სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივანიშვილის "საყვარელი ბიჭი" - როგორ გამოეხმაურა მსოფლიო მედია ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას
ივანიშვილის "საყვარელი ბიჭი" - როგორ გამოეხმაურა მსოფლიო მედია ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას

მსოფ­ლიო მე­დია ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მას აშუ­ქებს. სა­ა­გენ­ტო "ფრანს პრე­სი" ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს, რომ 33 წლის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ევ­რო­პა­ში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა პრე­მი­ე­რი იყო. "ის უც­ნო­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა იყო, სა­ნამ მის­მა წი­ნა­მორ­ბედ­მა, მი­ლი­არ­დერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ის 2012 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრად არ და­ა­სა­ხე­ლა", - წერს სა­ა­გენ­ტო.

"ფრანს პრე­სი" აღ­ნიშ­ნავს, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბამ­დე ღა­რი­ბაშ­ვი­ლი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ივა­ნიშ­ვილ­თან მუ­შა­ობ­და, რო­მე­ლიც მას "თა­ვის საყ­ვა­რელ ბი­ჭად" მო­იხ­სე­ნი­ებ­და.

გავ­ლე­ნი­ა­ნი გა­მო­ცე­მა Economic Times-ი წერს, რომ "რე­ფორ­მის­ტი ექს-პრე­ზი­დენ­ტის" მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი ბუმი იყო, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სამ­წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის დროს კი ქვე­ყა­ნას ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის შე­ნე­ლე­ბა, მზარ­დი ინფლა­ცია და ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის 44%-იანი დე­ვალ­ვა­ცია მოხ­და.

სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტე­რი" ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მას "მო­უ­ლოდ­ნელ ნა­ბიჯს" უწო­დებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ექს-პრე­მი­ერ­მა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბის ფონ­ზე მი­ი­ღო. სა­ა­გენ­ტო წერს, რომ ექ­სპერ­ტე­ბი და ოპო­ზი­ცია მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უკავ­ში­რე­ბენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­და­ჭე­რის 18%-მდე შემ­ცი­რე­ბას.

სა­ა­გენ­ტო Associated Press-ი წერს, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მი­ლი­არ­დერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მო­კავ­ში­რეა, რომ­ლის პარ­ტი­ამ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" 2012 წლის არ­ჩევ­ნებ­ში ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და­ა­მარ­ცხა. სა­ა­გენ­ტო წერს, რომ გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის ფონ­ზე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­პუ­ლა­რო­ბა შემ­ცირ­და, "ნა­ცი­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­და­ჭე­რა კი გა­ი­ზარ­და.

რო­გორც "ამე­რი­კის ხმა" წერს, ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გა­დად­გა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და­სახ­მა­რებ­ლად, და­იბ­რუ­ნოს და­კარ­გუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ.

Financial Times-ი წერს, რომ ბოლო დღე­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­აღ­წია გა­მარ­ჯვე­ბებს ორი­ვე ფრონ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით: ევ­რო­პულ­მა კო­მი­სი­ამ თბი­ლი­სის დიდი ხნის მის­წრა­ფე­ბას - უვი­ზო რე­ჟი­მის და­წე­სე­ბის იდე­ას მხა­რი და­უ­ჭი­რა, რუ­სეთ­მა კი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მი გა­ა­მარ­ტი­ვა. "მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბის რე­ი­ტინ­გი მკვეთ­რად და­ე­ცა, NDI-ს გა­მო­კი­თხვის თა­ნახ­მად, კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­და­ჭე­რის დონე ყვე­ლა­ზე და­ბა­ლია მას შემ­დეგ, რაც ის 2012 წელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­და" , - წერს გა­მო­ცე­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

ივანიშვილის "საყვარელი ბიჭი" - როგორ გამოეხმაურა მსოფლიო მედია ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას

ივანიშვილის "საყვარელი ბიჭი" - როგორ გამოეხმაურა მსოფლიო მედია ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას

მსოფლიო მედია ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას აშუქებს. სააგენტო "ფრანს პრესი" ყურადღებას ამახვილებს, რომ 33 წლის ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი იყო. "ის უცნობი პოლიტიკური ფიგურა იყო, სანამ მისმა წინამორბედმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ის 2012 წლის ოქტომბერში შინაგან საქმეთა მინისტრად არ დაასახელა", - წერს სააგენტო.

"ფრანს პრესი" აღნიშნავს, რომ თანამდებობის დაკავებამდე ღარიბაშვილი 10 წლის განმავლობაში ივანიშვილთან მუშაობდა, რომელიც მას "თავის საყვარელ ბიჭად" მოიხსენიებდა.

გავლენიანი გამოცემა Economic Times-ი წერს, რომ "რეფორმისტი ექს-პრეზიდენტის" მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოში ეკონომიკური ბუმი იყო, "ქართული ოცნების" სამწლიანი მმართველობის დროს კი ქვეყანას ეკონომიკური ზრდის შენელება, მზარდი ინფლაცია და ეროვნული ვალუტის 44%-იანი დევალვაცია მოხდა.

სააგენტო "როიტერი" ღარიბაშვილის გადადგომას "მოულოდნელ ნაბიჯს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ ექს-პრემიერმა ეს გადაწყვეტილება არჩევნების მოახლოების ფონზე მიიღო. სააგენტო წერს, რომ ექსპერტები და ოპოზიცია მის გადაწყვეტილებას უკავშირებენ "ქართული ოცნების" მხარდაჭერის 18%-მდე შემცირებას.

სააგენტო Associated Press-ი წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მოკავშირეა, რომლის პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" 2012 წლის არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები დაამარცხა. სააგენტო წერს, რომ გაუარესებული ეკონომიკური სიტუაციის ფონზე, "ქართული ოცნების" პოპულარობა შემცირდა, "ნაცინალური მოძრაობის" მხარდაჭერა კი გაიზარდა.

როგორც "ამერიკის ხმა" წერს, ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ღარიბაშვილი გადადგა "ქართული ოცნების" დასახმარებლად, დაიბრუნოს დაკარგული პოპულარობა საპარლამენტო არჩევნების წინ.

Financial Times-ი წერს, რომ ბოლო დღეებში საქართველოს ხელისუფლებამ მიაღწია გამარჯვებებს ორივე ფრონტის მიმართულებით: ევროპულმა კომისიამ თბილისის დიდი ხნის მისწრაფებას - უვიზო რეჟიმის დაწესების იდეას მხარი დაუჭირა, რუსეთმა კი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივა. "მიუხედავად ამისა, ხელისუფლების პოპულარობის რეიტინგი მკვეთრად დაეცა, NDI-ს გამოკითხვის თანახმად, კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდაჭერის დონე ყველაზე დაბალია მას შემდეგ, რაც ის 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა" , - წერს გამოცემა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა