იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმდინარე აქციაზე ირაკლი კაკაბაძე და ბეჟან გუნავა დააკავეს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმდინარე აქციაზე ირაკლი კაკაბაძე და ბეჟან გუნავა დააკავეს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმდინარე აქციაზე ირაკლი კაკაბაძე და ბეჟან გუნავა დააკავეს. როგორც საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეებს განუმარტა, კაკაბაძე და გუნავა ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. კაკაბაძე მას შემდეგ დააკავეს, რაც აქციაზე ლევან მურუსიძის მიმართულებით შეიგინა. ხოლო გუნავა კაკაბაძის დაკავების გაპროტესტებას და პოლიციისთვის სავარაუდოდ წინააღმდეგობის გამო დააკავეს.

დაკავებამდე აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციას შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების მიზეზი აქციის მონაწილეების მოთხოვნა გახდა, რომ დღევანდელ კენჭისყრას დასწრებოდნენ. აქცია გრძელდება და მისი მონაწილეები ლევან მურუსიძის კანდიდატურას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, გირგვლიანის, მოლაშვილისა და სხვა საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების გამო ლევან მურუსიძეს მოსამართლეობის უფლება არ აქვს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."