პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 უძველესი წიგნი, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება
4 უძველესი წიგნი, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება

დღეს ბევ­რს მი­აჩ­ნია, რომ კომ­პი­უ­ტე­რი წიგ­ნის მთა­ვა­რი კონ­კუ­რენ­ტია და სა­ბო­ლო­ოდ ჩა­ა­ნაც­ვლებს კი­დეც მას, თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბას ახ­დე­ნა არ უწე­რია, წიგნს თა­ვი­სი ად­გი­ლი უჭი­რავს მკი­თხვე­ლის ცხოვ­რე­ბა­ში. ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი ხალ­ხი­თაა სავ­სე, თა­რო­ე­ბი - რო­მა­ნე­ბით, დე­ტექ­ტი­ვე­ბით, ენ­ციკ­ლო­პე­დი­ე­ბით; დახ­ლე­ბი ახალ-ახა­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბით. კლა­სი­კო­სე­ბი­სა და ცნო­ბი­ლი მწერ­ლე­ბის გვერ­დით ად­გილს იმ­კვიდ­რე­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე პრო­ზა­ი­კო­სე­ბი, დრა­მა­ტურ­გე­ბი და პო­ე­ტე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტორს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და­ცულ უძ­ვე­ლეს წიგ­ნებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ და წიგ­ნის მუ­ზე­უ­მის გახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აც მი­ვი­ღეთ.

-ჩვენს ბიბ­ლი­ო­თე­კას სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ცა­ვი აქვს, ვფიქ­რობ, პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო. ჩვენ ძა­ლი­ან მალე ვგეგ­მავთ კავ­კა­სი­ა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წიგ­ნის მუ­ზე­უ­მის და­არ­სე­ბას, სა­დაც პე­რი­ო­დუ­ლად გა­მო­ი­ფი­ნე­ბა უძ­ვე­ლე­სი წიგ­ნე­ბი. მკი­თხვე­ლე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა მათი ელექტრო­ნუ­ლი ვერ­სი­ე­ბიც. მუ­ზე­უ­მი ნე­ბის­მი­ე­რი ეროვ­ნე­ბის სტუმ­რის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. ის კულ­ტუ­რულ ცენ­ტრად გა­და­იქ­ცე­ვა და ევ­რო­პა­შიც გაგ­ვით­ქვამს სა­ხელს. მსოფ­ლი­ომ უნდა იცო­დეს, რომ უძ­ვე­ლე­სი კულ­ტუ­რა გვაქვს და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ერი ვართ.

-რო­მე­ლი უძ­ვე­ლე­სი წიგ­ნე­ბი ინა­ხე­ბა ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში?

-გვაქვს მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი და გი­გან­ტუ­რი წიგ­ნე­ბი. მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი წიგ­ნე­ბი მე-16 სა­უ­კუ­ნი­დან გა­მო­ი­ცე­მო­და და მათი ბეჭდ­ვა დღე­საც გრძელ­დე­ბა. მე-17 სა­უ­კუ­ნი­თაა და­თა­რი­ღე­ბუ­ლი ქარ­თულ-იტა­ლი­უ­რი ლექ­სი­კო­ნი. ვახ­ტან­გის სტამ­ბა­ში და­ბეჭ­დი­ლი "სა­ხა­რე­ბა", "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" და ან­დრია და­დი­ა­ნის "სა­ჭად­რა­კო ეტი­უ­დე­ბი". უძ­ვე­ლე­სი ნა­ბეჭ­დი "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" გე­მოვ­ნე­ბით არის გა­ფორ­მე­ბუ­ლი. მას­ში შეგ­ვხვდე­ბა ვახ­ტან­გის პორ­ტრე­ტი და ბაგ­რა­ტი­ონ­თა გერ­ბი. ტექ­სტი შავი ფე­რი­თაა და­წე­რი­ლი, სა­თა­უ­რე­ბი და პირ­ვე­ლი ასო­ე­ბი კი წით­ლად. ვახ­ტან­გი­სე­უ­ლი "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნის" მხო­ლოდ ოცამ­დე ეგ­ზემპლა­რი არ­სე­ბობს გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძე

ჟურ­ნა­ლი "ტოპ რე­ი­ტინ­გი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

4 უძველესი წიგნი, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება

4 უძველესი წიგნი, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება

დღეს ბევრს მიაჩნია, რომ კომპიუტერი წიგნის მთავარი კონკურენტია და საბოლოოდ ჩაანაცვლებს კიდეც მას, თუმცა, საბედნიეროდ, ამ წინასწარმეტყველებას ახდენა არ უწერია, წიგნს თავისი ადგილი უჭირავს მკითხველის ცხოვრებაში. ბიბლიოთეკები ხალხითაა სავსე, თაროები - რომანებით, დეტექტივებით, ენციკლოპედიებით; დახლები ახალ-ახალი ნაწარმოებებით. კლასიკოსებისა და ცნობილი მწერლების გვერდით ადგილს იმკვიდრებენ თანამედროვე პროზაიკოსები, დრამატურგები და პოეტები.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის დირექტორს გიორგი კეკელიძეს ბიბლიოთეკაში დაცულ უძველეს წიგნებზე ვესაუბრეთ და წიგნის მუზეუმის გახსნასთან დაკავშირებით ექსკლუზიური ინფორმაციაც მივიღეთ.

-ჩვენს ბიბლიოთეკას სერიოზული საცავი აქვს, ვფიქრობ, პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი საუკეთესო. ჩვენ ძალიან მალე ვგეგმავთ კავკასიაში ყველაზე დიდი წიგნის მუზეუმის დაარსებას, სადაც პერიოდულად გამოიფინება უძველესი წიგნები. მკითხველებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მათი ელექტრონული ვერსიებიც. მუზეუმი ნებისმიერი ეროვნების სტუმრისთვის საინტერესო იქნება. ის კულტურულ ცენტრად გადაიქცევა და ევროპაშიც გაგვითქვამს სახელს. მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ უძველესი კულტურა გვაქვს და მნიშვნელოვანი ერი ვართ.

-რომელი უძველესი წიგნები ინახება ეროვნულ ბიბლიოთეკაში?

-გვაქვს მინიატურული და გიგანტური წიგნები. მინიატურული წიგნები მე-16 საუკუნიდან გამოიცემოდა და მათი ბეჭდვა დღესაც გრძელდება. მე-17 საუკუნითაა დათარიღებული ქართულ-იტალიური ლექსიკონი. ვახტანგის სტამბაში დაბეჭდილი "სახარება", "ვეფხისტყაოსანი" და ანდრია დადიანის "საჭადრაკო ეტიუდები". უძველესი ნაბეჭდი "ვეფხისტყაოსანი" გემოვნებით არის გაფორმებული. მასში შეგვხვდება ვახტანგის პორტრეტი და ბაგრატიონთა გერბი. ტექსტი შავი ფერითაა დაწერილი, სათაურები და პირველი ასოები კი წითლად. ვახტანგისეული "ვეფხისტყაოსანის" მხოლოდ ოცამდე ეგზემპლარი არსებობს განაგრძეთ კითხვა

თათული ღვინიანიძე

ჟურნალი "ტოპ რეიტინგი"

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს