"ვოისის" კონკურსანტი პატიმარი თეონა ყოლბაია სასჯელაღსრულების მინისტრმა, კახა კახიშვილმა პირდაპირ ეთერში პატიმრობიდან გაათავისუფლა.
ამ ფაქტს "ფეისბუქის" გვერდზე ეხმაურება "ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტი ქეთი დევდარიანი: "თუ რამის დაყაჩაღებას დააპირებთ, პარალელურად ვოკალზეც იარეთ. დახუჭული თვალებით პატრიარქის დაწერილი საგალობლების მღერა, მანანა-არჩილი, ეკა ლენგვიჯფაკერი და ასოვანი ტოლერანტობა - გზა თავისუფლებისკენ", - წერს ქეთი.
აღსანიშნავია, რომ წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული თეონა ყოლბაია 2012 წლის 5 მაისს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. ის და თეიმურაზ ბააცაშვილი სათამაშო იარაღით შეიარაღებულები აყაჩაღებდნენ კერძო ტაქსის მფლობელებს.