პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ აღვნიშნავთ მაცხოვრის შობას ჩვენ 7 იანვარს, დასავლურ-ქრისტიანული სამყარო კი 25 დეკემბერს?
რატომ აღვნიშნავთ მაცხოვრის შობას ჩვენ 7 იანვარს, დასავლურ-ქრისტიანული სამყარო კი 25 დეკემბერს?

შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სამ­ყა­როს უდი­დე­სი და გა­მორ­ჩე­უ­ლი მოვ­ლე­ნაა, სა­ქარ­თვე­ლო ტრა­დი­ცი­უ­ლად 7 იან­ვარს აღ­ნიშ­ნავს მა­ცხოვ­რის შო­ბას, მაგ­რამ ყო­ვე­ლი დღე­სას­წა­უ­ლის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად თავს იჩენს ასე­ვე ტრა­დი­ცი­უ­ლი კი­თხვე­ბი:

რას ნიშ­ნავს "ძვე­ლი" და "ახა­ლი" სტი­ლი? რა­ტომ ვდღე­სას­წა­უ­ლობთ მა­ცხოვ­რის შო­ბას ჩვენ 7 იან­ვარს, და­სავ­ლურ-ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სამ­ყა­რო კი - 25 დე­კემ­ბერს? ან რა­ტომ ვდღე­სას­წა­უ­ლობთ ახა­ლი წლის შე­მობ­რძა­ნე­ბას ორ­ჯერ?

ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა და მო­სახ­ლე­ო­ბის გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბა ორი­ო­დე სი­ტყვით ძა­ლი­ან რთუ­ლია, ვი­ნა­ი­დან ეს სა­კი­თხი ოდით­გან­ვე ღრმა ანა­ლი­ზი­სა და კვლე­ვის სა­განს წარ­მო­ად­გენ­და. ჩვენ­თვის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი და ერ­თა­დერ­თი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა არის ის გზა, რო­მე­ლიც ქარ­თულ­მა მარ­თლმა­დი­დე­ბელ­მა ეკ­ლე­სი­ამ გა­ი­ა­რა და რომ­ლის­გა­ნაც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე არც ერთი მის­ხა­ლით არ გა­და­უხ­ვე­ვია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა სა­ეკ­ლე­სიო თა­რი­ღი შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­დის იმ ძი­რი­თად მო­თხოვ­ნას­თან, რაც სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­უ­ლის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი წე­სით გან­ლა­გე­ბა­სა და ჰარ­მო­ნი­ულ თან­წყო­ბას გუ­ლის­ხმობს, ანუ რა­საც იესო ქრის­ტე შე­ე­ხო, ყო­ვე­ლი­ვე გან­წმინ­და.

ქრის­ტეს შო­ბამ­დე I სა­უ­კუ­ნე­ში, 44 წელს, რო­მის იმ­პე­რა­ტორ­მა იუ­ლი­უს კე­ი­სარ­მა ეგ­ვიპ­ტე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის დახ­მა­რე­ბით ახა­ლი კა­ლენ­და­რი შე­მო­ი­ღო, რომ­ლის მი­ხედ­ვით წე­ლი­წა­დის პირ­ველ დღედ 1 იან­ვა­რი გა­მო­ა­ცხა­და. ხსე­ნე­ბუ­ლი კა­ლენ­და­რი ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში არ შექ­მნი­ლა და არც კე­ი­სა­რი გახ­ლდათ სა­ეკ­ლე­სიო მოღ­ვა­წე. კა­ლენ­და­რი არ იყო ქრის­ტი­ა­ნო­ბის დრო­ინ­დე­ლი, მაგ­რამ მეც­ნი­ე­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით დრო­ის ათ­ვლის ყვე­ლა­ზე სრულ­ყო­ფილ მო­დელს წარ­მო­ად­გენ­და. ეკ­ლე­სი­ამ იუ­ლი­უ­სის კა­ლენ­და­რი შე­ით­ვი­სა არა რო­გორც სარ­წმუ­ნო­ებ­რი­ვი ღი­რე­ბუ­ლე­ბის შემ­ცვე­ლი სის­ტე­მა, არა­მედ რო­გორც მეც­ნი­ე­რუ­ლი აზ­რის მო­ნა­პო­ვა­რი ისე­ვე, რო­გორც შე­ით­ვი­სა ქრის­ტი­ა­ნო­ბამ­დე­ლი ან­ბა­ნი, სამ­შე­ნებ­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა და სხვა.

IV სა­უ­კუ­ნი­დან, რო­დე­საც იუ­ლი­უ­სის კა­ლენ­და­რი მო­ექ­ცა სა­ეკ­ლე­სიო მსა­ხუ­რე­ბის წი­აღ­ში, იგი უწ­მინ­დეს დღე­სას­წა­ულ­თა აღმნიშ­ვნე­ლი გახ­და. 325 წელს, ნი­კე­ა­ში გა­მარ­თულ მსოფ­ლიო I სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბა­ზე ამ სა­კი­თხზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღეს. იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია იუ­ლი­უ­სის კა­ლენ­დრით, ანუ ძვე­ლი სტი­ლით აღ­ნიშ­ნავს ყვე­ლა სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­ულს. კე­ის­რის დრო­ინ­დე­ლი კა­ლენ­დრის­გან ძი­რი­თა­დი გან­სხვა­ვე­ბა იმა­შია, რომ სა­კულ­ტო ორი­ენ­ტი­რე­ბის ნაც­ვლად კა­ლენ­დრის ცენ­ტრა­ლუ­რი ად­გი­ლი მა­ცხოვ­რის ბწრყინ­ვა­ლე აღ­დგო­მის თა­რიღ­მა და­ი­კა­ვა.

1582 წელს კა­ლენ­დრის "რე­ფორ­მა" მოხ­და რო­მის პაპ გრი­გოლ II ინი­ცი­ა­ტი­ვით და იუ­ლი­უ­სის კა­ლენ­დრის პა­რა­ლე­ლუ­რად გრი­გო­რი­ა­ნუ­ლიც იქნა შე­მო­ღე­ბუ­ლი, რომ­ლის შე­დე­გად ეს უკა­ნას­კნე­ლი ყვე­ლა უძ­რავ მარ­თლმა­დი­დებ­ლურ დღე­სას­წა­ულს და­შორ­და ათი დღით, ხოლო XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში "დრო­ის დეკ­რე­ტით" სამი დღეც და­ე­მა­ტა. ჯერ კი­დევ 325 წელს, ნი­კე­ის მსოფ­ლიო I სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბა­ზე ბრწყინ­ვა­ლე აღ­დგო­მის თა­რი­ღის აღ­ნიშ­ვნის სა­კი­თხიც იქნა გან­ხი­ლუ­ლი. წმ. მეფე კონ­სტან­ტი­ნე დიდ­მა ნი­კე­ი­დან ეპის­ტო­ლე­ე­ბი გა­უგ­ზავ­ნა ყვე­ლა იმ ეპის­კო­პოსს, რომ­ლე­ბიც წმი­და კრე­ბას არ ეს­წრე­ბოდ­ნენ. ეპის­ტო­ლეს ერთ-ერთ ფრაგ­მენ­ტში წე­რია: "...დაე, თქვენ­მა კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბამ გან­სა­ზღვროს, თუ რამ­დე­ნად არა­სა­ქე­ბა­რია და საძ­რა­ხი­სი, რათა ერ­თსა და იმა­ვე დღე­ებ­ში ერ­თნი მარ­ხუ­ლობ­დნენ და სხვა­ნი კი იხ­სნი­ლებ­დნენ და აღ­დგო­მის დღის შემ­დეგ კი პირ­ველ­ნი ზე­ი­მობ­დნენ და იშ­ვებ­დნენ, მე­ო­რე­ნი კი მარ­ხუ­ლობ­დნენ".

მარ­თა­ლია, აქ ბრწყინ­ვა­ლე აღ­დგო­მა­ზეა ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ უდა­ვოა, რომ წმი­და მა­მებს მხედვ­ლო­ბა­ში ექ­ნე­ბო­დათ სხვა სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­უ­ლე­ბიც.

რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, კა­ლენ­დრის და­ზუს­ტე­ბა ან დახ­ვე­წა, ან მას­ში რა­ი­მე ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნა სა­თა­ნა­დო და­სა­ბუ­თე­ბი­სა და შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე ფრი­ად სა­ზი­ა­ნოა ეკ­ლე­სი­ის ერ­თო­ბი­სათ­ვის. ეს სა­კი­თხი მსოფ­ლიო I სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბა­ზე გა­და­წყდა და მისი შეც­ვლა მხო­ლოდ მსოფ­ლიო კრე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში რჩე­ბა.

ამ­გვა­რი და­სა­ბუ­თე­ბა ახა­ლი სტი­ლის გარ­და­უ­ვა­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ არ არ­სე­ბობს და შე­სა­ბა­მი­სად, არც სა­ყო­ველ­თაო შე­თან­ხმე­ბაა მიღ­წე­უ­ლი. ყვე­ლა­ზე "ხი­ლუ­ლი" და მყა­რი არ­გუ­მენ­ტი, რაც ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლია და რაც აღი­ა­რებს ძვე­ლი სტი­ლის უპი­რა­ტე­სო­ბას ახალ­თან შე­და­რე­ბით, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, აღ­დგო­მის დღის დად­გო­მის­თა­ნა­ვე, იე­რუ­სა­ლი­მის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი პატ­რი­არ­ქის სან­თლებ­ზე ღვთა­ებ­რი­ვი ცე­ცხლის გარ­და­მოს­ვლაა (და სხვა სას­წა­უ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც იუ­ლი­უ­სის კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით აღეს­რუ­ლე­ბა)! ღვთის მიერ მოვ­ლე­ნი­ლი ეს ზე­ცი­უ­რი სას­წა­უ­ლი სწო­რედ იმის დას­ტუ­რია, რომ ძვე­ლი სტი­ლი, ანუ ის გზა, რო­მელ­საც გა­ნუხ­რე­ლად ად­გას მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია, არის სრუ­ლი­ად გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, ერ­თა­დერ­თი ჭეშ­მა­რი­ტი პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე უკეთ არე­გუ­ლი­რებს სა­ეკ­ლე­სიო ცხოვ­რე­ბის ჰარ­მო­ნი­ულ რიტმს. სწო­რედ ეს არის იუ­ლი­უ­სის კა­ლენ­დრის დოგ­მა­ტუ­რი ღირ­სე­ბა, რო­მელ­საც მყა­რად იცავს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია.

ქრის­ტე­შო­ბა აღ­დგო­მის შემ­დეგ უდი­დე­სი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლია. ჩვენ­ში ეს 7 იან­ვარს აღი­ნიშ­ნე­ბა. ყო­ველ­მა მარ­თლმა­დი­დე­ბელ­მა მორ­წმუ­ნემ, რო­მე­ლიც თავს ეკ­ლე­სი­ის წევ­რად მი­იჩ­ნევს, უნდა იცო­დეს, თუ რო­მე­ლი კა­ლენ­დრით ცხოვ­რობს მისი ეკ­ლე­სია. ამი­ტომ ჩვენ, რო­გორც დედა ეკ­ლე­სი­ის წევ­რე­ბი, ვალ­დე­ბულ­ნი ვართ, მხო­ლოდ­დამ­ხო­ლოდ ძვე­ლი კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით ვი­ზე­ი­მოთ ქრი­ტე­შო­ბაც და სხვა ყვე­ლა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლიც.

რაც შე­ე­ხე­ბა ახალ წელს, ეს სა­ე­რო დღე­სას­წა­უ­ლია და ახა­ლი სტი­ლით 1 იან­ვარს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია სა­ა­ხალ­წლო პა­რაკ­ლისს ძვე­ლი სტი­ლით, 14 იან­ვარს იხ­დის და სა­გან­გე­ბო ლოც­ვა­საც აღავ­ლენს. 1 იან­ვარს, რო­დე­საც სა­ე­რო კა­ლენ­დრით მთელ პლა­ნე­ტა­ზე ახა­ლი წელი დგე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ეკ­ლე­სი­უ­რი ხალ­ხი სუფ­რი­თა და ზე­ი­მით ხვდე­ბა ამ თავ­სმოხ­ვე­ულ დღე­სას­წა­ულს, მო­მარ­ხუ­ლე­ე­ბი კი 7 იან­ვარს, ანუ ნამ­დვილ 25 დე­კემ­ბერს - ქრის­ტე­შო­ბას გა­იხ­სნი­ლე­ბენ.

წყა­რო: orthodoxy.ge

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
alx
0

ქართული ჟამთაღრიცხვის მიხედვით ახალი წლის თვე არი სექტემბერი ანუ ქართული ჟამთაღრიცხვა არი 9 თვიანი 365 გავყოთ 9 მიიღება ორმოცი და ორმოცდაერთ დღიანი 9 თვე თითო თვე შედგება ხუთი რვა დღიანი კვირისაგან აღდგომა არი გაზაფხულის ბუნიობის ანუ დღეღამსწორობის დროს აღდგომა ნიშნავს სისწორეს ანუ დღეღამსწორობას.

 

..
1

რომელი საუკუნეში შიქმნა სიმღერა ან ითარგმნა "25 დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

რატომ აღვნიშნავთ მაცხოვრის შობას ჩვენ 7 იანვარს, დასავლურ-ქრისტიანული სამყარო კი 25 დეკემბერს?

რატომ აღვნიშნავთ მაცხოვრის შობას ჩვენ 7 იანვარს, დასავლურ-ქრისტიანული სამყარო კი 25 დეკემბერს?

შობის დღესასწაული მართლმადიდებლური სამყაროს უდიდესი და გამორჩეული მოვლენაა, საქართველო ტრადიციულად 7 იანვარს აღნიშნავს მაცხოვრის შობას, მაგრამ ყოველი დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად თავს იჩენს ასევე ტრადიციული კითხვები:

რას ნიშნავს "ძველი" და "ახალი" სტილი? რატომ ვდღესასწაულობთ მაცხოვრის შობას ჩვენ 7 იანვარს, დასავლურ-ქრისტიანული სამყარო კი - 25 დეკემბერს? ან რატომ ვდღესასწაულობთ ახალი წლის შემობრძანებას ორჯერ?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და მოსახლეობის გათვითცნობიერება ორიოდე სიტყვით ძალიან რთულია, ვინაიდან ეს საკითხი ოდითგანვე ღრმა ანალიზისა და კვლევის საგანს წარმოადგენდა. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი და ერთადერთი ჭეშმარიტება არის ის გზა, რომელიც ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ გაიარა და რომლისგანაც საუკუნეების მანძილზე არც ერთი მისხალით არ გადაუხვევია. აქედან გამომდინარე, ყველა საეკლესიო თარიღი შესაბამისობაში მოდის იმ ძირითად მოთხოვნასთან, რაც საეკლესიო დღესასწაულის მოწესრიგებული წესით განლაგებასა და ჰარმონიულ თანწყობას გულისხმობს, ანუ რასაც იესო ქრისტე შეეხო, ყოველივე განწმინდა.

ქრისტეს შობამდე I საუკუნეში, 44 წელს, რომის იმპერატორმა იულიუს კეისარმა ეგვიპტელი მეცნიერების დახმარებით ახალი კალენდარი შემოიღო, რომლის მიხედვით წელიწადის პირველ დღედ 1 იანვარი გამოაცხადა. ხსენებული კალენდარი ეკლესიის წიაღში არ შექმნილა და არც კეისარი გახლდათ საეკლესიო მოღვაწე. კალენდარი არ იყო ქრისტიანობის დროინდელი, მაგრამ მეცნიერული თვალსაზრისით დროის ათვლის ყველაზე სრულყოფილ მოდელს წარმოადგენდა. ეკლესიამ იულიუსის კალენდარი შეითვისა არა როგორც სარწმუნოებრივი ღირებულების შემცველი სისტემა, არამედ როგორც მეცნიერული აზრის მონაპოვარი ისევე, როგორც შეითვისა ქრისტიანობამდელი ანბანი, სამშენებლო ხელოვნება და სხვა.

IV საუკუნიდან, როდესაც იულიუსის კალენდარი მოექცა საეკლესიო მსახურების წიაღში, იგი უწმინდეს დღესასწაულთა აღმნიშვნელი გახდა. 325 წელს, ნიკეაში გამართულ მსოფლიო I საეკლესიო კრებაზე ამ საკითხზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს. იქიდან მოყოლებული, მართლმადიდებელი ეკლესია იულიუსის კალენდრით, ანუ ძველი სტილით აღნიშნავს ყველა საეკლესიო დღესასწაულს. კეისრის დროინდელი კალენდრისგან ძირითადი განსხვავება იმაშია, რომ საკულტო ორიენტირების ნაცვლად კალენდრის ცენტრალური ადგილი მაცხოვრის ბწრყინვალე აღდგომის თარიღმა დაიკავა.

1582 წელს კალენდრის "რეფორმა" მოხდა რომის პაპ გრიგოლ II ინიციატივით და იულიუსის კალენდრის პარალელურად გრიგორიანულიც იქნა შემოღებული, რომლის შედეგად ეს უკანასკნელი ყველა უძრავ მართლმადიდებლურ დღესასწაულს დაშორდა ათი დღით, ხოლო XX საუკუნის დასაწყისში "დროის დეკრეტით" სამი დღეც დაემატა. ჯერ კიდევ 325 წელს, ნიკეის მსოფლიო I საეკლესიო კრებაზე ბრწყინვალე აღდგომის თარიღის აღნიშვნის საკითხიც იქნა განხილული. წმ. მეფე კონსტანტინე დიდმა ნიკეიდან ეპისტოლეები გაუგზავნა ყველა იმ ეპისკოპოსს, რომლებიც წმიდა კრებას არ ესწრებოდნენ. ეპისტოლეს ერთ-ერთ ფრაგმენტში წერია: "...დაე, თქვენმა კეთილგონიერებამ განსაზღვროს, თუ რამდენად არასაქებარია და საძრახისი, რათა ერთსა და იმავე დღეებში ერთნი მარხულობდნენ და სხვანი კი იხსნილებდნენ და აღდგომის დღის შემდეგ კი პირველნი ზეიმობდნენ და იშვებდნენ, მეორენი კი მარხულობდნენ".

მართალია, აქ ბრწყინვალე აღდგომაზეა ყურადღება გამახვილებული, მაგრამ უდავოა, რომ წმიდა მამებს მხედვლობაში ექნებოდათ სხვა საეკლესიო დღესასწაულებიც.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კალენდრის დაზუსტება ან დახვეწა, ან მასში რაიმე ცვლილების შეტანა სათანადო დასაბუთებისა და შეთანხმების გარეშე ფრიად საზიანოა ეკლესიის ერთობისათვის. ეს საკითხი მსოფლიო I საეკლესიო კრებაზე გადაწყდა და მისი შეცვლა მხოლოდ მსოფლიო კრების კომპეტენციაში რჩება.

ამგვარი დასაბუთება ახალი სტილის გარდაუვალი აუცილებლობის შესახებ არ არსებობს და შესაბამისად, არც საყოველთაო შეთანხმებაა მიღწეული. ყველაზე "ხილული" და მყარი არგუმენტი, რაც ყველასთვის ნათელია და რაც აღიარებს ძველი სტილის უპირატესობას ახალთან შედარებით, მაცხოვრის საფლავზე, აღდგომის დღის დადგომისთანავე, იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქის სანთლებზე ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლაა (და სხვა სასწაულები, რომლებიც იულიუსის კალენდრის მიხედვით აღესრულება)! ღვთის მიერ მოვლენილი ეს ზეციური სასწაული სწორედ იმის დასტურია, რომ ძველი სტილი, ანუ ის გზა, რომელსაც განუხრელად ადგას მართლმადიდებელი ეკლესია, არის სრულიად გაცნობიერებული, ერთადერთი ჭეშმარიტი პოზიცია, რომელიც ყველაზე უკეთ არეგულირებს საეკლესიო ცხოვრების ჰარმონიულ რიტმს. სწორედ ეს არის იულიუსის კალენდრის დოგმატური ღირსება, რომელსაც მყარად იცავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.

ქრისტეშობა აღდგომის შემდეგ უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია. ჩვენში ეს 7 იანვარს აღინიშნება. ყოველმა მართლმადიდებელმა მორწმუნემ, რომელიც თავს ეკლესიის წევრად მიიჩნევს, უნდა იცოდეს, თუ რომელი კალენდრით ცხოვრობს მისი ეკლესია. ამიტომ ჩვენ, როგორც დედა ეკლესიის წევრები, ვალდებულნი ვართ, მხოლოდდამხოლოდ ძველი კალენდრის მიხედვით ვიზეიმოთ ქრიტეშობაც და სხვა ყველა ქრისტიანული დღესასწაულიც.

რაც შეეხება ახალ წელს, ეს საერო დღესასწაულია და ახალი სტილით 1 იანვარს შეესაბამება. საქართველოს ეკლესია საახალწლო პარაკლისს ძველი სტილით, 14 იანვარს იხდის და საგანგებო ლოცვასაც აღავლენს. 1 იანვარს, როდესაც საერო კალენდრით მთელ პლანეტაზე ახალი წელი დგება, საქართველოში არაეკლესიური ხალხი სუფრითა და ზეიმით ხვდება ამ თავსმოხვეულ დღესასწაულს, მომარხულეები კი 7 იანვარს, ანუ ნამდვილ 25 დეკემბერს - ქრისტეშობას გაიხსნილებენ.

წყარო: orthodoxy.ge