სამართალი
Faceამბები
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განაჩენი გამოუტანეს მამაკაცს, რომელმაც მეზობელი მოკლა და ცხედარი ავტოფარეხში დამარხა
რა განაჩენი გამოუტანეს მამაკაცს, რომელმაც მეზობელი მოკლა და ცხედარი ავტოფარეხში დამარხა

სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულ მალ­ხაზ ჯა­ში­აშ­ვილს 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა კო­ლე­გი­ამ გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და მალ­ხაზ ჯა­ში­აშ­ვი­ლი დამ­ნა­შა­ვედ სცნო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბის­თვის, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის და ქურ­დო­ბის­თვის, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 236-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (ორი ეპი­ზო­დი), 108-ე მუხ­ლით და 177-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით.

"სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2015 წლის 1 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 17:00 სა­ათ­ზე, ქ.თბი­ლის­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზი­რის პირ­ველ კვარ­ტალ­ში, N12-ე და N15-ე კორ­პუ­სე­ბის წინ მდე­ბა­რე N3 ავ­ტო­ფა­რე­ხის შე­სას­ვლელ­თან ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ მალ­ხაზ ჯა­ში­აშ­ვილს, წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბის გამო, შე­კა­მა­თე­ბა მო­უ­ვი­და გი­ორ­გი ბაქ­რა­ძეს­თან, რა დრო­საც შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით და მოკ­ვლის გან­ზრახ­ვით, თან­ნა­ქო­ნი შე­ნახ­ვის უფ­ლე­ბით რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი "ნა­გა­ნის" სის­ტე­მის ცე­ცხლსას­რო­ლი რე­ვოლ­ვე­რი­დან, რა­საც მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ატა­რებ­და, რამ­დე­ნი­მე­ჯერ ეს­რო­ლა გი­ორ­გი ბაქ­რა­ძეს. გ. ბაქ­რა­ძე მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის გამო ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლი­ლის გვა­მი მალ­ხაზ ჯა­ში­აშ­ვილ­მა და­მარ­ხა იმა­ვე ავ­ტო­ფა­რეხ­ში და გი­ორ­გი ბაქ­რა­ძის გვამს მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით მა­ჯი­დან მოხ­სნა "შლა­ზენ­გე­რის" ფირ­მის 500 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ა­თი. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ მალ­ხაზ ჯა­ში­აშ­ვი­ლი მი­ი­მა­ლა. გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გე­ნი­ლი იქნა მალ­ხაზ ჯა­ში­აშ­ვი­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი და მოხ­და და­კა­ვე­ბა. პი­რა­დი ჩხრე­კი­სას მას აღ­მო­აჩ­ნდა შე­ნახ­ვის უფ­ლე­ბით რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი NA .22Mშ სის­ტე­მის N194265 ცე­ცხლსას­რო­ლი რე­ვოლ­ვე­რი და 5.6 მმ კა­ლიბ­რის 13 ცალი ვაზ­ნა, რო­მელ­საც მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ატა­რებ­და.

ასე­ვე, 2015 წლის 10 ივ­ნისს ქ.თბი­ლის­ში, ზღვის და­სახ­ლე­ბის მე-10ბ კვარტლის მე-4 კორ­პუ­სის მე-3 სა­დარ­ბა­ზოს სარ­და­ფის ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლი იქნა მალ­ხაზ ჯა­ში­აშ­ვი­ლის მიერ მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ძე­ნი­ლი და შე­ნა­ხუ­ლი 7.62 მმ კა­ლიბ­რის 1930/33 წლის ნი­მუ­შის თთ სის­ტე­მის 1943 წელს დამ­ზა­დე­ბუ­ლი N ИЕ2051 პის­ტო­ლე­ტი, 13 ცალი 7.62 კა­ლიბ­რის (7.62X25) ვაზ­ნა; 5.45 კა­ლიბ­რის (5.45X39) კა­ლაშ­ნი­კო­ვის კონ­სტრუქ­ცი­ის "აკ-47" მო­დე­ლის ავ­ტო­მა­ტუ­რი და მათი მო­დი­ფი­კა­ცი­ის ია­რა­ღე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი 34 ცალი ვაზ­ნა; 5.56 კა­ლიბ­რის "M16" შაშ­ხა­ნე­ბი­სა და მისი მო­დი­ფი­კა­ცი­ის კა­რა­ბი­ნე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი ვაზ­ნა. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა კო­ლე­გი­ის 2015 წლის 23 დე­კემ­ბრის გა­ნა­ჩე­ნით მალ­ხაზ ჯა­ში­აშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლი იქნა დამ­ნა­შა­ვედ სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (2015 წლის 12 ივ­ნი­სამ­დე მოქ­მე­დი რე­დაქ­ცია) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 1 წლის ვა­დით;

სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (2015 წლის 12 ივ­ნი­სამ­დე მოქ­მე­დი რე­დაქ­ცია) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 3 წლის ვა­დით; სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (და­კა­ვე­ბი­სას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ტა­რე­ბის ეპი­ზო­დი) (2015 წლის 12 ივ­ნი­სამ­დე მოქ­მე­დი რე­დაქ­ცია) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 3 წლის ვა­დით; სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 10 წლის ვა­დით; სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 177-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 3 წლის ვა­დით. სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 59-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის თა­ნახ­მად და­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლე­ბი­დან უფრო მკაცრ­მა სას­ჯელ­მა შთან­თქა ნაკ­ლე­ბად მკაც­რი სას­ჯე­ლი და მალ­ხაზ ჯა­ში­აშ­ვილს სა­ბო­ლო­ოდ გა­ნე­სა­ზღვრა 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. და­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლის ნა­წილ­ში გა­ნა­ჩე­ნი სა­ა­პე­ლა­ციო წე­სით გა­სა­ჩივ­რდე­ბა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ სა­სა­მარ­თლოს­გან გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის სა­მო­ტი­ვა­ციო ნა­წი­ლის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

რა განაჩენი გამოუტანეს მამაკაცს, რომელმაც მეზობელი მოკლა და ცხედარი ავტოფარეხში დამარხა

რა განაჩენი გამოუტანეს მამაკაცს, რომელმაც მეზობელი მოკლა და ცხედარი ავტოფარეხში დამარხა

სასამართლომ ბრალდებულ მალხაზ ჯაშიაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მალხაზ ჯაშიაშვილი დამნაშავედ სცნო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის, განზრახ მკვლელობისთვის და ქურდობისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (ორი ეპიზოდი), 108-ე მუხლით და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 1 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ.თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის პირველ კვარტალში, N12-ე და N15-ე კორპუსების წინ მდებარე N3 ავტოფარეხის შესასვლელთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მალხაზ ჯაშიაშვილს, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შეკამათება მოუვიდა გიორგი ბაქრაძესთან, რა დროსაც შურისძიების მოტივით და მოკვლის განზრახვით, თანნაქონი შენახვის უფლებით რეგისტრირებული "ნაგანის" სისტემის ცეცხლსასროლი რევოლვერიდან, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, რამდენიმეჯერ ესროლა გიორგი ბაქრაძეს. გ. ბაქრაძე მიღებული დაზიანებების გამო ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილის გვამი მალხაზ ჯაშიაშვილმა დამარხა იმავე ავტოფარეხში და გიორგი ბაქრაძის გვამს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მაჯიდან მოხსნა "შლაზენგერის" ფირმის 500 ლარის ღირებულების საათი. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მალხაზ ჯაშიაშვილი მიიმალა. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგენილი იქნა მალხაზ ჯაშიაშვილის ადგილსამყოფელი და მოხდა დაკავება. პირადი ჩხრეკისას მას აღმოაჩნდა შენახვის უფლებით რეგისტრირებული NA .22Mშ სისტემის N194265 ცეცხლსასროლი რევოლვერი და 5.6 მმ კალიბრის 13 ცალი ვაზნა, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.

ასევე, 2015 წლის 10 ივნისს ქ.თბილისში, ზღვის დასახლების მე-10ბ კვარტლის მე-4 კორპუსის მე-3 სადარბაზოს სარდაფის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მალხაზ ჯაშიაშვილის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული 7.62 მმ კალიბრის 1930/33 წლის ნიმუშის თთ სისტემის 1943 წელს დამზადებული N ИЕ2051 პისტოლეტი, 13 ცალი 7.62 კალიბრის (7.62X25) ვაზნა; 5.45 კალიბრის (5.45X39) კალაშნიკოვის კონსტრუქციის "აკ-47" მოდელის ავტომატური და მათი მოდიფიკაციის იარაღებისათვის განკუთვნილი 34 ცალი ვაზნა; 5.56 კალიბრის "M16" შაშხანებისა და მისი მოდიფიკაციის კარაბინებისათვის განკუთვნილი ვაზნა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 დეკემბრის განაჩენით მალხაზ ჯაშიაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (დაკავებისას ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ეპიზოდი) (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მალხაზ ჯაშიაშვილს საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელის ნაწილში განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრდება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსგან გამამტყუნებელი განაჩენის სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ