დოპინგის გამო, რუს ძალოსანს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს და ქართველს გადასცეს

დოპინგის გამო, რუს ძალოსანს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს და ქართველს გადასცეს

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულს, რუს ალექსეი ლოვჩევს ორგანიზმში აკრძალული პრეპარატის აღმოჩენის გამო ტიტული ჩამოართვა და ავტომატურად, მსოფლიოს ჩემპიონად ლაშა ტალახაძე გამოცხადდა. როგორც ირკვევა, ლოვჩევმა გამოიყენა აკრძალული პრეპარატი იპამორელინი, რის გამოც ავტომატურად, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ვიცე-ჩემპიონზე გადადის.

შეგახსენებთ, რომ წელს, ნოემბერში, ჰიუსტონში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, +105 კგ წონით კატეგორიაში 22 წლის ქართველი ძალოსანი, ჯამში, 454 კგ-ით (ატაცი 207+აკვრა 247) მეორე ადგილზე გავიდა, ლოვჩევმა კი, რომელმაც რეკორდული შედეგი - 475 კილოგრამი აჩვენა, ოქროს მედალი მოიპოვა. ლოვჩევის გარდა, აკრძალული პრეპარატების გამოყენებაში კიდევ 16 სპორტსმენია დადანაშაულებული.

ვითარებაში უკეთ გარკვევის მიზნით საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელს, ზურაბ თალაკვაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, რუსებს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვთ, თუმცა, პრაქტიკულად, გამორიცხულია, ამან შედეგი გამოიღოს. აი, რას წერს ამის შესახებ საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელი გიორგი ასანიძე: "მინდა ლაშა ტალახაძეს მივულოცო მსოფლიო ჩემპიონობა... არავის ცუდი არ მიხარია, თუმცა ჩემი ლაშას ჩემპიონობა ნამდვილად მახარებს... ლოვჩევის ტესტმა დადებითი აჩვენა მსოფლიო ჩემპიონატზე". თავად რუსი სპორტსმენი თავის უდანაშაულობას ამტკიცებს და ტესტის ხელახალ ჩატარებას ითხოვს.

განაგრძეთ კითხვა sportall.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია