პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობა" პრემიერის შესაძლო გადადგომას
როგორ ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობა" პრემიერის შესაძლო გადადგომას

"მთავ­რო­ბა­ში სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შიც კი ეს­მით, თუ რა კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შე დგას ქვე­ყა­ნა, - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გი­ორ­გი გა­ბაშ­ვილ­მა პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და. თუმ­ცა, გა­ბაშ­ვილ­მა ხაზი გა­სუ­ვა, რომ სა­კად­რო გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბი ვი­თა­რე­ბას რე­ა­ლუ­რად ვერ შეც­ვლის ვიდ­რე ექს-პრე­მი­ე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ ჩა­მო­შორ­დე­ბა.

"სულ ორი დღის წინ ბა­ტო­ნი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ატა­რებ­და პრე­ზენ­ტა­ცი­ას და სა­უბ­რობ­და იმა­ზე, რომ მთავ­რო­ბა არის წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ხალ­ხი უკეთ ცხოვ­რობს და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც დღეს ან ამ დღე­ებ­ში მი­ი­ღე­ბა, მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შიც კი ეს­მით, თუ რა კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შე დგას ქვე­ყა­ნა, მაგ­რამ ეს გა­და­ნაც­ვლე­ბე­ბი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კარ­ზე ვი­თა­რე­ბას ვერ შეც­ლის. პი­რა­დად ის, მისი პო­ლი­ტი­კა, მისი არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი არის მი­ზე­ზი იმი­სა, რაც დღეს ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, გა­და­ნაც­ვლე­ბე­ბი მის კარ­ზე ვი­თა­რე­ბას ვერ შეც­ვლის. ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვლე­ბა მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დას­რულ­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის გზით; როცა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ჩა­მო­შორ­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და მოვა ახა­ლი მთავ­რო­ბა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ბაშ­ვილ­მა.

პარ­ტი­ის კი­დევ ერთი ლი­დე­რის გიგა ბო­კე­რი­ას თქმით, "ერთი მხრივ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ლო­გი­კუ­რია, რომ ამ უმ­ძი­მე­სი კრი­ზი­სის ფონ­ზე, რო­დე­საც ხალ­ხი გა­ღა­რიბ­და, ლარი და­ე­ცა, უმუ­შევ­რო­ბა, კრი­მი­ნა­ლი გა­ი­ზარ­და, როცა არა­ნა­ი­რი ხედ­ვა არ აქვს ამ მთავ­რო­ბას მო­მავ­ლის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და მისი კა­ბი­ნე­ტი გა­დად­გეს, რად­გან სწო­რედ ამ მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კამ შეგ­ვიყ­ვა­ნა უმ­ძი­მეს კრი­ზის­ში და დაგ­ვა­ყე­ნა უფსკრუ­ლის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე"

თუმ­ცა კო­კე­რი­ას თქმით, ყვე­ლამ ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი არის უბ­რა­ლო მა­რი­ო­ნე­ტი და ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. "სწო­რედ მან შექ­მნა ის პო­ლი­ტი­კა, რო­მელ­მაც ამ უმ­ძი­მეს ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ა­ყე­ნა ქვე­ყა­ნა. ამი­ტომ, ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­მოც­ვლა, მისი გა­და­ყე­ნე­ბა ვე­რა­ფერ სა­სი­კე­თოს ვერ მო­უ­ტანს ჩვენს ქვე­ყა­ნას", - გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ. ბო­კე­რია მი­იჩ­ნევს, რომ ამ ვი­თა­რე­ბა­ში ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბა, თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ჩა­მო­ცილ­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას.

არა­ფორ­მა­ლუ­რად ეხ­მა­უ­რე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კი­დევ ერთი წევ­რი გივი თარ­გა­მა­ძე. "მე­ტი­რე­ბა :( P.S. დაც­ვა არ მოგ­ვიხ­სნათ, ფარ­ჩა­კე­ბო!" - წერს "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე თარ­გა­მა­ძე. ცნო­ბი­ლია, რომ ის და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ერთ კორ­პუს­ში ცხოვ­რო­ბენ, რო­მელ­საც რა თქმა უნდა პრე­მი­ე­რის დაც­ვა იცავს.

როგორ ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობა" პრემიერის შესაძლო გადადგომას

როგორ ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობა" პრემიერის შესაძლო გადადგომას

"მთავრობაში საკადრო ცვლილებების გადაწყვეტილება მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებაშიც კი ესმით, თუ რა კატასტროფის წინაშე დგას ქვეყანა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თუმცა, გაბაშვილმა ხაზი გასუვა, რომ საკადრო გადაადგილებები ვითარებას რეალურად ვერ შეცვლის ვიდრე ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას არ ჩამოშორდება.

"სულ ორი დღის წინ ბატონი ღარიბაშვილი ატარებდა პრეზენტაციას და საუბრობდა იმაზე, რომ მთავრობა არის წარმატებული, ხალხი უკეთ ცხოვრობს და ყველაფერი კარგად არის. გადაწყვეტილება, რომელიც დღეს ან ამ დღეებში მიიღება, მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებაშიც კი ესმით, თუ რა კატასტროფის წინაშე დგას ქვეყანა, მაგრამ ეს გადანაცვლებები ბიძინა ივანიშვილის კარზე ვითარებას ვერ შეცლის. პირადად ის, მისი პოლიტიკა, მისი არასწორი გადაწყვეტილებები არის მიზეზი იმისა, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. შესაბამისად, გადანაცვლებები მის კარზე ვითარებას ვერ შეცვლის. ვითარება შეიცვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ხელისუფლება დასრულდება არჩევნების გზით; როცა ბიძინა ივანიშვილი ჩამოშორდება ხელისუფლებას და მოვა ახალი მთავრობა", - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

პარტიის კიდევ ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, "ერთი მხრივ აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ამ უმძიმესი კრიზისის ფონზე, როდესაც ხალხი გაღარიბდა, ლარი დაეცა, უმუშევრობა, კრიმინალი გაიზარდა, როცა არანაირი ხედვა არ აქვს ამ მთავრობას მომავლის, პრემიერ-მინისტრი და მისი კაბინეტი გადადგეს, რადგან სწორედ ამ მთავრობის პოლიტიკამ შეგვიყვანა უმძიმეს კრიზისში და დაგვაყენა უფსკრულისკენ მიმავალ გზაზე"

თუმცა კოკერიას თქმით, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ღარიბაშვილი არის უბრალო მარიონეტი და ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი. "სწორედ მან შექმნა ის პოლიტიკა, რომელმაც ამ უმძიმეს ვითარებაში ჩააყენა ქვეყანა. ამიტომ, ღარიბაშვილის გამოცვლა, მისი გადაყენება ვერაფერ სასიკეთოს ვერ მოუტანს ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ბოკერიამ. ბოკერია მიიჩნევს, რომ ამ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილი ჩამოცილდება ხელისუფლებას.

არაფორმალურად ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრი გივი თარგამაძე. "მეტირება :( P.S. დაცვა არ მოგვიხსნათ, ფარჩაკებო!" - წერს "ფეისბუქის" გვერდზე თარგამაძე. ცნობილია, რომ ის და ირაკლი ღარიბაშვილი ერთ კორპუსში ცხოვრობენ, რომელსაც რა თქმა უნდა პრემიერის დაცვა იცავს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."