მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

1

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინაში სააკაშვილის პოპულარობა რეკორდებს ხსნის
უკრაინაში სააკაშვილის პოპულარობა რეკორდებს ხსნის

უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ტი­კურ ავან­სცე­ნა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ბრძო­ლა და­ი­წყო. ერ­თმა­ნეთს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი არ­სე­ნი ია­ცე­ნუ­კი და ოდე­სის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი შე­ერ­კინ­ნენ. ორი­ვე კო­რუფ­ცი­ას­თან ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი მებ­რძო­ლის ტი­ტუ­ლის მო­პო­ვე­ბას ცდი­ლობს. ამას­თან, სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­მო­კი­თხვე­ბის თა­ნახ­მად ლი­დე­რობს.

ტყუ­ი­ლად არ იცემ­და მჯიღს გულ­ზე სა­ა­კა­ში­ლი კი­ევ­ში იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ ახა­ლი სამ­შობ­ლოს ნამ­დვი­ლი პატ­რი­ო­ტია. ვარ­შა­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა პო­ლო­ნე­ლებს გა­ნუ­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნე­ლო­ბა მის­თვის სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის სა­კი­თხია.

"ჩემ­თვის სი­ტუ­ა­ცია ნა­თე­ლია. რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტი აღარ ხარ, შე­უძ­ლი­ათ მოგ­კლან. ევ­რო­კავ­შირ­ში მე ცო­ცხა­ლი დავ­რჩე­ბი. და ამა­შია ევ­რო­კავ­ში­რის უპი­რა­ტე­სო­ბა", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

ამას­თან, და­სავ­ლუ­რი პრე­სა მას უკ­რა­ი­ნის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ პო­ლი­ტი­კო­სად მო­იხ­სე­ნი­ებს. ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Financial Times წერს: ავა­კოვ­თან მომ­ხდა­რი სკან­და­ლის შემ­დეგ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ე­ბი გა­იმ­ყა­რა. უკ­რი­ა­ნე­ლი ქარ­თვე­ლის პო­ტენ­ცი­უ­რი ამომ­რჩევ­ლე­ბის მხრი­დან მხარ­და­ჭე­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი რე­კორ­დულ 40 პრო­ცენტს უტოლ­დე­ბა, ორ­ჯერ მეტს, ვიდ­რე თა­ვად პო­რო­შენ­კო­სას.

რე­ფორ­მე­ბის ჩა­ვარ­დნის და ეკო­ნო­მი­კის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­კუ­თარ თავს ერ­თა­დერთ ადა­მი­ა­ნად მი­იჩ­ნევს, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ხმა­მაღ­ლა ისა­უბ­როს უკ­რა­ი­ნა­ში კო­რუფ­ცი­უ­ლი ნე­ო­ფე­ო­და­ლიზ­მის აღორ­ძი­ნე­ბა­ზე.

ავა­კოვ­თან მომ­ხდარ­მა სკან­დალ­მა სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სარ­გებ­ლოდ იმუ­შა­ვა. წე­სით, ავა­კო­ვის და პო­რო­შენ­კოს მთავ­რო­ბის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბის შემ­დეგ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის ია­ცე­ნუ­კის ბრა­ლე­უ­ლო­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა უნდა მო­ე­თხო­ვათ. თუ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ იქ­ნე­ბო­და, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ. ამის მა­გივ­რად პო­რო­შენ­კომ არა­ფე­რი მო­ი­მოქ­მე­და, რაც უმ­რავ­ლე­სო­ბამ სა­ა­კაშ­ვილ­თან თან­ხმო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბად აღიქ­ვა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია minval.az-ს მი­ხედ­ვით.

უკრაინაში სააკაშვილის პოპულარობა რეკორდებს ხსნის

უკრაინაში სააკაშვილის პოპულარობა რეკორდებს ხსნის

უკრაინის პოლიტიკურ ავანსცენაზე სერიოზული ბრძოლა დაიწყო. ერთმანეთს პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენუკი და ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი შეერკინნენ. ორივე კორუფციასთან ყველაზე სასტიკი მებრძოლის ტიტულის მოპოვებას ცდილობს. ამასთან, სააკაშვილი გამოკითხვების თანახმად ლიდერობს.

ტყუილად არ იცემდა მჯიღს გულზე სააკაშილი კიევში იმის დასამტკიცებლად, რომ ახალი სამშობლოს ნამდვილი პატრიოტია. ვარშავაში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა პოლონელებს განუცხადა, რომ უკრაინელობა მისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.

”ჩემთვის სიტუაცია ნათელია. როდესაც პრეზიდენტი აღარ ხარ, შეუძლიათ მოგკლან. ევროკავშირში მე ცოცხალი დავრჩები. და ამაშია ევროკავშირის უპირატესობა”, - განაცხადა სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ამასთან, დასავლური პრესა მას უკრაინის ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად მოიხსენიებს. ბრიტანული გამოცემა Financial Times წერს: ავაკოვთან მომხდარი სკანდალის შემდეგ სააკაშვილმა საკუთარი პოზიციები გაიმყარა. უკრიანელი ქართველის პოტენციური ამომრჩევლების მხრიდან მხარდაჭერის მაჩვენებელი რეკორდულ 40 პროცენტს უტოლდება, ორჯერ მეტს, ვიდრე თავად პოროშენკოსას.

რეფორმების ჩავარდნის და ეკონომიკის კატასტროფული მდგომარეობის გამო სააკაშვილი საკუთარ თავს ერთადერთ ადამიანად მიიჩნევს, რომელსაც შეუძლია ხმამაღლა ისაუბროს უკრაინაში კორუფციული ნეოფეოდალიზმის აღორძინებაზე.

ავაკოვთან მომხდარმა სკანდალმა სააკაშვილის სასარგებლოდ იმუშავა. წესით, ავაკოვის და პოროშენკოს მთავრობის დადანაშაულების შემდეგ სააკაშვილისთვის იაცენუკის ბრალეულობის მტკიცებულება უნდა მოეთხოვათ. თუ მტკიცებულება არ იქნებოდა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინათ. ამის მაგივრად პოროშენკომ არაფერი მოიმოქმედა, რაც უმრავლესობამ სააკაშვილთან თანხმობის გამოცხადებად აღიქვა.

მომზადებულია minval.az-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა