საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორი ქვეყნის გაერთიანების დრო დადგა" - პავლიაშვილის კომენტარი რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე
"ორი ქვეყნის გაერთიანების დრო დადგა" - პავლიაშვილის კომენტარი რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე

რუ­სე­თის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს­თან სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­მარ­ტი­ვე­ბის თე­მა­ზე, რუ­სუ­ლი არ­ხის МИР 24-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის წამ­ყვა­ნი სოსო პავ­ლი­აშ­ვილს გა­ე­სა­უბ­რა.

-პი­რა­დად თქვენ დიდ­ხანს ელო­დით ამ ამ­ბავს?

-მე ჭიპ­ლა­რით სა­ქარ­თვე­ლოს­თან ვარ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, გული კი რუ­სეთ­ში მი­ცემს. ჩემ­თვის ეს ფაქ­ტი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მაგ­რამ არ შე­იძ­ლე­ბა უბ­რა­ლოდ იმის თქმა, რომ ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ხალ­ხი უკვე და­ი­ღა­ლა არ­სე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბით - გინ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, გინ­და აქ, რუ­სეთ­ში. ეს ეხე­ბა პო­ლი­ტი­კა­საც. არ­სე­ბობს მე­სა­მე ძალა, რო­მე­ლიც უკვე დიდი ხა­ნია ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ რუ­სე­თი თა­ვის უახ­ლო­ეს მე­ზობ­ლებს წა­ა­ჩხუ­ბოს, გან­სა­კუთ­რე­ბით მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ქვეყ­ნებს. მათ ეს გა­მოს­დი­ო­დათ, მაგ­რამ ახლა გამ­ჭრი­ა­ხო­ბაა სა­ჭი­რო. რუ­სე­თი ყო­ველ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მე­გო­ბა­რი და დამ­ხმა­რე იყო მრა­ვა­ლი წლის წინ, რო­დე­საც სა­ერ­თო მტრე­ბი გვყავ­და.

-თა­ვად თქვენ, თქვენს მე­გობ­რებს, ნა­თე­სა­ვებს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გქო­ნი­ათ ამ ფორ­მა­ლო­ბე­ბის გამო?

-კი, მაგ­რამ ახლა ამა­ზე სა­უ­ბა­რი არ მსურს. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, მაგ­რამ უნდა და­ვი­ვი­წყოთ წარ­სუ­ლი და ხვა­ლინ­დე­ლი დღით ვი­ცხოვ­როთ. ამას ვურ­ჩევ ყვე­ლა პო­ლი­ტი­კოსს. რაც უფრო მე­ტად გა­ვუ­გებთ ერ­თმა­ნეთს, მით დიდი ერ­თო­ბა გვექ­ნე­ბა, უფრო მალე და­ვა­მარ­ცხებთ მტერს. უნდა იყოს პა­ტი­ვის­ცე­მა, ურ­თი­ერ­თო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი, რო­გორც ერთ დიდ ოჯახ­ში.

-სამ­წუ­ხა­როდ, სიყ­ვა­რუ­ლი და ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა ხში­რად არ გა­მო­დის. იმოქ­მე­და თუ არა სა­ვი­ზო რე­ჟიმ­მა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის კულ­ტუ­რულ სფე­რო­ში?

-რა­საკ­ვირ­ვე­ლია. პირ­ველ რიგ­ში ამან ხალ­ხი ერ­თმა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ აამ­ხედ­რა. შე­ხე­დეთ უკ­რი­ა­ნა­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას. რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი უთ­ვლის წყევ­ლას რუ­სეთს, არა­და გე­ნე­ტი­კუ­რად რუ­სეთ­ზე ახ­ლო­ბე­ლი არა­ვინ ყავთ. ეს ხალ­ხის ზომ­ბი­რე­ბაა. აღარ შე­იძ­ლე­ბა ამის დაშ­ვე­ბა. მე არ მინ­და ჩვე­ნი შვი­ლე­ბი ასე ექ­ცე­ოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს. მე გა­მი­მარ­თლა, მოს­კოვ­ში ვცხოვ­რობ, რუ­სეთ­ში და შე­მეძ­ლო ყვე­ლა­ფე­რი ჩემი გა­მო­მე­ტა­ნა, ქარ­თუ­ლი, გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი ამით მსოფ­ლიო სცე­ნა­ზე და არა­ვის და­უშ­ლია არა­ფე­რი. პი­რი­ქით, რუ­სეთ­ში ამა­ში მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. არ შე­იძ­ლე­ბა ამის და­ვი­წყე­ბა. არ­სე­ბობს ორი სი­ტყვა: მა­პა­ტიე და გმად­ლობ. რაც უფრო ხში­რად ვე­ტყვით ამ სი­ტყვებს ერ­თმა­ნეთს, მით უკე­თე­სად გა­ვუ­გებთ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია geomigrant.com-ს მი­ხედ­ვით

"ორი ქვეყნის გაერთიანების დრო დადგა" - პავლიაშვილის კომენტარი რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე

"ორი ქვეყნის გაერთიანების დრო დადგა" - პავლიაშვილის კომენტარი რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე

რუსეთის მხრიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივების თემაზე, რუსული არხის МИР 24-ის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი სოსო პავლიაშვილს გაესაუბრა.

-პირადად თქვენ დიდხანს ელოდით ამ ამბავს?

-მე ჭიპლარით საქართველოსთან ვარ დაკავშირებული, გული კი რუსეთში მიცემს. ჩემთვის ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ არ შეიძლება უბრალოდ იმის თქმა, რომ ეს მნიშვნელოვანია. ხალხი უკვე დაიღალა არსებული ურთიერთობით - გინდა საქართველოში, გინდა აქ, რუსეთში. ეს ეხება პოლიტიკასაც. არსებობს მესამე ძალა, რომელიც უკვე დიდი ხანია ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთი თავის უახლოეს მეზობლებს წააჩხუბოს, განსაკუთრებით მართლმადიდებლურ ქვეყნებს. მათ ეს გამოსდიოდათ, მაგრამ ახლა გამჭრიახობაა საჭირო. რუსეთი ყოველთვის საქართველოს მეგობარი და დამხმარე იყო მრავალი წლის წინ, როდესაც საერთო მტრები გვყავდა.

-თავად თქვენ, თქვენს მეგობრებს, ნათესავებს სერიოზული პრობლემები გქონიათ ამ ფორმალობების გამო?

-კი, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი არ მსურს. იყო შემთხვევები, მაგრამ უნდა დავივიწყოთ წარსული და ხვალინდელი დღით ვიცხოვროთ. ამას ვურჩევ ყველა პოლიტიკოსს. რაც უფრო მეტად გავუგებთ ერთმანეთს, მით დიდი ერთობა გვექნება, უფრო მალე დავამარცხებთ მტერს. უნდა იყოს პატივისცემა, ურთიერთობა და სიყვარული, როგორც ერთ დიდ ოჯახში.

-სამწუხაროდ, სიყვარული და ურთიერთგაგება ხშირად არ გამოდის. იმოქმედა თუ არა სავიზო რეჟიმმა ორ ქვეყანას შორის კულტურულ სფეროში?

-რასაკვირველია. პირველ რიგში ამან ხალხი ერთმანეთის წინააღმდეგ აამხედრა. შეხედეთ უკრიანაში არსებულ სიტუაციას. რამდენი ადამიანი უთვლის წყევლას რუსეთს, არადა გენეტიკურად რუსეთზე ახლობელი არავინ ყავთ. ეს ხალხის ზომბირებაა. აღარ შეიძლება ამის დაშვება. მე არ მინდა ჩვენი შვილები ასე ექცეოდნენ ერთმანეთს. მე გამიმართლა, მოსკოვში ვცხოვრობ, რუსეთში და შემეძლო ყველაფერი ჩემი გამომეტანა, ქართული, გამოვსულიყავი ამით მსოფლიო სცენაზე და არავის დაუშლია არაფერი. პირიქით, რუსეთში ამაში მეხმარებოდნენ. არ შეიძლება ამის დავიწყება. არსებობს ორი სიტყვა: მაპატიე და გმადლობ. რაც უფრო ხშირად ვეტყვით ამ სიტყვებს ერთმანეთს, მით უკეთესად გავუგებთ.

მომზადებულია geomigrant.com-ს მიხედვით

"მე თუ მკითხავთ, დღეს ჰოლივუდში საშა რეხვიაშვილის რანგის რეჟისორი  არ მოიძებნება" - ქართულ კინემატოგრაფს დიდი ხელოვანი გამოაკლდა

მერაბ ნინიძე BIFA-ს დაჯილდოების ნომინანტებს შორისაა - რის შესახებაა ფილმი, სადაც შესრულებულმა როლმა ქართველ მსახიობს კიდევ ერთი აღიარება მოუტანა

როგორია მაია ასათიანის სამზარეულოს ინტერიერი - ტელეწამყვანმა ის ყვავილების ბაღად აქცია