პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან მურუსიძე - გირგვლიანის ოჯახის შემდეგ ყველაზე დიდი ტალახი ამ საქმესთან დაკავშირებით, მე მომხვდა
ლევან მურუსიძე - გირგვლიანის ოჯახის შემდეგ ყველაზე დიდი ტალახი ამ საქმესთან დაკავშირებით, მე მომხვდა

გირ­გვლი­ა­ნე­ბის ოჯა­ხის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე დიდი ტა­ლა­ხი ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მე მომ­ხვდა, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მდი­ვან­მა ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ გა­ა­კე­თა.

იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მო­სა­მარ­თლე­ებ­მა, საბ­ჭოს მდი­ვან ლე­ვან მუ­რუ­სი­ძეს­თან ერ­თად, დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე კი­დევ ერთხელ ისა­უბ­რეს სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე. მუ­რუ­სი­ძის თქმით, მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში სხვა სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ვი­ნა­ი­დან სა­სა­მარ­თლოს არ აქვს უფ­ლე­ბა, და­მა­ტე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა­ში და­აბ­რუ­ნოს საქ­მე, რო­მელ­საც მი­იჩ­ნევს რომ ცუ­დად არის გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი.

"ჩვენც ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ, ოჯა­ხე­ბი გვყავს, გული შეგვტკი­ვა კონ­კრე­ტუ­ლად ყვე­ლა საქ­მე­ზე და ყვე­ლა თე­მა­ზე, მაგ­რამ ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვართ, და­ვე­მორ­ჩი­ლოთ კა­ნონს. შე­სა­ბა­მი­სად, სა­სა­მარ­თლო მოქ­მე­დებ­და იმ კა­ნო­ნე­ბით, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლი იყო და არ შე­ეძ­ლო, მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ე­ღო. მინ­და მივ­მარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, შვილმკვდარ მა­მას – ერ­თა­დერ­თი რა­საც ისი­ნი ითხოვ­დნენ, იყო მო­სა­მარ­თლეს გა­ე­ხა­და მო­სა­მარ­თლის მან­ტია და პრო­კუ­რო­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი­ყო და გარ­და შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი­სა, პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა სხვა პი­რე­ბი, ვინც იყ­ვნენ ამ და­ნა­შა­უ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი. სა­მარ­თლებ­რი­ვად, გვი­თხა­რით რა და­ვა­შა­ვე, რა და­ა­შა­ვა უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ? რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და მი­ე­ღო და არ მი­ი­ღო? ერ­თა­დერ­თი ჩემი წუ­ხი­ლი არის ის, რომ ეს აჟი­ო­ტა­ჟი, რო­მელ­საც მე პი­როვ­ნუ­ლად გან­ვიც­დი, იმ ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ა­საც გან­ვიც­დი. იმ ოჯა­ხის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე დიდი ტა­ლა­ხი ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მე მომ­ხვდა. მე ამას გან­ვიც­დი, ადა­მი­ა­ნუ­რად გან­ვიც­დი, მაგ­რამ მინ­და გა­ი­გოთ, რომ ეს იყო კა­ნო­ნე­ბი, რო­მე­ლიც თავ­სმოხ­ვე­უ­ლი იყო სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე და უნდა და­ვი­ლა­პა­რა­კოთ, რომ მო­მა­ვალ­შიც არ გან­მე­ორ­დეს იგი­ვე. ის კა­ნო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მოქ­მე­დებ­და მა­შინ, მოქ­მე­დებს დღე­საც, ამი­ტომ ყვე­ლა ერ­თად უნდა და­ვი­რაზ­მოთ, მოხ­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან დი­ა­ლო­გი და შევ­ცვა­ლოთ კა­ნო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არ მოგ­ვწონ­და 10 წლის წინ. ისი­ნი მოქ­მე­დებს დღე­საც და მო­სა­მარ­თლე­ებს ხელ-ფეხი უნდა გა­ეხ­სნათ მი­ი­ღონ ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც იქ­ნე­ბა არა­მარ­ტო კა­ნო­ნი­ე­რი, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­მარ­თლი­ა­ნიც", - გა­ნა­ცხა­და მუ­რუ­სი­ძემ.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, მუ­რუ­სი­ძის თქმით, სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ სა­სა­მარ­თლოს მი­ე­ცეს საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. მო­სა­მარ­თლე­ე­ბის თქმით, დღეს მო­სა­მარ­თლეს კი­თხვის დას­მის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ აქვს. მუ­რუ­სი­ძის თქმით, ის ბო­ლომ­დე აპი­რებს იბ­რძო­ლოს სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში უვა­დო წევ­რად და­ნიშნ­ვის­თვის და ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვის შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ეც­დე­ბა, არ­სე­ბუ­ლი კა­ნო­ნე­ბის შეც­ვლას მი­აღ­წი­ოს.

კი­თხვა­ზე, მა­ნამ­დე რა­ტომ არ აპ­რო­ტეს­ტებ­და ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე კა­ნო­ნებს, რომ­ლე­ბიც მო­სა­მარ­თლე­ე­ბის უფ­ლე­ბებს ზღუ­დავს, მუ­რუ­სი­ძის თქმით, გაპ­რო­ტეს­ტე­ბა და­ი­წყო მას შემ­დეგ, რაც იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი გახ­და, თუმ­ცა მო­სა­მარ­თლე­ებს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის უფ­ლე­ბა არ აქვთ. ამი­ტომ ისი­ნი სთხო­ვენ პო­ლი­ტი­კო­სებს, მო­ის­მი­ნონ, რა პრობ­ლე­მე­ბი აქვთ მო­სა­მარ­თლე­ებს.

გა­მოგ­ვყე­ვით, რომ არ გა­მო­ტო­ვოთ პო­ლი­ტი­კის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი.

გა­მო­ი­წე­რეთ პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პო­ლი­ტი­კა

ლევან მურუსიძე - გირგვლიანის ოჯახის შემდეგ ყველაზე დიდი ტალახი ამ საქმესთან დაკავშირებით, მე მომხვდა

ლევან მურუსიძე - გირგვლიანის ოჯახის შემდეგ ყველაზე დიდი ტალახი ამ საქმესთან დაკავშირებით, მე მომხვდა

გირგვლიანების ოჯახის შემდეგ ყველაზე დიდი ტალახი ამ საქმესთან დაკავშირებით მე მომხვდა, - აღნიშნული განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ გააკეთა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეებმა, საბჭოს მდივან ლევან მურუსიძესთან ერთად, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს სანდრო გირგვლიანის საქმეზე. მურუსიძის თქმით, მოცემულ შემთხვევაში სხვა სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იყო, ვინაიდან სასამართლოს არ აქვს უფლება, დამატებით გამოძიებაში დააბრუნოს საქმე, რომელსაც მიიჩნევს რომ ცუდად არის გამოძიებული.

"ჩვენც ადამიანები ვართ, ოჯახები გვყავს, გული შეგვტკივა კონკრეტულად ყველა საქმეზე და ყველა თემაზე, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ, დავემორჩილოთ კანონს. შესაბამისად, სასამართლო მოქმედებდა იმ კანონებით, რომელიც მიღებული იყო და არ შეეძლო, მოცემულ შემთხვევაში სხვა გადაწყვეტილება მიეღო. მინდა მივმართო საზოგადოებას, შვილმკვდარ მამას – ერთადერთი რასაც ისინი ითხოვდნენ, იყო მოსამართლეს გაეხადა მოსამართლის მანტია და პროკურორის უფლებამოსილებით აღჭურვილიყო და გარდა შემსრულებლებისა, პასუხისგებაში მიეცა სხვა პირები, ვინც იყვნენ ამ დანაშაულის ორგანიზატორები. სამართლებრივად, გვითხარით რა დავაშავე, რა დააშავა უზენაესმა სასამართლომ? რა გადაწყვეტილება შეიძლებოდა მიეღო და არ მიიღო? ერთადერთი ჩემი წუხილი არის ის, რომ ეს აჟიოტაჟი, რომელსაც მე პიროვნულად განვიცდი, იმ ოჯახის ტრაგედიასაც განვიცდი. იმ ოჯახის შემდეგ ყველაზე დიდი ტალახი ამ საქმესთან დაკავშირებით მე მომხვდა. მე ამას განვიცდი, ადამიანურად განვიცდი, მაგრამ მინდა გაიგოთ, რომ ეს იყო კანონები, რომელიც თავსმოხვეული იყო სასამართლოს წინაშე და უნდა დავილაპარაკოთ, რომ მომავალშიც არ განმეორდეს იგივე. ის კანონები, რომლებიც მოქმედებდა მაშინ, მოქმედებს დღესაც, ამიტომ ყველა ერთად უნდა დავირაზმოთ, მოხდეს ხელისუფლებასთან დიალოგი და შევცვალოთ კანონები, რომლებიც არ მოგვწონდა 10 წლის წინ. ისინი მოქმედებს დღესაც და მოსამართლეებს ხელ-ფეხი უნდა გაეხსნათ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნება არამარტო კანონიერი, არამედ საზოგადოებისთვის სამართლიანიც", - განაცხადა მურუსიძემ.

უფრო კონკრეტულად, მურუსიძის თქმით, საუბარია იმაზე, რომ სასამართლოს მიეცეს საქმის გამოძიებაში დაბრუნების საშუალება. მოსამართლეების თქმით, დღეს მოსამართლეს კითხვის დასმის საშუალებაც არ აქვს. მურუსიძის თქმით, ის ბოლომდე აპირებს იბრძოლოს სააპელაციო სასამართლოში უვადო წევრად დანიშნვისთვის და ამ მიზნის მიღწევის შემთხვევაში ყველანაირად შეეცდება, არსებული კანონების შეცვლას მიაღწიოს.

კითხვაზე, მანამდე რატომ არ აპროტესტებდა ლევან მურუსიძე კანონებს, რომლებიც მოსამართლეების უფლებებს ზღუდავს, მურუსიძის თქმით, გაპროტესტება დაიწყო მას შემდეგ, რაც იუსტიციის საბჭოს მდივანი გახდა, თუმცა მოსამართლეებს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ აქვთ. ამიტომ ისინი სთხოვენ პოლიტიკოსებს, მოისმინონ, რა პრობლემები აქვთ მოსამართლეებს.

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ