თავდაცვის სამინისტროს 700-მდე თანამშრომელი საახალწლოდ უმუშევარი რჩება

თავდაცვის სამინისტროს 700-მდე თანამშრომელი საახალწლოდ უმუშევარი რჩება

არსებული ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო-საინჟინრო ბრიგადის გაუქმება იგეგმება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბრიგადის თანამშრომლებმა განუცხადეს, გაუქმების შემდეგ შესაძლოა 700 ადამიანი უმუშევარი დარჩეს. ასევე მათთვის უცნობია, თუ რას უპირებენ ტექნიკას, რომელსაც აღნიშნული ბრიგადა ფლობს. "ინტერპრესნიუსი" ინფორმაციის გადასამოწმებლად თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა.

როგორც უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ კაციტაძემ განაცხადა, ამ საკითხზე ჯერჯერობით მუშაობა მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. "ჯერ ეს მუშავდება, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ასე ხელაღებით ვერაფერს გეტყვით და თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნება, მერე უკვე ოფიციალურად გავასაჯაროებთ. ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის. სამუშაო პროცესია და როგორც კი ინფორმაცია იქნება, მაშინვე მოგაწვდით", - განმარტა კაციტაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია