მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
1 წელიწადში თხილის ფასი განახევრდა - რა ბედი ელის ბიზნესს
1 წელიწადში თხილის ფასი განახევრდა - რა ბედი ელის ბიზნესს

წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, თხი­ლი 52%-ით გა­ი­აფ­და. ფას­თან ერ­თად, მო­თხოვ­ნაც ერ­თბა­შად შემ­ცირ­და. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მდე­ბა­რე თხი­ლის ქარ­ხნებ­მა პრო­დუქ­ტის ჩა­ბა­რე­ბა­ზე უარი თქვეს. რო­გორც ქარ­ხნებ­ში აცხა­დე­ბენ, რე­ა­ლი­ზა­ცი­ის პრობ­ლე­მა აქვთ და ჯერ­ჯე­რო­ბით ექ­სპორ­ტსაც ვერ ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. ევ­რო­პა­ში ქარ­თულ თხილ­ზე მო­თხოვ­ნამ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იკლო. და­ბალ ფა­სად თხი­ლის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­გან თავს იკა­ვებს მო­სახ­ლე­ო­ბაც. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ოფ­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, რო­მელ­საც "საქსტა­ტი" აქ­ვეყ­ნებს, შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით, თხი­ლის ექ­სპორ­ტი კვლა­ვაც მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ა­ზეა. 2015 წლის იან­ვარ-ნო­ემ­ბერ­ში, წინა წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, თხი­ლის ექ­სპორ­ტი 8 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით გა­ი­ზარ­და, ხოლო მთლი­ან ექ­სპორ­ტში მისი წილი 8,1%-ია, რი­თაც პირ­ველ ად­გილ­ზეა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პო­დუქ­ტებს შო­რის.

შარ­შან ამ დროს თხი­ლი 12,5 ლარი ღირ­და, რა­მაც მწარ­მო­ებ­ლებს დიდი სტი­მუ­ლი მის­ცა და მო­სახ­ლე­ო­ბაც მისი მო­შე­ნე­ბით მა­სობ­რი­ვად და­ინ­ტე­რეს­და. მა­ღა­ლი ფასი დიდ­ხანს არ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წლე­ვან­დე­ლი სე­ზო­ნი საკ­მა­ოდ იმე­დი­ა­ნად და­ი­წყო და ნედ­ლი თხი­ლის ყიდ­ვა 4-5 ლა­რად იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, მას შემ­დეგ ფასი უმ­ნიშ­ვნე­ლოდ შე­იც­ვა­ლა. ყვე­ლა­ზე ძვი­რი თხი­ლი ზა­ფხულ­ში ღირ­და, როცა ფასი 8 ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და. უკვე სექ­ტემ­ბერ­ში კი, ახა­ლი სას­წავ­ლო წლის დად­გო­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით (რაც თხი­ლის გა­ი­ა­ფე­ბის მი­ზე­ზად და­სა­ხელ­და) თხი­ლი ერ­თბა­შად 2,50-3 ლა­რით გა­ი­აფ­და. სექ­ტემ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, პრო­დუქ­ტის ფასი თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად იც­ვლე­ბო­და. ნო­ემ­ბრის ბო­ლოს თხი­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლად 3 ლა­რით გა­ი­აფ­და და შემ­დეგ 1,50 ლა­რით გაძ­ვირ­და.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში თხი­ლი 6 ლარი ღირს, ხოლო გალ­ში ხალ­ხი 5 ლარ­ზე ძვირ­და ვერ ყი­დის. ამის მი­ზე­ზი ტრან­სპორ­ტი­რე­ბის გაზ­რდი­ლი ხარ­ჯია. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ზღვრი­დან 1 კგ პრო­დუქ­ტის გა­ტა­ნა­ში მე­სა­ზღვრე­ე­ბი და­მა­ტე­ბით 1 ლარს იი­თხო­ვენ, რის გა­მოც ად­გი­ლო­ზე თხი­ლი, სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბას­თან შე­და­რე­ბით, ია­ფია.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

1 წელიწადში თხილის ფასი განახევრდა - რა ბედი ელის ბიზნესს

1 წელიწადში თხილის ფასი განახევრდა - რა ბედი ელის ბიზნესს

წინა წელთან შედარებით, თხილი 52%-ით გაიაფდა. ფასთან ერთად, მოთხოვნაც ერთბაშად შემცირდა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, დასავლეთ საქართველოში მდებარე თხილის ქარხნებმა პროდუქტის ჩაბარებაზე უარი თქვეს. როგორც ქარხნებში აცხადებენ, რეალიზაციის პრობლემა აქვთ და ჯერჯერობით ექსპორტსაც ვერ ახორციელებენ. ევროპაში ქართულ თხილზე მოთხოვნამ მნიშვნელოვნად იკლო. დაბალ ფასად თხილის რეალიზაციისგან თავს იკავებს მოსახლეობაც. მიუხედავად ამისა, ოფციალური მონაცემებით, რომელსაც "საქსტატი" აქვეყნებს, შარშანდელთან შედარებით, თხილის ექსპორტი კვლავაც მოწინავე პოზიციაზეა. 2015 წლის იანვარ-ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თხილის ექსპორტი 8 მილიონი დოლარით გაიზარდა, ხოლო მთლიან ექსპორტში მისი წილი 8,1%-ია, რითაც პირველ ადგილზეა სასოფლო-სამეურნეო პოდუქტებს შორის.

შარშან ამ დროს თხილი 12,5 ლარი ღირდა, რამაც მწარმოებლებს დიდი სტიმული მისცა და მოსახლეობაც მისი მოშენებით მასობრივად დაინტერესდა. მაღალი ფასი დიდხანს არ შენარჩუნებულა. მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი სეზონი საკმაოდ იმედიანად დაიწყო და ნედლი თხილის ყიდვა 4-5 ლარად იყო შესაძლებელი, მას შემდეგ ფასი უმნიშვნელოდ შეიცვალა. ყველაზე ძვირი თხილი ზაფხულში ღირდა, როცა ფასი 8 ლარამდე გაიზარდა. უკვე სექტემბერში კი, ახალი სასწავლო წლის დადგომასთან დაკავშირებით (რაც თხილის გაიაფების მიზეზად დასახელდა) თხილი ერთბაშად 2,50-3 ლარით გაიაფდა. სექტემბრიდან მოყოლებული, პროდუქტის ფასი თითქმის ყოველდღიურად იცვლებოდა. ნოემბრის ბოლოს თხილი მოულოდნელად 3 ლარით გაიაფდა და შემდეგ 1,50 ლარით გაძვირდა.

ბოლო ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში თხილი 6 ლარი ღირს, ხოლო გალში ხალხი 5 ლარზე ძვირდა ვერ ყიდის. ამის მიზეზი ტრანსპორტირების გაზრდილი ხარჯია. ადგილობრივების ინფორმაციით, საზღვრიდან 1 კგ პროდუქტის გატანაში მესაზღვრეები დამატებით 1 ლარს იითხოვენ, რის გამოც ადგილოზე თხილი, საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, იაფია.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია