პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯავაში განთავსებული ფრთოსანი "ისკანდერი" - რეალური საფრთხე თუ კრემლის მორიგი პროვოკაცია?
ჯავაში განთავსებული ფრთოსანი "ისკანდერი" - რეალური საფრთხე თუ კრემლის მორიგი პროვოკაცია?

დე­კემ­ბრის და­სა­წყის­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მოს­კოვ­მა ოკუ­პი­რე­ბულ სა­მა­ჩაბ­ლო­ში, კერ­ძოდ კი ჯა­ვა­ში "ის­კან­დე­რის" ტი­პის ოპე­რა­ტი­ულ-ტაქ­ტი­კუ­რი კომ­პლექ­სე­ბი გა­ნა­თავ­სა. სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ 2008 წლის ომის შემ­დეგ, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც რუ­სეთ­მა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ი­ა­რა­ღე­ბის გან­ლა­გე­ბის ფაქ­ტი აღი­ა­რა. არა და რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის შემ­დეგ მხო­ლოდ ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში რუ­სებ­მა ათე­უ­ლო­ბით ტანკს, ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ორს, სა­არ­ტი­ლე­რიო და­ნად­გარს მო­უ­ყა­რეს თავი. მათ შო­რი­საა რე­აქ­ტი­უ­ლი "სმერ­ჩე­ბიც". მისი 300 მმ-იანი რა­კე­ტა მი­ზანს 90 კმ-ზე წვდე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის უწყე­ბამ "ის­კან­დერე­ბის" გან­თავ­სე­ბა­ზე შე­სა­ბა­მი­სი კო­მენ­ტა­რი უკვე გა­ა­კე­თა.

გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სის, ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძის თქმით, სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გან­კუთ­ვნი­ლი არ არის და მას­თან და­კავ­ში­რე­ბით მოს­კოვს უფრო შორს მი­მა­ვა­ლი გეგ­მე­ბი აქვს.

აფხა­ზეთ­ში მყოფ "ცის­ფერ ჩა­ფხუ­ტი­ა­ნებს", 1-ელი სა­რა­კე­ტო ბრი­გა­და ჯერ კი­დევ 2007 წელს შე­ე­მა­ტა. ომის პირ­ვე­ლი­ვე დღეს რუ­სებ­მა ოჩამ­ჩი­რე­დან ფოთს "ტო­ჩკა-უ"-ს ("ის­კან­დე­რის" წი­ნა­მორ­ბე­დი) 3 რა­კე­ტა ეს­რო­ლეს. შემ­დგომ მას 58-ე არ­მი­ის 464-ე სა­რა­კე­ტო ბრი­გა­დაც შე­უ­ერ­თდა, რო­მელ­მაც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე "ტო­ჩ­კე­ბით" 20-მდე ობი­ექ­ტი და­ბომ­ბა. რუ­სე­ბი მხო­ლოდ "ტო­ჩ­კე­ბით" როდი შე­მო­ი­ფარ­გლ­ნენ. ოფი­ცი­ა­ლუ­რად "ის­კან­დერე­ბის" გა­მო­ყე­ნე­ბას კრემ­ლი დღემ­დე უარ­ყოფს. არა­და ვა­ზი­ა­ნის ბა­ზის მი­და­მო­ებ­ში, ბაქო-სუფ­სის ნავ­თობ­სა­დე­ნი­დან სულ რა­ღაც 40 მ-ში ჩა­მო­ვარ­დნი­ლი რა­კე­ტის ფრაგ­მენ­ტებ­ზე ნიშ­ნუ­ლი 9M723 თა­ვი­სუფ­ლად იკი­თხე­ბო­და. "ის­კან­დე­რის" რა­კე­ტა სწო­რედ ასე აღი­ნიშ­ნე­ბა.

ჯა­ვა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი კომ­პლექ­სე­ბი მო­დერ­ნი­ზი­ე­ბუ­ლი Искандер-М-ის ტი­პი­საა. სა­ბა­ზო ვა­რი­ან­ტის ბა­ლის­ტი­კურ რა­კე­ტას­თან ერ­თად, მას ფრთო­სა­ნი რა­კე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბაც შე­უძ­ლია. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, ფრთო­სა­ნი რა­კე­ტა და­ბალ სი­მაღ­ლე­ზე რე­ლი­ე­ფის გას­წვრივ მიფ­რი­ნავს და მი­ზანს 500 კმ-ზე ანად­გუ­რებს.

ერთ მან­ქა­ნა­ზე ორი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის რა­კე­ტის მორ­გე­ბით, რუ­სებ­მა "ის­კან­დე­რის" საბ­რძო­ლო პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­ა­ორ­მა­გეს. ამი­ე­რი­დან ფარ­თობ­ზე გაშ­ლილ მიზ­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას­თან ერ­თად, მას წერ­ტი­ლო­ვა­ნი დარ­ტყმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც შე­უძ­ლია.

რა­კე­ტის ფრე­ნის მან­ძი­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჯა­ვა­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი "ის­კან­დერ-მ"-ის მოქ­მე­დე­ბის არე­ალ­ში სა­ქარ­თვე­ლო, თურ­ქე­თის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წი­ლი, სომ­ხე­თის და აზე­ირ­ბა­ი­ჯა­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლე­ბი ხვდე­ბა.

"ის­კან­დერ-მ"-ით კრემ­ლი ევ­რო­პა­საც ემუქ­რე­ბა. 2011 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი პრე­სა­ში პე­რი­ო­დუ­ლად ჩნდე­ბა ცნო­ბე­ბი, ამ კომ­პლექ­სე­ბის კა­ლი­ნინ­გრა­დის ოლ­ქში შე­საძ­ლო გან­თავ­სე­ბის თა­ო­ბა­ზე. 2014 წლის დე­კემ­ბერ­სა და 2015 წლის მარ­ტში და­სავ­ლეთ სამ­ხედ­რო ოლ­ქის და ჩრდი­ლო­ე­თის ფლო­ტის სწავ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში, 10-მდე კომ­პლექ­სი კა­ლი­ნინ­გრად­ში დრო­ე­ბით გა­და­ის­რო­ლეს.

მუდ­მი­ვი დის­ლო­კა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, კომ­პლექ­სი ფა­რავს ბალ­ტი­ის­პი­რეთს, პო­ლო­ნე­თის თით­ქმის მთელ ტე­რი­ტო­რი­ას, შვე­დე­თის და გერ­მა­ნი­ის ნა­წი­ლე­ბის.

სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ჯა­ვა­ში "ის­კან­დერ-მ"-ების გა­ნა­ლა­გე­ბა და კრემ­ლის მიერ ამ ფაქ­ტის აღი­ა­რე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს მიერ საფ­რან­გეთ­ში შე­ძე­ნი­ლი ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ტი­პე­ბის და რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას და­ემ­თხვა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ჯავაში განთავსებული ფრთოსანი "ისკანდერი" - რეალური საფრთხე თუ კრემლის მორიგი პროვოკაცია?

ჯავაში განთავსებული ფრთოსანი "ისკანდერი" - რეალური საფრთხე თუ კრემლის მორიგი პროვოკაცია?

დეკემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მოსკოვმა ოკუპირებულ სამაჩაბლოში, კერძოდ კი ჯავაში "ისკანდერის" ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსები განათავსა. საინტერესო ისაა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე თანამედროვე შეიარაღების განლაგების ფაქტი აღიარა. არა და რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მხოლოდ ცხინვალის რეგიონში რუსებმა ათეულობით ტანკს, ჯავშანტრანსპორტიორს, საარტილერიო დანადგარს მოუყარეს თავი. მათ შორისაა რეაქტიული "სმერჩებიც". მისი 300 მმ-იანი რაკეტა მიზანს 90 კმ-ზე წვდება.

საქართველოს თავდაცვის უწყებამ "ისკანდერების" განთავსებაზე შესაბამისი კომენტარი უკვე გააკეთა.

გენერალური შტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის თქმით, სარაკეტო კომპლექსი საქართველოსთვის განკუთვნილი არ არის და მასთან დაკავშირებით მოსკოვს უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვს.

აფხაზეთში მყოფ "ცისფერ ჩაფხუტიანებს", 1-ელი სარაკეტო ბრიგადა ჯერ კიდევ 2007 წელს შეემატა. ომის პირველივე დღეს რუსებმა ოჩამჩირედან ფოთს "ტოჩკა-უ"-ს ("ისკანდერის" წინამორბედი) 3 რაკეტა ესროლეს. შემდგომ მას 58-ე არმიის 464-ე სარაკეტო ბრიგადაც შეუერთდა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე "ტოჩკებით" 20-მდე ობიექტი დაბომბა. რუსები მხოლოდ "ტოჩკებით" როდი შემოიფარგლნენ. ოფიციალურად "ისკანდერების" გამოყენებას კრემლი დღემდე უარყოფს. არადა ვაზიანის ბაზის მიდამოებში, ბაქო-სუფსის ნავთობსადენიდან სულ რაღაც 40 მ-ში ჩამოვარდნილი რაკეტის ფრაგმენტებზე ნიშნული 9M723 თავისუფლად იკითხებოდა. "ისკანდერის" რაკეტა სწორედ ასე აღინიშნება.

ჯავაში განთავსებული კომპლექსები მოდერნიზიებული Искандер-М-ის ტიპისაა. საბაზო ვარიანტის ბალისტიკურ რაკეტასთან ერთად, მას ფრთოსანი რაკეტის გამოყენებაც შეუძლია. არსებული ცნობით, ფრთოსანი რაკეტა დაბალ სიმაღლეზე რელიეფის გასწვრივ მიფრინავს და მიზანს 500 კმ-ზე ანადგურებს.

ერთ მანქანაზე ორი განსხვავებული ტიპის რაკეტის მორგებით, რუსებმა "ისკანდერის" საბრძოლო პოტენციალი გააორმაგეს. ამიერიდან ფართობზე გაშლილ მიზნების განადგურებასთან ერთად, მას წერტილოვანი დარტყმების განხორციელებაც შეუძლია.

რაკეტის ფრენის მანძილის გათვალისწინებით, ჯავაში განლაგებული "ისკანდერ-მ"-ის მოქმედების არეალში საქართველო, თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილი, სომხეთის და აზეირბაიჯანის მნიშვნელოვანი ნაწილები ხვდება.

"ისკანდერ-მ"-ით კრემლი ევროპასაც ემუქრება. 2011 წლიდან მოყოლებული პრესაში პერიოდულად ჩნდება ცნობები, ამ კომპლექსების კალინინგრადის ოლქში შესაძლო განთავსების თაობაზე. 2014 წლის დეკემბერსა და 2015 წლის მარტში დასავლეთ სამხედრო ოლქის და ჩრდილოეთის ფლოტის სწავლების ფარგლებში, 10-მდე კომპლექსი კალინინგრადში დროებით გადაისროლეს.

მუდმივი დისლოკაციის შემთხვევაში, კომპლექსი ფარავს ბალტიისპირეთს, პოლონეთის თითქმის მთელ ტერიტორიას, შვედეთის და გერმანიის ნაწილების.

საგულისხმოა, რომ ჯავაში "ისკანდერ-მ"-ების განალაგება და კრემლის მიერ ამ ფაქტის აღიარება, საქართველოს მიერ საფრანგეთში შეძენილი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების ტიპების და რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას დაემთხვა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე