კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ირაკლი იპოვის საქმეს, რაშიც თავად იქნება ყველაფრის ბატონ-პატრონი" - პოსტი კვირიკაშვილზე, ღარიბაშვილზე და ივანიშვილზე
"ირაკლი იპოვის საქმეს, რაშიც თავად იქნება ყველაფრის ბატონ-პატრონი" - პოსტი კვირიკაშვილზე, ღარიბაშვილზე და ივანიშვილზე

კოკა ყან­დი­აშ­ვი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მას ვრცელ პოსტს უძღვნის და ორ ყო­ფილ და შე­საძ­ლო მო­მა­ვალ პრე­მი­ერ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს:

"კვი­რი­კაშ­ვილ­ზე, ღა­რი­ბაშ­ვილ­ზე, ივა­ნიშ­ვილ­ზე!

კვი­რი­კაშ­ვილ­ზე:

1. და­ახ­ლო­ე­ბით 100 დღის წინ, 1 სექ­ტემ­ბერს - რო­დე­საც კვი­რი­კაშ­ვი­ლის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნა გახ­მა­ურ­და - გა­სა­გე­ბი იყო, რომ სულ მალე იგი პრე­მი­ე­რი გახ­დე­ბო­და.

2. ასე­ვე გა­გახ­სე­ნებთ, რომ 2013 წელს - სულ ერთ ნა­ბი­ჯში იყო კვი­რი­კაშ­ვი­ლი პრე­მი­ე­რო­ბას­თან - თუმ­ცა არ­ჩე­ვა­ნი მა­შინ ირაკ­ლი­ზე შე­ჩერ­და.

3. კვი­რი­კაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა ისე­თი­ვე პრე­მი­ე­რი - რო­გო­რი ეკო­ნო­მი­კის, სა­გა­რეო და პირ­ვე­ლი ვიცე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი იყო.

4. გი­ორ­გი ღრმად მორ­წმუ­ნე, იშ­ვი­ა­თად კარ­გი მე­ო­ჯა­ხე და სტა­ბი­ლუ­რი ადა­მი­ა­ნია.

5. იცო­დეთ - რომ კვი­რი­კაშ­ვილ­საც შე­უძ­ლია გა­დად­გო­მა - თუ ჩათ­ვლის რომ (რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი) ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა მის რწმე­ნას და ფა­სე­უ­ლო­ბებს. პრინ­ცი­პუ­ლი კა­ცია.

ღა­რი­ბაშ­ვილ­ზე:

1. პირ­ვე­ლად ზა­ფხულ­ში გახ­მა­ურ­და, რომ სექ­ტემ­ბრამ­დე ირაკ­ლის - გი­ორ­გი შეც­ვლი­და, მაგ­რამ სექ­ტემ­ბერ­ში მხო­ლოდ ტაქ­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და. ალ­ბათ სა­ჭი­რო იყო - მო­მა­ვა­ლი პრე­მი­ე­რი ევ­რო­ატლსნ­ტი­კურ კო­ლე­გებს გა­ეც­ნოთ და მი­ე­ღოთ.

2. ჯან­ყა­რაშ­ვი­ლის წას­ვლამ­დე - ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მხო­ლოდ ძლი­ერ­დე­ბო­და.

3. იშ­ვი­ა­თი შრო­მის­მოყ­ვა­რე და დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. ძა­ლი­ან თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი და ბევ­რის მომთმე­ნი.

4. გულ­წრფე­ლად უხა­რია საქ­მის წარ­მა­ტე­ბა და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ რე­ა­გი­რებს პრობ­ლე­მებ­ზე.

5. მუდ­მივ შარ­ში იყო იმი­ტომ, რომ არ იც­ნობ­და ხალ­ხს და ვი­საც იც­ნობ­და - და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად ენ­დო­ბო­და და სა­თა­ნა­დოდ ვერ აფა­სებ­და.

6. დღეს, მის გან­ცხა­დე­ბას რომ ვუ­ყუ­რე - მო­მეჩ­ვე­ნა, ცოტა ნა­წყე­ნი იყო, (მი­აჩ­ნია, რომ არ და­უმ­სა­ხუ­რე­ბია ასე­თი მო­პყრო­ბა) და გუ­შინ­წინ­დელ გა­მოს­ვლა­საც თუ გა­ვიხ­სე­ნებთ - ვი­ტყვი შემ­დეგს:

- ირაკ­ლის მი­აჩ­ნია - რომ ძი­რი­თა­დად, შე­ას­რუ­ლა მას­ზე და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი და თუ მა­ვან­მა არ და­უ­ფა­სა სა­თა­ნა­დოდ, ხალ­ხი ხომ მა­ინც ყვე­ლა­ფერს ხე­დავს.

- მას სჯე­რა რომ იგი პირ­ნა­თე­ლია საქ­მი­სა და ერის წი­ნა­შე. - ისეა თუ ასე - ეს მხო­ლოდ მისი გან­ცდე­ბია. სი­მარ­თლე გი­თხრათ - სხვა­ნა­ი­რად არც შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო - იგი 33 წლი­საა, და ამ 33 წლი­დან - ბოლო 4 წე­ლია სახ­ლში ღა­მის 2-3 სა­ა­თამ­დე ადრე არ შე­სუ­ლა. იმი­ტომ რომ მუ­შა­ობ­და.

7. მჯე­რა - რომ ირაკ­ლი იპო­ვის იმ საქ­მეს - რა­შიც თა­ვად იქ­ნე­ბა ყვე­ლაფ­რის ბა­ტონ-პატ­რო­ნი.

ივა­ნიშ­ვილ­ზე:

ზო­გა­დად მიჩ­ნე­უ­ლია - რომ ივა­ნიშ­ვი­ლი:

პირ­ვე­ლი პუნ­ქტი. ყო­ველ­თვის მარ­თა­ლია.

მე­ო­რე პუნ­ქტი. თუ არ გჯე­რა - ნახე პირ­ვე­ლი პუნ­ქტი.

- და ბო­ლოს - წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ ჩვენს ქვე­ყა­ნას, მის ძა­ლი­ან კარგ და არც ისე კარგ შვი­ლებს.

- ძაან ცდე­ბი­ან ის ხალ­ხი - ვი­საც მი­აჩ­ნია, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის წას­ვლით და კვი­რი­კაშ­ვი­ლის მოს­ვლით არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა.

- შე­იც­ვლე­ბა მე­გობ­რე­ბა - ძაან შე­იც­ვლე­ბა. ნა­ხავთ რო­გო­რი იქ­ნე­ბა კო­ა­ლი­ცია, რიგი მი­ნის­ტრე­ბი და ზო­გი­ერ­თე­ბის - ჩაშ­ლი­ლი გეგ­მე­ბი.

პ.ს. რო­გორც იცით, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს გარ­და­ეც­ვა­ლა დედა - ვი­ზი­ა­რებ მისი ოჯა­ხის მწუ­ხა­რე­ბას" - წერს ვრცელ პოს­ტში ყან­დი­აშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ირაკლი იპოვის საქმეს, რაშიც თავად იქნება ყველაფრის ბატონ-პატრონი" - პოსტი კვირიკაშვილზე, ღარიბაშვილზე და ივანიშვილზე

"ირაკლი იპოვის საქმეს, რაშიც თავად იქნება ყველაფრის ბატონ-პატრონი" - პოსტი კვირიკაშვილზე, ღარიბაშვილზე და ივანიშვილზე

კოკა ყანდიაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომას ვრცელ პოსტს უძღვნის და ორ ყოფილ და შესაძლო მომავალ პრემიერზე საინტერესო დეტალებს იხსენებს:

"კვირიკაშვილზე, ღარიბაშვილზე, ივანიშვილზე!

კვირიკაშვილზე:

1. დაახლოებით 100 დღის წინ, 1 სექტემბერს - როდესაც კვირიკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა გახმაურდა - გასაგები იყო, რომ სულ მალე იგი პრემიერი გახდებოდა.

2. ასევე გაგახსენებთ, რომ 2013 წელს - სულ ერთ ნაბიჯში იყო კვირიკაშვილი პრემიერობასთან - თუმცა არჩევანი მაშინ ირაკლიზე შეჩერდა.

3. კვირიკაშვილი იქნება ისეთივე პრემიერი - როგორი ეკონომიკის, საგარეო და პირველი ვიცე პრემიერ-მინისტრი იყო.

4. გიორგი ღრმად მორწმუნე, იშვიათად კარგი მეოჯახე და სტაბილური ადამიანია.

5. იცოდეთ - რომ კვირიკაშვილსაც შეუძლია გადადგომა - თუ ჩათვლის რომ (რაიმე კონკრეტული) ეწინააღმდეგება მის რწმენას და ფასეულობებს. პრინციპული კაცია.

ღარიბაშვილზე:

1. პირველად ზაფხულში გახმაურდა, რომ სექტემბრამდე ირაკლის - გიორგი შეცვლიდა, მაგრამ სექტემბერში მხოლოდ ტაქტიკური ცვლილება განხორციელდა. ალბათ საჭირო იყო - მომავალი პრემიერი ევროატლსნტიკურ კოლეგებს გაეცნოთ და მიეღოთ.

2. ჯანყარაშვილის წასვლამდე - ღარიბაშვილი მხოლოდ ძლიერდებოდა.

3. იშვიათი შრომისმოყვარე და დისციპლინირებული ადამიანია. ძალიან თავშეკავებული და ბევრის მომთმენი.

4. გულწრფელად უხარია საქმის წარმატება და დაუყოვნებლივ რეაგირებს პრობლემებზე.

5. მუდმივ შარში იყო იმიტომ, რომ არ იცნობდა ხალხს და ვისაც იცნობდა - დაუმსახურებლად ენდობოდა და სათანადოდ ვერ აფასებდა.

6. დღეს, მის განცხადებას რომ ვუყურე - მომეჩვენა, ცოტა ნაწყენი იყო, (მიაჩნია, რომ არ დაუმსახურებია ასეთი მოპყრობა) და გუშინწინდელ გამოსვლასაც თუ გავიხსენებთ - ვიტყვი შემდეგს:

- ირაკლის მიაჩნია - რომ ძირითადად, შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები და თუ მავანმა არ დაუფასა სათანადოდ, ხალხი ხომ მაინც ყველაფერს ხედავს.

- მას სჯერა რომ იგი პირნათელია საქმისა და ერის წინაშე. - ისეა თუ ასე - ეს მხოლოდ მისი განცდებია. სიმართლე გითხრათ - სხვანაირად არც შეიძლება ყოფილიყო - იგი 33 წლისაა, და ამ 33 წლიდან - ბოლო 4 წელია სახლში ღამის 2-3 საათამდე ადრე არ შესულა. იმიტომ რომ მუშაობდა.

7. მჯერა - რომ ირაკლი იპოვის იმ საქმეს - რაშიც თავად იქნება ყველაფრის ბატონ-პატრონი.

ივანიშვილზე:

ზოგადად მიჩნეულია - რომ ივანიშვილი:

პირველი პუნქტი. ყოველთვის მართალია.

მეორე პუნქტი. თუ არ გჯერა - ნახე პირველი პუნქტი.

- და ბოლოს - წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, მის ძალიან კარგ და არც ისე კარგ შვილებს.

- ძაან ცდებიან ის ხალხი - ვისაც მიაჩნია, რომ ღარიბაშვილის წასვლით და კვირიკაშვილის მოსვლით არაფერი შეიცვლება.

- შეიცვლება მეგობრება - ძაან შეიცვლება. ნახავთ როგორი იქნება კოალიცია, რიგი მინისტრები და ზოგიერთების - ჩაშლილი გეგმები.

პ.ს. როგორც იცით, გიორგი კვირიკაშვილს გარდაეცვალა დედა - ვიზიარებ მისი ოჯახის მწუხარებას" - წერს ვრცელ პოსტში ყანდიაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს