პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გადადგა ღარიბაშვილი? - რუსული მედია საკუთარ ვერსიებს ასახელებს
რატომ გადადგა ღარიბაშვილი? - რუსული მედია საკუთარ ვერსიებს ასახელებს

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ფა­სე­ბე­ბი რუ­სეთ­ში გა­კეთ­და. სა­ა­გენ­ტო "РБК"-სთან სა­უ­ბარ­ში რუსი ექ­სპერ­ტი დე­ნის დვორ­ნი­კო­ვი აცხა­დებს, რომ მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ სა­კუ­თა­რი პი­რო­ბა შე­ას­რუ­ლა ამომ­რჩევ­ლის წი­ნა­შე, რო­მელ­საც სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში უვი­ზოდ იმოგ­ზა­უ­როს. პა­რა­ლე­ლუ­რად სა­ვი­ზო რე­ჟი­მი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის რუ­სეთ­მაც გა­ა­მარ­ტი­ვა.

"ამ პი­რო­ბებ­ში პრე­მი­ე­რის გა­დად­გო­მა - მმარ­თვე­ლი ელი­ტის შე­თან­ხმე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. ქვე­ყა­ნა ახალ დო­ნე­ზე გა­დის და ამის­თვის უფრო მეტი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე მმარ­თვე­ლია სა­ჭი­რო", - აცხა­დებს დვორ­ნი­კო­ვი. მისი მო­საზ­რე­ბით, ღა­რი­ბაშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბა­ში რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი პრე­ტენ­ზია არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა ამ­ჟა­მად ვი­თა­რე­ბა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­სა და მთელ მსოფ­ლი­ო­ში არას­ტა­ბი­ლუ­რია რო­გორც ეკო­ნო­მი­კუ­რი, ისე სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით.

გა­მო­ცე­მა ВЗГЛЯД-თან სა­უ­ბარ­ში პო­ლი­ტო­ლო­გი ნი­კო­ლაი სი­ლა­ე­ვი აცხა­დებს, რომ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის კუ­თხით ეს იყო სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მთავ­რო­ბა.

"არ ვიცი, უკავ­შირ­დე­ბა თუ არა ეს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ან მმარ­თვე­ლი კო­ა­ლი­ცი­ის არა­ფორ­მა­ლუ­რი ლი­დე­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბებს, მაგ­რამ პირ­ვე­ლად ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­სა და მოს­კოვს შო­რის ყო­ველ­თვი­უ­რი სკან­და­ლე­ბი აღარ ხდე­ბა", -ამ­ბობს პო­ლი­ტო­ლო­გი.

გა­მო­ცე­მა Московский Комсомолец-თან სა­უ­ბარ­ში კი­დევ ერთი რუსი ექ­სპერ­ტი ვლა­დი­მერ ნო­ვი­კო­ვი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მას "ში­და­ქარ­თულ კო­ლი­ზი­ას" უწო­დებს. მისი თქმით, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე გარ­კვე­უ­ლი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნეს ლა­რის დე­ვალ­ვა­ცი­ამ და პრე­ზი­დენტ მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან კონ­ფლიქ­ტურ­მა ურ­თი­ერ­თო­ბამ, რაც მმარ­თვე­ლი კო­ა­ლი­ცი­ის რე­ი­ტინგზე აი­სა­ხა.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, არის თუ არა ივა­ნიშ­ვი­ლი პრო­რუ­სი პო­ლი­ტი­კო­სი და ბიზ­ნეს­მე­ნი, ექ­სპერ­ტი ნო­ვი­კო­ვი აცხა­დებს, რომ რუ­სეთ­ში მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­შიც კი, ივა­ნიშ­ვი­ლი "ყო­ველ­თვის იყო ჯერ ქარ­თვე­ლი და შემ­დეგ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე და რუსი ბიზ­ნეს­მე­ნი".

"უდა­ვოა, რომ ის სა­კუ­თარ თავს ქარ­თველ პო­ლი­ტი­კო­სად მი­იჩ­ნევს. ამი­ტომ რუ­სე­თი­სად­მი მის ლო­ი­ა­ლო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტი იქ­ნე­ბო­და", - აცხა­დებს ნო­ვი­კო­ვი და იქვე დას­ძენს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი კვლავ რჩე­ბა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მომ­ხრედ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გა­მოგ­ვყე­ვით, რომ არ გა­მო­ტო­ვოთ პო­ლი­ტი­კის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი.

გა­მო­ი­წე­რეთ პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პო­ლი­ტი­კა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

რატომ გადადგა ღარიბაშვილი? - რუსული მედია საკუთარ ვერსიებს ასახელებს

რატომ გადადგა ღარიბაშვილი? - რუსული მედია საკუთარ ვერსიებს ასახელებს

ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით შეფასებები რუსეთში გაკეთდა. სააგენტო "РБК"-სთან საუბარში რუსი ექსპერტი დენის დვორნიკოვი აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ საკუთარი პირობა შეასრულა ამომრჩევლის წინაშე, რომელსაც საშუალება მიეცა ევროპის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაუროს. პარალელურად სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთმაც გაამარტივა.

"ამ პირობებში პრემიერის გადადგომა - მმართველი ელიტის შეთანხმებული გადაწყვეტილებაა. ქვეყანა ახალ დონეზე გადის და ამისთვის უფრო მეტი გამოცდილების მქონე მმართველია საჭირო", - აცხადებს დვორნიკოვი. მისი მოსაზრებით, ღარიბაშვილთან მიმართებაში რაიმე სერიოზული პრეტენზია არ არსებობს, თუმცა ამჟამად ვითარება სამხრეთ კავკასიასა და მთელ მსოფლიოში არასტაბილურია როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით.

გამოცემა ВЗГЛЯД-თან საუბარში პოლიტოლოგი ნიკოლაი სილაევი აცხადებს, რომ საგარეო პოლიტიკის კუთხით ეს იყო საქართველოს ყველაზე წარმატებული მთავრობა.

"არ ვიცი, უკავშირდება თუ არა ეს ირაკლი ღარიბაშვილის ან მმართველი კოალიციის არაფორმალური ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებებს, მაგრამ პირველად ბოლო 20 წლის განმავლობაში თბილისსა და მოსკოვს შორის ყოველთვიური სკანდალები აღარ ხდება", -ამბობს პოლიტოლოგი.

გამოცემა Московский Комсомолец-თან საუბარში კიდევ ერთი რუსი ექსპერტი ვლადიმერ ნოვიკოვი ღარიბაშვილის გადადგომას "შიდაქართულ კოლიზიას" უწოდებს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებაზე გარკვეული გავლენა მოახდინეს ლარის დევალვაციამ და პრეზიდენტ მარგველაშვილთან კონფლიქტურმა ურთიერთობამ, რაც მმართველი კოალიციის რეიტინგზე აისახა.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ივანიშვილი პრორუსი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, ექსპერტი ნოვიკოვი აცხადებს, რომ რუსეთში მუშაობის პერიოდშიც კი, ივანიშვილი "ყოველთვის იყო ჯერ ქართველი და შემდეგ რუსეთის მოქალაქე და რუსი ბიზნესმენი".

"უდავოა, რომ ის საკუთარ თავს ქართველ პოლიტიკოსად მიიჩნევს. ამიტომ რუსეთისადმი მის ლოიალობაზე საუბარი ზედმეტი იქნებოდა", - აცხადებს ნოვიკოვი და იქვე დასძენს, რომ ივანიშვილი კვლავ რჩება ევროინტეგრაციის მომხრედ.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."