­თა შო­რის იყ­ვნენ 28-32 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი) მრა­ვა­ლი გა­ჭა­ღა­რავ­და იმ შემ­ზა­რა­ვი სუ­რა­თის მხილ­ველ­ნი, რო­დე­საც ზოია სა­ში­ნე­ლი ხმით გაჰ­ყვი­რო­და: "- დედა, ილო­ცე; ცოდ­ვებ­ში ვი­ღუ­პე­ბით, ილო­ცე!" ამ დროს მის გვერ­დით მდუ­ღა­რე ცრემ­ლე­ბის ფრქვე­ვით ლო­ცუ­ლობ­და დე­და­მი­სი.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ასე იდგა ზოია 4 თვის განმავლობაში - სამარიელი ღვთისმოსავი ქალის დაუჯერებელი ამბავი

ასე იდგა ზოია 4 თვის განმავლობაში - სამარიელი ღვთისმოსავი ქალის დაუჯერებელი ამბავი

ეს ამბავი სამარაში მცხოვრებ ერთი ღვთისმოსავი ქალის ოჯახს გადახდა თავს 1956 წელს. აქ მოთხრობილი სასწაული ჩკალოვის 84-ში მოხდა. ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს ახალი სტილით, მისმა ქალიშვილმა, სახელად ზოიამ, თავისი შვიდი მეგობარი გოგონა და ახალგაზრდა ყმაწვილები დაპატიჟა წვეულებაზე, სადაც დროსტარებასთან ერთად საცეკვაო გართობებიც ჰქონდათ გათვალისწინებული. რაკიღა შობის მარხვა იდგა, დედამ თხოვა ზოიას, ხმაურიანი ლხინი არ გადაეხადა, მაგრამ ქალიშვილმა დაიჟინა და თავისი გაიტანა. საღამოს დედა ეკლესიაში წავიდა ლოცვაზე. სტუმრები თითიქმის უკლებლივ მოვიდნენ, მაგრამ ზოიას საქმრო, სახელად კოლია, არ ჩანდა. ახალგაზრდებმა მას აღარ დაუწყეს ლოდინი და დაიწყეს საცეკვაო სამზადისი. გოგო-ბიჭები დაწყვილდნენ, ზოია კი კენტად დარჩა. ამით განაწყენებულმა, მან კედლიდან ჩამოხსნა წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი და განაცხადა: "რაკი ჩემი ნიკოლოზი არ მოვიდა, ამ ნიკოლოზს ჩავკიდებ ხელს და მასთან ვიცეკვებ!" გოგონებმა თხოვეს, არ ჩაედინა ამგვარი მკრეხელობა. მან კი უპასუხა: "თუ ღმერთი არსებობს, იგი დამსჯის!" ჩართეს საცეკვაო მელოდიები და ჯერ ხეირიანად არც კი აჰყოლოდნენ ცეკვის ტაქტს, რომ ოთახში ანაზდად წარმოუდგენელი გრიალი გაისმა, შუაგულიდან ქარბორია ავარდა და მთელი ოთახი ელვისებურმა კაშკაშა შუქმა გაანათა. მხირულება უეცარმა ელდამ შეცვალა. შიშისაგან თავზარდაცემულნი, ყველანი გავარდნენ ოთახიდან. მხოლოდ ზოია ვერ დაიძრა ადგილიდან. იგი ოთახში დარჩა, იატაკს მიყინული, მარმარილოსავით ცივი და გაქვავებული, გულში ჩაკრული წმიდა ნიკოლოზის ხატით. გამოძახებაზე მისული ექიმების ვერანაირმა მცდელობამ ვერ მოიყვანა ქალიშვილი გონს. ყველა ნემსი, რომელთა გაკეთებასაც ექიმები ცდილობდნენ, ტყდებოდა და იღუნებოდა ზოიას მარმარილოს სხეულზე. უნდოდათ მისი საავადმყოფოში გადაყვანა, მაგრამ ძვრა ვერ უყვეს - ფეხებით თითქოს შეზრდოდა იატაკს, მხოლოდ გული უცემდა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ ზოია ფიზიკურად ცოცხალი იყო, მაგრამ ამ დროიდან მას უკვე აღარც სმა შეეძლო და აღარს ჭამა. როდესაც დედა ეკლესიიდან დაბრუნდა და თავისი ქალიშვილი ამგვარ ყოფაში იხილა, გონება დაკარგა და საავადმყოფოში წაიყვანეს, საიდანაც რამდენიმე დღეში გამოწერეს. უფლის გულმოწყალებისადმი მისმა რწმენამ და ღმერთისადმი აღვლენილმა მხურვალე ლოცვებმა, შვილისათვის ტანჯვათა შემსუბუქების თხოვნით, მის ქალიშვილს აღუდგინა სასიცოცხლო ძალა. იგი ცრემლებით თხოვდა ღმერთს პატიებას და დახმარებას. პირველ დღეებში სახლი ფუტკრების სკას წააგავდა - უამრავი ხალხი ირეოდა მის გარშემო; საიდან აღარ მოდიოდნენ მორწმუნენი, ცნობისმოყვარენი, სასულიერო პირები. მაგრამ მალე, ხელისუფლების ორგანოების განკარგულებით, შენობაში შეღწევის ყოველგვარი საშუალება აღკვეთილ იქნა გარეშე მნახველებისათვის. დაწესდა მორიგეობა და ყოველ 8 საათში ერთხელ იცვლებოდა ორი მილიციელი. ამ მორიგეთაგან (რომელთა შორის იყვნენ 28-32 წლის ახალგაზრდები) მრავალი გაჭაღარავდა იმ შემზარავი სურათის მხილველნი, როდესაც ზოია საშინელი ხმით გაჰყვიროდა: "- დედა, ილოცე; ცოდვებში ვიღუპებით, ილოცე!" ამ დროს მის გვერდით მდუღარე ცრემლების ფრქვევით ლოცულობდა დედამისი.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს