ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, აწ უკვე ყოფილი პრემიერი მის წინამორბედ ბიძინა ივანიშვილთან ერთად საზოგადოებაში პირველად დღეს გამოჩნდა. ყოფილი პრემიერები გიორგი კვირიკაშვილის დედის დაკრძალვაზე თითქმის ერთდროულად მივიდნენ. მედიის წარმომადგენლებმა სცადეს მათთვის კითხვების დასმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა ივანიშვილმაც და ღარიბაშვილმაც ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს.