პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წარმატებული ქართველების სამჭედლო - კომაროვის სკოლის ნახევარსაუკუნოვანი ისტორია
წარმატებული ქართველების სამჭედლო - კომაროვის სკოლის ნახევარსაუკუნოვანი ისტორია

სა­ხელ­მწი­ფო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ბრენ­დს, კო­მა­რო­ვის სკო­ლას წელს სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რი­ღი შე­უს­რულ­და - 50 წლის გახ­და. იქ თა­ვი­დან­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მა­თე­მა­ტი­კუ­რი მიდ­რე­კი­ლე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი სწავ­ლობ­დნენ, ტრა­დი­ცია დღემ­დე გრძელ­დე­ბა.

ცნო­ბი­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი 1965 წელს და­არ­სდა და მის სა­თა­ვე­ებ­თან სხვა ცნო­ბილ მა­თე­მა­ტი­კო­სებ­თან ერ­თად, აკა­დე­მი­კო­სი ნიკო მუს­ხე­ლიშ­ვი­ლიც იდგა, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სკო­ლის მზრუნ­ველ­თა საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

ცოტა ხნის წინ იუ­ბი­ლი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ღე­ბა გა­ი­მარ­თა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მალე ყვე­ლა კო­მა­რო­ვე­ლი მშობ­ლი­ურ სკო­ლა­ში პე­და­გო­გებ­თან ერ­თად შე­იკ­რი­ბე­ბა და ერ­თმა­ნეთს ამ თა­რიღს მი­უ­ლო­ცავს.

წლე­ბის მან­ძილ­ზე სკო­ლა 5000-მდე მოს­წავ­ლემ და­ამ­თავ­რა, რო­მელ­თა შო­რის უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნია.

ივა­ნე კვი­ტაშ­ვი­ლი, კო­მა­რო­ვის სკო­ლის დი­რექ­ტო­რი (თვა­ლი ერ­თად გა­და­ვავ­ლეთ სკო­ლის ის­ტო­რი­ა­საც და თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბას): 

- მეც ეს სკო­ლა მაქვს 1990 წელს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. 1998 წელს კი აქ პე­და­გო­გად მო­ვე­დი, 2010 წლი­დან უკვე დი­რექ­ტო­რი გახ­ლა­ვართ.

ვი­საც ეს სკო­ლა და­უმ­თავ­რე­ბია, ყვე­ლა ასეა, - საკ­მა­ოდ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლე­ბი ვართ და ვა­მა­ყობთ კო­მა­რო­ვე­ლო­ბით. რაც ჩვე­ნი სას­წავ­ლე­ბე­ლი არ­სე­ბობს, ტერ­მი­ნი - "კო­მა­რო­ვე­ლიც" არ­სე­ბობს და ხუმ­რო­ბით ჩვე­ნი არა­კო­მა­რო­ვე­ლი მე­გობ­რე­ბი სექ­ტა­საც გვე­ძა­ხი­ან. იმა­საც გვე­უბ­ნე­ბი­ან, - კო­მა­რო­ვე­ლი კო­მა­რო­ველს რომ და­ე­ლა­პა­რა­კე­ბა, თვა­ლე­ბი სხვა­ნა­ი­რად გინთდე­ბა­თო, - ეს იმი­ტომ, რომ ვხვდე­ბით, რა მოგ­ვცა ამ სკო­ლამ. მას ჩვენს წარ­მა­ტე­ბა­სა და საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უდი­დე­სი წვლი­ლი აქვს.

- გა­სა­გე­ბია, რომ აქ მა­თე­მა­ტი­კა და ფი­ზი­კა გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლად ის­წავ­ლე­ბა. სხვა საგ­ნებ­საც გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლად სწავ­ლო­ბენ?

- გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლად არა მარ­ტო ფი­ზი­კა-მა­ტე­მა­ტი­კურ საგ­ნებს სწავ­ლო­ბენ, არა­მედ ზო­გა­დად აზ­როვ­ნე­ბას, ეჩ­ვე­ვი­ან შრო­მას და იძე­ნენ სა­უ­კე­თე­სო სა­მე­გობ­რო წრეს. რაც მთა­ვა­რია, სულ ასე იყო. "კო­მა­რო­ვი" წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სამ­ჭედ­ლოა... ჩვენს კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს თით­ქმის ყვე­ლა დარ­გში მი­უღ­წე­ვი­ათ წარ­მა­ტე­ბის­თვის.

სკო­ლის პირ­ვე­ლი დი­რექ­ტო­რი ვა­ლე­რი­ან მე­ლა­ძე იყო, მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ჩვენ­მა სკო­ლამ მა­ლე­ვე და­ი­კა­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და დღემ­დე ერ­თა­დერ­თი სა­ჯა­რო სკო­ლაა, რო­მე­ლიც ამ­ხე­ლა შანსს აძ­ლევს ადა­მი­ანს, ანუ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის გა­ნათ­ლე­ბას.

კო­მა­რო­ვი არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში, მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი უმაღ­ლე­სი სკო­ლის­კენ თა­მა­მად უხ­სნის გზას. ეს არის ტრა­დი­ცია და რა თქმა უნდა, პე­და­გო­გე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა. მოს­წავ­ლე­ე­ბიც ძა­ლი­ან ინ­დო­მე­ბენ. რაც მთა­ვა­რია, ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე მუდ­მი­ვად სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გებ­ზე არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი. ჩვე­ნე­ბი ოლიმ­პი­ა­დებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ზეც ლი­დე­რო­ბენ.

- სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხი­დან გყავთ ხომ მოს­წავ­ლე­ე­ბი?

- კი, აქ სო­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, - რო­გორც დე­და­ქა­ლა­ქის, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა პა­ტა­რა სოფ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც კი სწავ­ლობს და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მათი სურ­ვი­ლი, მონ­დო­მე­ბა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა. აქა­უ­რი შე­ძე­ნი­ლი გა­რე­მო სწავ­ლა­სა და თა­ნად­გო­მა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. პან­სი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი ბაშ­ვე­ბი ერ­თმა­ნეთს გა­მოც­დე­ბის­თვის ეხ­მა­რე­ბი­ან, ამე­ცა­დი­ნე­ბენ, მხარ­ში უდ­გა­ნან.

დიახ, ჩვე­ნი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი ხდე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც არ უშინ­დე­ბი­ან სირ­თუ­ლე­ებს. თი­თო­ე­უ­ლი მზად არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­სა­ღე­ბად და თა­ვად­ვე ირ­ჩევს პრო­ფე­სი­ას.

- პე­და­გო­გე­ბი სტა­ბი­ლუ­რად არი­ან სკო­ლა­ში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი?

- ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­უ­კე­თე­სო პე­და­გო­გე­ბი გვყავს, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად მუ­შა­ო­ბენ სა­კუ­თარ თავ­ზე და ისიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ უმე­ტე­სო­ბა კო­მა­რო­ვე­ლია - ეს სკო­ლა აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

- რა ეტა­პე­ბის გავ­ლა სჭირ­დე­ბათ მო­ზარ­დებს, რომ თქვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი გახ­დნენ?

- მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბაა სა­ჭი­რო და საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი კონ­კურ­სია, მაგ­რამ ვი­საც მა­თე­მა­ტი­კა უყ­ვარს, შე­უძ­ლია ჩა­ა­ბა­როს ტეს­ტი, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სტან­დარტს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, სა­დაც ყო­ვე­ლი მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მაქ­სი­მუ­მია ჩა­დე­ბუ­ლი, რომ მათი რე­ა­ლი­ზე­ბა მოხ­დეს. რო­დე­საც მოს­წავ­ლე შრო­მობს, აქვს აბ­სო­ლუ­ტუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა კლა­სი­დან კლას­ში გა­და­სას­ვე­ლე­ლად, მას პერ­სპექ­ტი­ვაც აქვს და სა­მო­მავ­ლო გა­რან­ტი­აც.

- რად­გა­ნაც სკო­ლის 50-წლი­ან მოღ­ვა­წე­ო­ბას ვა­ფა­სებთ, ისიც ვთქვათ, 90-იან­მა წლებ­მა რა გავ­ლე­ნა იქო­ნია მას­ზე?

- აქ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი არას­დროს შე­წყვე­ტი­ლა და არც სწავ­ლის ხა­რის­ხი და­ცე­მუ­ლა. ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი 90-იან წლებ­ში, რო­გორც სხვა­გან, აქაც ნავთქუ­რებ­ზე მუ­შა­ობ­დნენ და სწო­რედ მა­შინ ბევ­რმა დღეს უკვე წარ­მა­ტე­ბულ­მა ადა­მი­ან­მა და­ამ­თავ­რა "კო­მა­რო­ვი". აქ სწავ­ლობ­დნენ: სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი - გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი, ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი - დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლი, თი­ბი­სი ბან­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი - ვახ­ტანგ ბუ­ცხრი­კი­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი - მურ­თაზ კი­კო­რია, გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი - მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლი და სხვე­ბი...

ჩვენს სკო­ლას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ხალ­ხის ნა­წი­ლი, ვინც ეს სკო­ლა და­ამ­თავ­რა, მხარ­ში უდ­გას. ეს არის კლუ­ბი "კო­მა­რო­ვე­ლე­ბი" - "ალუმ­ნის" კლუ­ბი, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც და­ი­გეგ­მა კი­დეც ჩვე­ნი სა­ი­უ­ბი­ლეო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

- პი­რა­დად თქვენ მჭიდ­როდ ხართ ამ სკო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რად­გა­ნაც მისი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი ხართ, მისი პე­და­გო­გიც და ამა­ვე დროს დი­რექ­ტო­რიც. ალ­ბათ, სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე სხვა­დას­ხვა ემო­ცია გქონ­დათ.

- რო­დე­საც მე­გობ­რე­ბი, სხვა­დას­ხვა თა­ო­ბის კო­მა­რო­ვე­ლე­ბი, თა­ნა­კა­სე­ლე­ბი ვმსჯე­ლობთ, თუ რა მოგ­ვცა სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში ამ სკო­ლამ, - მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ აქ იყო სხვა­ნა­ი­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გახ­ლდათ ერ­თმა­ნეთ­თან გვერ­დში დგო­მის სის­ტე­მა­ზე. ამას­თან, ტვირ­თის აღე­ბა­სა და მუდ­მივ შრო­მა­ზე, იყო სა­კუ­თა­რი თა­ვის მუდ­მი­ვი გა­მოც­და. თუკი დღეს რა­მეს ვა­კე­თებ, უბრწყინ­ვა­ლე­სი პე­და­გო­გე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

- დღემ­დე მუ­შა­ო­ბენ სკო­ლა­ში თქვე­ნი პე­და­გო­გე­ბი?

- კი, ნა­წი­ლი არის... ჩვე­ნი მი­ზა­ნია, მოს­წავ­ლის შრო­მი­სა და მო­ტი­ვა­ცი­ის მი­მართ ყუ­რა­დღე­ბით ვი­ყოთ და მშო­ბელ­თან ერ­თად, მი­ვი­ღოთ ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც მას სა­მო­მავ­ლოდ გა­მო­ად­გე­ბა.

- ახ­ლან­დე­ლი თა­ო­ბა რომ შე­ვა­ფა­სოთ, - რამ­დე­ნად იძ­ლე­ვა თა­ვი­სი პო­ტენ­ცი­ა­ლით იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ფონ­ზე გან­ვი­თარ­დნენ?

- ეს არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, ნი­ჭი­ე­რი, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და მი­ზან­და­სა­ხუ­ლი თა­ო­ბა. აქვთ ყვე­ლა­ნა­ი­რი ხელ­შე­წყო­ბა და სა­შუ­ა­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი კარი გა­ა­ღონ... მეტი უნა­რე­ბი აქვთ, ვიდ­რე ჩემს თა­ო­ბას ჰქონ­და. ეს ცხოვ­რე­ბამ, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ეპო­ქამ გან­სა­ზღვრა და მო­ი­ტა­ნა, ანუ ღია სივ­რცე და მეტი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­აჩ­ნი­ათ. ეს ეხე­ბა მათ სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვო­ბას, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას, სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ში უპ­რობ­ლე­მოდ წარ­მა­ტე­ბას. "ემა­ი­ტის" (მა­სა­ჩუ­სე­ცის უნი­ვერ­სი­ტე­ტი) კონ­კურ­სში 4 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი­დან, პირ­ველ-მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­სუ­ლი ჩვე­ნი ორი მოს­წავ­ლე აღ­მოჩ­ნდა. სხვა­დას­ხვა ტურ­ნირ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, კარგ სწავ­ლა­საც ახერ­ხე­ბენ და ჩვე­ნი სა­ხე­ლიც ასე გა­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით.

AMBEBI.GE

ლალი ფა­ცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

წარმატებული ქართველების სამჭედლო - კომაროვის სკოლის ნახევარსაუკუნოვანი ისტორია

წარმატებული ქართველების სამჭედლო - კომაროვის სკოლის ნახევარსაუკუნოვანი ისტორია

სახელმწიფო საგანმანათლებლო ბრენდს, კომაროვის სკოლას წელს საიუბილეო თარიღი შეუსრულდა - 50 წლის გახდა. იქ თავიდანვე განსაკუთრებული მათემატიკური მიდრეკილების მქონე მოსწავლეები სწავლობდნენ, ტრადიცია დღემდე გრძელდება.

ცნობილი სასწავლებელი 1965 წელს დაარსდა და მის სათავეებთან სხვა ცნობილ მათემატიკოსებთან ერთად, აკადემიკოსი ნიკო მუსხელიშვილიც იდგა, რომელიც წლების განმავლობაში სკოლის მზრუნველთა საბჭოს ხელმძღვანელობდა.

ცოტა ხნის წინ იუბილისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა. როგორც ამბობენ, მალე ყველა კომაროველი მშობლიურ სკოლაში პედაგოგებთან ერთად შეიკრიბება და ერთმანეთს ამ თარიღს მიულოცავს.

წლების მანძილზე სკოლა 5000-მდე მოსწავლემ დაამთავრა, რომელთა შორის უამრავი ცნობილი ადამიანია.

ივანე კვიტაშვილი, კომაროვის სკოლის დირექტორი (თვალი ერთად გადავავლეთ სკოლის ისტორიასაც და თანამედროვე ცხოვრებას): 

- მეც ეს სკოლა მაქვს 1990 წელს დამთავრებული. 1998 წელს კი აქ პედაგოგად მოვედი, 2010 წლიდან უკვე დირექტორი გახლავართ.

ვისაც ეს სკოლა დაუმთავრებია, ყველა ასეა, - საკმაოდ თავდაჯერებულები ვართ და ვამაყობთ კომაროველობით. რაც ჩვენი სასწავლებელი არსებობს, ტერმინი - "კომაროველიც" არსებობს და ხუმრობით ჩვენი არაკომაროველი მეგობრები სექტასაც გვეძახიან. იმასაც გვეუბნებიან, - კომაროველი კომაროველს რომ დაელაპარაკება, თვალები სხვანაირად გინთდებათო, - ეს იმიტომ, რომ ვხვდებით, რა მოგვცა ამ სკოლამ. მას ჩვენს წარმატებასა და საქმიანობაში უდიდესი წვლილი აქვს.

- გასაგებია, რომ აქ მათემატიკა და ფიზიკა გაძლიერებულად ისწავლება. სხვა საგნებსაც გაძლიერებულად სწავლობენ?

- გაძლიერებულად არა მარტო ფიზიკა-მატემატიკურ საგნებს სწავლობენ, არამედ ზოგადად აზროვნებას, ეჩვევიან შრომას და იძენენ საუკეთესო სამეგობრო წრეს. რაც მთავარია, სულ ასე იყო. "კომაროვი" წარმატებული ადამიანების სამჭედლოა... ჩვენს კურსდამთავრებულებს თითქმის ყველა დარგში მიუღწევიათ წარმატებისთვის.

სკოლის პირველი დირექტორი ვალერიან მელაძე იყო, მისი ხელმძღვანელობით ჩვენმა სკოლამ მალევე დაიკავა საგანმანათლებლო სისტემაში პირველი ადგილი და დღემდე ერთადერთი საჯარო სკოლაა, რომელიც ამხელა შანსს აძლევს ადამიანს, ანუ მაღალი ხარისხის განათლებას.

კომაროვი არა მარტო საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, მსოფლიოს ნებისმიერი უმაღლესი სკოლისკენ თამამად უხსნის გზას. ეს არის ტრადიცია და რა თქმა უნდა, პედაგოგების დამსახურება. მოსწავლეებიც ძალიან ინდომებენ. რაც მთავარია, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მუდმივად საუკეთესო შედეგებზე არიან ორიენტირებულები. ჩვენები ოლიმპიადებსა და საერთაშორისო კონკურსებზეც ლიდერობენ.

- საქართველოს ყველა კუთხიდან გყავთ ხომ მოსწავლეები?

- კი, აქ სოციალური წარმომავლობისა და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, - როგორც დედაქალაქის, ასევე საქართველოს ყველა პატარა სოფლის წარმომადგენელიც კი სწავლობს და გათვალისწინებულია მათი სურვილი, მონდომება და შრომისმოყვარეობა. აქაური შეძენილი გარემო სწავლასა და თანადგომაზეა ორიენტირებული. პანსიონში მცხოვრები ბაშვები ერთმანეთს გამოცდებისთვის ეხმარებიან, ამეცადინებენ, მხარში უდგანან.

დიახ, ჩვენი კურსდამთავრებულები დამოუკიდებელი პიროვნებები ხდებიან, რომლებიც არ უშინდებიან სირთულეებს. თითოეული მზად არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მისაღებად და თავადვე ირჩევს პროფესიას.

- პედაგოგები სტაბილურად არიან სკოლაში დასაქმებულები?

- ყველა მიმართულებით საუკეთესო პედაგოგები გვყავს, რომლებიც მუდმივად მუშაობენ საკუთარ თავზე და ისიც მნიშვნელოვანია, რომ უმეტესობა კომაროველია - ეს სკოლა აქვს დამთავრებული.

- რა ეტაპების გავლა სჭირდებათ მოზარდებს, რომ თქვენი მოსწავლეები გახდნენ?

- მისაღები გამოცდების ჩაბარებაა საჭირო და საკმაოდ მაღალი კონკურსია, მაგრამ ვისაც მათემატიკა უყვარს, შეუძლია ჩააბაროს ტესტი, რომელიც ეროვნული გამოცდების სტანდარტს ექვემდებარება, სადაც ყოველი მოსწავლის შესაძლებლობის მაქსიმუმია ჩადებული, რომ მათი რეალიზება მოხდეს. როდესაც მოსწავლე შრომობს, აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა კლასიდან კლასში გადასასველელად, მას პერსპექტივაც აქვს და სამომავლო გარანტიაც.

- რადგანაც სკოლის 50-წლიან მოღვაწეობას ვაფასებთ, ისიც ვთქვათ, 90-იანმა წლებმა რა გავლენა იქონია მასზე?

- აქ სასწავლო პროცესი არასდროს შეწყვეტილა და არც სწავლის ხარისხი დაცემულა. ჩვენი მასწავლებლები 90-იან წლებში, როგორც სხვაგან, აქაც ნავთქურებზე მუშაობდნენ და სწორედ მაშინ ბევრმა დღეს უკვე წარმატებულმა ადამიანმა დაამთავრა "კომაროვი". აქ სწავლობდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკის მინისტრი - დიმიტრი ქუმსიშვილი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი - ვახტანგ ბუცხრიკიძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი - მურთაზ კიკორია, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი - მაია მიმინოშვილი და სხვები...

ჩვენს სკოლას წარმატებული ხალხის ნაწილი, ვინც ეს სკოლა დაამთავრა, მხარში უდგას. ეს არის კლუბი "კომაროველები" - "ალუმნის" კლუბი, რომლებთან ერთადაც დაიგეგმა კიდეც ჩვენი საიუბილეო ღონისძიებები.

- პირადად თქვენ მჭიდროდ ხართ ამ სკოლასთან დაკავშირებული, რადგანაც მისი კურსდამთავრებული ხართ, მისი პედაგოგიც და ამავე დროს დირექტორიც. ალბათ, სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ემოცია გქონდათ.

- როდესაც მეგობრები, სხვადასხვა თაობის კომაროველები, თანაკასელები ვმსჯელობთ, თუ რა მოგვცა სწავლის პერიოდში ამ სკოლამ, - მნიშვნელოვანია, რომ აქ იყო სხვანაირი ღირებულებათა სისტემა, რომელიც ორიენტირებული გახლდათ ერთმანეთთან გვერდში დგომის სისტემაზე. ამასთან, ტვირთის აღებასა და მუდმივ შრომაზე, იყო საკუთარი თავის მუდმივი გამოცდა. თუკი დღეს რამეს ვაკეთებ, უბრწყინვალესი პედაგოგების დამსახურებაა.

- დღემდე მუშაობენ სკოლაში თქვენი პედაგოგები?

- კი, ნაწილი არის... ჩვენი მიზანია, მოსწავლის შრომისა და მოტივაციის მიმართ ყურადღებით ვიყოთ და მშობელთან ერთად, მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რაც მას სამომავლოდ გამოადგება.

- ახლანდელი თაობა რომ შევაფასოთ, - რამდენად იძლევა თავისი პოტენციალით იმის საშუალებას, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ფონზე განვითარდნენ?

- ეს არის განვითარებული, ნიჭიერი, მოტივირებული და მიზანდასახული თაობა. აქვთ ყველანაირი ხელშეწყობა და საშუალება ნებისმიერი კარი გააღონ... მეტი უნარები აქვთ, ვიდრე ჩემს თაობას ჰქონდა. ეს ცხოვრებამ, ტექნოლოგიების განვითარების ეპოქამ განსაზღვრა და მოიტანა, ანუ ღია სივრცე და მეტი განვითარების შესაძლებლობა გააჩნიათ. ეს ეხება მათ სამოქალაქო აქტივობას, განათლების მიღებას, საერთაშორისო კონკურსებში უპრობლემოდ წარმატებას. "ემაიტის" (მასაჩუსეცის უნივერსიტეტი) კონკურსში 4 გამარჯვებულიდან, პირველ-მეორე ადგილზე გასული ჩვენი ორი მოსწავლე აღმოჩნდა. სხვადასხვა ტურნირში მონაწილეობის პარალელურად, კარგ სწავლასაც ახერხებენ და ჩვენი სახელიც ასე გადის საერთაშორისო მასშტაბით.

AMBEBI.GE

ლალი ფაცია

"მეგიმ თქვა, რაღაც ტაბლეტი დამალევინესო... მალავენ რა წამალი იყო და სწორედ ამის გასარკვევად მივედი დღეს კლინიკაში" - გარდაცვლილი ექთნის მეუღლე

"ახლა ვგებულობთ, რომ ორი წლის წინ ნაავარიები ყოფილა, საკმაოდ სერიოზულად" - რას ჰყვებიან ახალციხის კლინიკაში მეგი ბაქრაძის შესახებ?

გაიცანით კომაროვის სკოლის უნიჭიერესი მოსწავლე, რომელიც მასაჩუსეტსის ინსტიტუტმა სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო