სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტში მხოლოდ ერთი დღის ფულია დარჩენილი - ზურაბ ჭიაბერაშვილი
საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტში მხოლოდ ერთი დღის ფულია დარჩენილი - ზურაბ ჭიაბერაშვილი

სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის ბი­უ­ჯეტ­ში მხო­ლოდ ერთი დღის ფუ­ლია დარ­ჩე­ნი­ლი, - ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მდი­ვან­მა ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა, რო­გორც ექ­სპერ­ტე­ბი იმ­თა­ვით­ვე ვა­რა­უ­დობ­დნენ, "უძი­რო ქვევ­რი" აღ­მოჩ­ნდა.

"სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რის და­ფი­ნან­სე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ გაზ­რდი­ლი ბი­უ­ჯე­ტი იმ­დე­ნად არა­ე­ფექ­ტუ­რად იხარ­ჯე­ბა, იგი არ­სე­ბი­თად ვერ ცვლის ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ სუ­რათს ჯან­დაც­ვის ფი­ნან­სუ­რი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის კუ­თხით. 2015 წელს სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მის ბი­უ­ჯე­ტი 470 მლნ ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრა და მას რამ­დენ­ჯერ­მე და­ე­მა­ტა თან­ხა, სულ ბო­ლოს გუ­შინ­წინ და ბი­უ­ჯეტ­მა 571 მლნ ლარი შე­ად­გი­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, პროგ­რა­მას დღეს უკვე მხო­ლოდ ერთი დღის ფული (და­ახ­ლო­ე­ბით, 2 მლნ ლარი) აქვს დარ­ჩე­ნი­ლი და თუ კი­დევ არ და­ე­მა­ტა თან­ხა, სა­ა­ვად­მყო­ფო­თა ნა­წილს მედ­პერ­სო­ნა­ლი­სათ­ვის ხელ­ფა­სე­ბის გა­ცე­მის პრობ­ლე­მა და­უდ­გე­ბა. არა­და 571 მლნ რომ მიზ­ნობ­რი­ვად და თა­ნაც ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვის მე­ქა­ნიზ­მით იხარ­ჯე­ბო­დეს, თა­ვი­სუფ­ლად იქ­ნე­ბო­და შე­საძ­ლე­ბე­ლი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა­ზე მო­წყვლად ჯგუ­ფებს: სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებს, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნეთ, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რებს, პენ­სი­ო­ნე­რებს სა­ხელ­მწი­ფო წამ­ლის კომ­პო­ნენ­ტით დახ­მა­რე­ბო­და. ყვე­ლამ ვი­ცით, რომ მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე გაზ­რდი­ლი ფა­სე­ბი დღეს ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ მო­წყვლა­დი ჯგუ­ფე­ბის ჯი­ბეს ურტყამს", - აცხა­დებს ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, სამ­წუ­ხა­როდ, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ ეფექ­ტუ­რო­ბას და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლე­ბის მიზ­ნობ­რი­ვად დახ­მა­რე­ბას "სა­ყო­ველ­თა­ო­ბა­ზე" და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პო­პუ­ლიზ­მი არ­ჩია, რი­თაც არა მხო­ლოდ ჯან­დაც­ვა­ზე სა­ხელ­მწი­ფო და­ნა­ხარ­ჯე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბას მი­ა­ყე­ნა ზი­ა­ნი, არა­მედ დიდი უარ­ყო­ფი­თი წვლი­ლი შე­აქვს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგფო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა­ში. რო­გორც ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, დღეს სა­ხელ­მწი­ფო შეძ­ლე­ბუ­ლებს ღა­რი­ბე­ბის ხარ­ჯზე მკურ­ნა­ლობს.

"2016 წლის­თვის სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მის ბი­უ­ჯე­ტი 570 მლნ ლა­რია. დღეს უკვე ნა­თე­ლია, რომ ეს უკვე დე­ფი­ცი­ტუ­რი ბი­უ­ჯე­ტია და არა მხო­ლოდ იმის გამო, რომ მისი ხარ­ჯვა არა­ფექ­ტუ­რი, უყა­ი­რა­თო და უკონ­ტრო­ლოა. საქ­მე ისაა, რომ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს 2016 წელს სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის მი­მართ ათო­ბით მი­ლი­ო­ნო­ბით ლა­რის და­ვა­ლი­ა­ნე­ბა გა­დაჰ­ყვე­ბა და 2016 წლის­თვის და­გეგ­მი­ლი 570 მლნ ლა­რიც არა გა­ი­სად გა­წე­ულ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბას, არა­მედ 2015 წლის და­ვა­ლი­ა­ნე­ბე­ბის გას­ტუმ­რე­ბას მოხ­მარ­დე­ბა", - აცხა­დებს ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი.

ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლის კო­მენ­ტარს "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გა­მოგ­ვყე­ვით, რომ არ გა­მო­ტო­ვოთ პო­ლი­ტი­კის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი.

გა­მო­ი­წე­რეთ პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პო­ლი­ტი­კა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტში მხოლოდ ერთი დღის ფულია დარჩენილი - ზურაბ ჭიაბერაშვილი

საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტში მხოლოდ ერთი დღის ფულია დარჩენილი - ზურაბ ჭიაბერაშვილი

საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტში მხოლოდ ერთი დღის ფულია დარჩენილი, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, როგორც ექსპერტები იმთავითვე ვარაუდობდნენ, "უძირო ქვევრი" აღმოჩნდა.

"სახელმწიფოს მხრიდან ჯანდაცვის სექტორის დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ გაზრდილი ბიუჯეტი იმდენად არაეფექტურად იხარჯება, იგი არსებითად ვერ ცვლის ქვეყანაში არსებულ სურათს ჯანდაცვის ფინანსური ხელმისაწვდომობის კუთხით. 2015 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 470 მლნ ლარით განისაზღვრა და მას რამდენჯერმე დაემატა თანხა, სულ ბოლოს გუშინწინ და ბიუჯეტმა 571 მლნ ლარი შეადგინა. სამწუხაროდ, პროგრამას დღეს უკვე მხოლოდ ერთი დღის ფული (დაახლოებით, 2 მლნ ლარი) აქვს დარჩენილი და თუ კიდევ არ დაემატა თანხა, საავადმყოფოთა ნაწილს მედპერსონალისათვის ხელფასების გაცემის პრობლემა დაუდგება. არადა 571 მლნ რომ მიზნობრივად და თანაც ჯანმრთელობის დაზღვევის მექანიზმით იხარჯებოდეს, თავისუფლად იქნებოდა შესაძლებელი, საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს: სოციალურად დაუცველებს, ქრონიკული დაავადებების მქონეთ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, პენსიონერებს სახელმწიფო წამლის კომპონენტით დახმარებოდა. ყველამ ვიცით, რომ მედიკამენტებზე გაზრდილი ფასები დღეს ყველაზე მეტად ამ მოწყვლადი ჯგუფების ჯიბეს ურტყამს", - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ეფექტურობას და გაჭირვებულების მიზნობრივად დახმარებას "საყოველთაობაზე" დაფუძნებული პოპულიზმი არჩია, რითაც არა მხოლოდ ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ეფექტურობას მიაყენა ზიანი, არამედ დიდი უარყოფითი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკური მდგფომარეობის გაუარესებაში. როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, დღეს სახელმწიფო შეძლებულებს ღარიბების ხარჯზე მკურნალობს.

"2016 წლისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 570 მლნ ლარია. დღეს უკვე ნათელია, რომ ეს უკვე დეფიციტური ბიუჯეტია და არა მხოლოდ იმის გამო, რომ მისი ხარჯვა არაფექტური, უყაირათო და უკონტროლოა. საქმე ისაა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წელს საავადმყოფოების მიმართ ათობით მილიონობით ლარის დავალიანება გადაჰყვება და 2016 წლისთვის დაგეგმილი 570 მლნ ლარიც არა გაისად გაწეულ სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებას, არამედ 2015 წლის დავალიანებების გასტუმრებას მოხმარდება", - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

ზურაბ ჭიაბერაშვილის კომენტარს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია